მცენარეები კოღოს წინააღმდეგ

კოღო - ყველაზე სასიამოვნო საღამოს ჩამშხამებელი-არ იცის არც დიდი, არც პატარა, დილა, საღამო... მოდებულია ყველგან და განსაკუთრებით ქალაქგარე მიდამოებში-მოკლედ, უზარმაზარი პრობლემა და თავის ტკივილი.
სადღეისოდ ისე განვითარდა საყოფაცხოვრებო ქიმია, რომ უამრავი საშუალება იქნა გამოგონილი კოღოს წინააღმდეგ. მაგრამ, დიდ უპირატესობასთან ერთად, რომელიც კოღოს მოკლე, ან ხანგრძლივი დროით გაქრობაში გამოხატება, აქვს მთელი რიგი ნაკლოვანებები. ასე მაგალითად, გააჩნია მეტ-ნაკლები ტოქსიკურობა, იწვევს ალერგიულ რექციას, აქვს უსიამოვნო სუნი და რიგ შემთხვევაში, უკუჩვენება ბავშვებთან გამოყენებისას.
თუმცა!
თავად ბუნებამ დაიჭირა თადარიგი და იზრუნა იმისათვის, რომ კოღო, რომელსაც თავის მხრივ კვებით ჯაჭვში დიდი ადგილი უკავია, ცხოვრება არ გაგვიმწაროს. არსებობს რამოდენიმე საკმაოდ გავრცელებული მცენარე, რომელიც თავისი შეუდარებელი არომატით სიამოვნებას გვრის ადამიანებს, თუმცა აფრთხობს კოღოს.
აგერატუმი (Ageratum, ციცინო) კოღოების საწინააღმდეგო საშუალებების უმეტესობაში გამოიყენება ნივთიერება-კუმარინი(coumarine), რომელსაც აგერატუმი გამოიმუშავებს. ეს არის ჩია ტანის, მოცისფრო-მომელნისფრო ბურთის ფორმის ყვავილებიანი ბუჩქი. ვიზუალურად ძალიან ნაზი და ლამაზი მცენარეა, თუმცა გააჩნია გარკვეული ხარისხის ტოქსიკურობა, მისი ფოთლის წვენი იწვევს ალერგიულ რეაციას კანზე. რამოდენიმე ბუჩქი საკმარისია კოღოების მოსაგერიებლად. იტანს მზეს, უპირატესობას ანიჭებს ნათელ ადგილებს, ეგუება ნახევრადჩრდილს. უპრეტენზიოა ნიადაგის ხარისხის მიმართ, ხარობს უნაყოფო მიწაშიც კი.
ლავანდა (Lavender) ლავანდას ყველა კარგად ვიცნობთ მისი მელნისფერი, ცისფერი, ვარდისფერი და თეთრი ყვავილებით. საკმაოდ ლამაზი, არომატული და ამასთან ერთად, უპრეტენზიო მცენარეა. იტანს ღარიბ ნიადაგს, გვალვას, ყინვას და არ საჭიროებს დიდ მოვლა-პატრონობას. კარგად გამოიყურება გაზონებზე, ბუჩქად. ასევე შესაძლებელია ქოთანში გახარებაც. არომატს მცენარე გამოყოფს ფოთლებთან შეხებისას, ისე ადამიანი ვერ გრძნობს სუნს. არომატი მართლაც საოცარი აქვს, თუმცა კოღოები ვერ იტანენ და გაცილებით მაღალი მგრძნობელობის გამო, მცენარესთან შეხების გარეშეც აღიქვავენ სუნს.
პიტნა (Mentha) პიტნა, მათ შორის, ბაღის პიტნა(Mentha piperíta), ველური პიტნა(კატის პიტნა, Nepeta cataria) და ომბალო(წყლის პიტნა, Mentha pulegium) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავრცელებული მცენარეა თავისი სასარგებლო და ამავე დროს, სამედიცინო თვისებებით. მისი კოღოსამრიდი თვისების შესახებ უხსოვარი დროიდან არის ცნობილი. ძველ დროში პიტნას სწორედ ამ თვისების გამო უხვად რგავდნენ სახლის კარებთან ახლოს და ფანჯრის ქვეშ, რომ დაეფრთხოთ მწერები და არ შეეშვად საცხოვრებელ არეალზე. პიტნას უყვარს ნაყოფიერი, ოდნავ ტენიანი გრუნტი და მზიანი ადგილი. რაც უფრო უკეთესი პირობები აქვს, მით უფრო ძლიერია მისი არომატი და მით უფრო მეტად ერიდებიან კოღოები.
ველური პიტნის უპირატესობა ისაა, რომ იზრდება, როგორც სარეველა, თავისით. არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას და უფრო ხშირად ბაღებიდან ამ პიტნას თხრიან ხოლმე. სხვა დანარჩენ პიტნებთან შედარებით ყველაზე კარგად აფრთხობს კოღოებს. თუმცა! ფრთხილად, რადგან ამ მცენარის არომატზე მართლაც „გიჟდებიან“ კატები და არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ბაღი და აივანი შტურმით აიღონ. ამ მოვლების მიზეზი არის ნივთიერება ნეფექტალაქტონი, რომელსაც უხვად შეიცავს მცენარე. ამ ნივთიერებას ასევე დაკრავს ლიმონის არომატი - ზუსტად ეს არომატი გაარჩევს მას კულტურული ბაღის პიტნისაგან.
ომბალოც პიტნაა, მრავალწლიანი, ჩია ტანის 20-40სმ. ჩვენში ამ მცენარეს ძალიან კარგად იცნობენ და შეუცვლელი ადგილი უჭირავს კულინარიაში.  საქართველოში ერთ-ერთი კარგად გავრცელებული სახეობაა წყლიან და ტენიან არეალებზე. მისი არომატი ძალიან მიმზიდველია ადამიანისათვის, თუმცა ვერ იტანენ მწერები კოღოები, ბუზები, ჩრჩილი და ა.შ.
მელისა (ბარამბო, Melissa officinalis) გარეგნულად მელისა ძალიან წააგავს პიტნას. თუმცა, უფრო დაბუჩქული მცენარეა და პიტნაზე მაღალიც იზრდება. მაგრამ, ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი არის მისი არომატი. მელისას ახასიათებს ძლიერი, მოტკბო სურნელი ლიმონის ტონალობით. ეს სუნი საკმარისია იმისათვის, რომ დააფრთხოს კოღო. მელისას მოსწონს მზიანი ადგილები, თუმცა შეიძლება დაირგას ჩრდილშიც.
სალბი (Salvia officinalis) ამ მცენარეს ჰიპოკრატე „წმინდა ბალახს“ უწოდებს. მისი გამოყენება იმდენად ფართოა მედიცინაში, რომ ცოტაა ისეთი დაავადება, რომლის განკურნებისთვისაც არ ხმარობენ სალბს. თუმცა, მისი კოღოსდამაფრთხობელი თვისების შესახებ ჰიპოკრატეს არაფერი დაუწერია. დიდი ხანია ცნობილია, რომ სალბის გამრავლებით ბაღი და მისი არეალი დაცულია კოღოებისაგან. უფრო სწორად, ცობილია, რომ მისი მძაფრი არომატი უშლის კოღოს აღიქვას ადამიანის სუნი. ეს არის მრავალწლიანი, ლამაზი მცენარე. უყვარს კარგად განათებული ადგილი და ნეიტრაური მჟავიანობის ნიადაგი.
რეჰანი (Ōcimum)რეჰანი, არის ერთწლიანი, არომატული და გემრიელი ბალახოვანი მცენარე. კულინარიაში, განსაკუთრებით ქართულ სამზარეულოში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი შეუცვლელი სანელებელი. თუმცა, მისი სამკურნალო თვისებებისა და მედიცინაში მისი ეთერ ზეთის შეუცვლელი ადგილის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მაგალითად, ამ მცენარის ექსტრატი შედის ხველების საწინააღმდეგო და ბრონქების სამკურნალო საშუალებაში. თავად რეჰანი რამოდენიმე სახეობისაა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო თვისება ქაფურისა და მენთოლის რეჰანს გააჩნია. ამ ნივთიერებების არომატი არ მოსწონს მწერებს, ჭიანჭველას, ჩრჩილსა და კოღოს.
ლიმონის ვერბენა (Aloýsia citrodóra) ესაა მარადმწვანე, ჩია ტანის ბუჩქი. ხალხურ მედიცინაში არსებობს საინტერესო წარმოდგენა, რომ ამ მცენარეს შეუძლია ავი თვალისაგან და წყევლისაგან დაცვა. სინამდვილეში მისი სამედიცინო, კოსმეტიკური და კულინარიული თვისებები უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ადგილი სამკურნალო ფოლკლორში. აქვს საკმაოდ სასიამოვნო არომატი, თუმცა, ამ სუნს ვერ გუობენ კოღოები. ამ მიზნებიდან გამომდინარე, ხშირად ვერბენას ტოტს დებენ კარადაში, ტანისამოსის ჩრჩილისა და კოღოებისაგან დასაცავად.
ზაფრანა (Tagetes patula) ევროპის რიგ ქვენყნეში ეს მცენარე მხოლოდ ბაღის დეკორატიული თვისებების მატარებელია, თუმცა, ქართულ ტრადიციულ სამზარეულოში მას საგრძნობი როლი უჭირავს. სანელებლად იყენებენ როგორ ყვავილს, ასევე ღეროებსა და ფოთლებს. ძალიან მცირე ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ გამოცდილი ფლორისტები რგავენ ამ მცენარის რიგს, რომ სხვა კულტურული, ეგზოტიკური ან/და ლამაზად მოყვავილე მცენარე დაიცვას მავნებლებისაგან. ზაფრანას იმდენად სპეციფიკური არომატი აქვს, რომ აფრთხობს არა მხოლოდ მცენარის მავნებლებს და ზოგიერთ მღრღრნელს, არამედ აღიზიანებს ნაზი ყნოსვის მქონე ადამიანს. ნამდვილად შეუცვლელია გარემოს გაფორმებისა და კოღოებისაგან დაცვისათვის.
აბზინდა (Artemísia) აბზინდას იმდენად სპეციფიკური არომატი აქვს, რომ მისი გავრცელების არეალში საერთოდ ვერ ძლებენ კოღოები. აბზინდა მრავალწლიანი, მწვანე-მონაცრისფრო მცენარეა, რომელსაც შეუძია სიმაღლეში1,5 მ-ს მიღწევა. ძველ დროს აბზინდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამკურნალო მცენარე იყო. გავრცელებულია ყველგან, ფაქტიურად წარმოადგენს სარეველა მცენარეს. მაგრამ, ასევე ხდება მისი კულტივაცია ეთერ ზეთების წარმოების მიზნით. ხშირად მებაღეები ებრძვიან აბზინდას და ცდილობენ მის გადაშენებას. მაგრამ,  ზოგიერთი ფლორისტი სპეციალურად ზრდის მას ბაღში, ბუჩქებად, მით უმეტეს, რომ არსებობს აბზიდას კულტურულ-დეკორატიული სახეობა. ეს მცენარე სასარგებლოა, რადგან იცავს კულტურულ მცენარეებს მავნებლებისა და მწერებისაგან, განსაკუთრების დაცულია გარემო კოღოებისაგან. ასფურცელა (Tanacétum)  ასფურცელა ტყისა და სტეპების ლამაზი, მრავალწლიანი მცენარეა. მიუხედავად მისი სასარგებლო თვისებებისა ასფურცელას კულტივირება თუ გვინდა, უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად, რადგან შეიძლება უკონტროლოდ გავრცელდეს. მცენარე ტოქსიკურია, თუმცა უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. აქვს მძაფრი არომატი, რომელსაც ვერაფრით გუებონ კოღოები.
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
30 June 0 856

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно