პეტუნია„ვარსკვლავიანი ცა“ (Petunia ‘Night Sky’)

ალბათ ამპელური პეტუნიების თაყვანისმცემლებს შორის ყველაზე მეტი მოტრფიალე პეტუნია „ვარსკვლავიანი ცა“-ს ყავს. მართლაც და იმდენად საოცარი სანახავია გალაქტიკებით გადაპენტილი მწვანე ბუჩქი, რომ ერთბაშად ვერც კი დავუშვებთ იმას, რომ ეს არის ბუნებრივი მცენარე და არა ხელოვნური ყვავილი. თუმცა, საჭიროა სათანადო მოვლა, რომ ამ საოცარმა მცენარემ არ დაკარგოს ყვავილების კოსმიური შეფერილობა.
გალაქტიკური“პეტუნიას თავისებურებები ვიდრე 1800 წლიდან, როცა პეტუნია გახდა ცნობილი მცენარე და გადაინაცვლა ბაღებსა და ორანჟერეებში, მან გაიარა სელექციისა და გადარჩევის გრძელი და ურთულესი გზა. არსებობს პეტუნიების მრავალი საოცარი სახეობა, თუმცა „ვარსკვლავიანმა ცამ“ მოხსნა პოპულარობის ყველანაირი რეკორდი. 2016 წელს კომპანია Selecta One-ს საერთაშორისო ჯგუფმა პირველად წარმოუდგინა მსოფლიო ფლორისტულ საზოგადოებას გალაქტიკური პეტუნია. ამავე წელს ამ მცენარემ მიიღო ერთ-ერთი პრესტიჟული ევროპული ჯილდო Fleurostar ნომინაციაში „გამარჯვებული ვაუ-ფაქტორით“. ძალიან მალე ამ პეტუნიამ მიიღო ჯილდოები სხვა ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში.
პეტუნიას ოფიციალურად ორი სახელი აქვს Petunia ‘Night Sky’ და Petunia ‘Galaxy’. თუმცა, ასევე მოიხსენიება, როგორც „ღამის ცა“, „კოსმოსი“. შეფერილობა სხვადასხვა შეიძლება ჰქონდეს: წითელი, მელნისფერი, ძოწისფერი, ვარდისფერი. ყვავილის ფურცლებზე ქაოსურად გაბნეული, სხვადასხვა ზომის თეთრი ლაქები ნამდვილად ქმნიან ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ეფექტს. ეს ამპელური პეტუნია ნამდვილად ჩრდილავს ყველა სხვა მოყვავილე მცენარეს.
რატომ იცვლის პეტუნია „ვარსკვლავიანი ცა“ ფერს? პეტუნიას ერთ ბუჩქზეც კი ვერ ვიპოვით ორ ასე თუ ისე მსგავსი შეფერილობის ყვავილს, და უფრო მეტიც, შესაძლებელია მცენარემ სხვადასხვა შეფერილობის ყვავილიც კი გაშალოს, ისე რომ შეიცვალოს იერ-სახე მთელი ვეგეტაციური პერიოდის მანძილზე.
მეყვავილეებმა ისიც კი დააფიქსირეს, რომ შეიძლება მცენარემ საერთოდ ერთი ფერის, ან სულაც თეთრი ყვავილიც კი გაშალოს.
ტემპერატურის ფაქტორი. ასეთი მეტამორფოზის ახსნა ფლორისტებმა მარტივად შეძლეს. პეტუნიას ყვავილის შეფერილობა და მისი ინტენსივობა დამოკიდებულია დღისა და ღამის ტემპერატურულ ამპლიტუდაზე. შეფერილობაზე გავლენას ახდენს როგორც სიგრილის, ისე სიცხის ხანგრძლივობა და ინტენსივობა. ყველაზე ოპტიმალური ტემპერატურული დიაპაზონი, იმისათვის, რომ მივიღოთ გასაოცარი ცა არის: დღისით +14⁰ - +24⁰;
ღამით +11⁰ - +17⁰.
უფრო მაღალი დღისა (+30⁰ მდე) და უფრო დაბალი ღამის (+10⁰ და ქვემოთ) ტემპერატურა გამოიწვევს იმას, რომ ყვავილი ან საერთოდ თეთრი გაიშლება, ან ექნება დიდი თეთრი ლაქა ფურცლაკებზე. თუ დღისა და ღამის ტემპერატურა სტაბილურად მაღალი იქნება, მაშინ პეტუნია გაშლის ერთი, მაგრამ ინტენსიური შეფერილობის, მაგალითად მელნისფერ, ყვავილს.
ტენიანობის ფაქტორი. ჰაერის დაბალი ტენიანობა, გვალვა და უწყლოობა იწვევს ყვავილის შეფერილობაში თეთრი ფერის სიჭარბეს. თუმცა, თუ დროულად მოვრწყეთ და დავატენიანეთ მცენარე, სხვა კოკრები უკვე ღამის ცის ეფექტით გაიშლება.
პეტუნია „ვარსკვლავიანი ცის“ მოვლა ამ ამპელური პეტუნიას მოვლის თავისებურებები იგივეა, როგორც სხვა ამპელური პეტუნიების. მათ სჭირდებათ კარგი, მზიანი განათება, ისე, რომ მზე მინიმუმ 6 საათი უნდა ანათებდეს მცენარეებს, სხვა  შემთხვევაში ღეროები გაიწელება და არ იყვავილებს.
ნიადაგის მიმართ არ აქვს განსაკუთრებული მოთხოვნები, მთავარია, რომ გრუნტი იყოს მდიდარი საკვები ნივთიერებით და კარგად დრენაჟირებული. მცენარეს არ უყვარს ქოთანში ზედმეტი წყლის დაგროვება და ამავე დროს, იმისთვის რომ მივაღწიოთ უხვ ყვავილობას, საჭიროა დამატებითი კვების უზრუნველყოფა (სულ ცოტა თვეში ორჯერ).
ზოგადა პეტუნიებს არ უყვართ ნიადაგის დიდი ხნით გამოშრობა და ვერც ზედმეტ მორწყვაზე რეაგირებენ კარგად. თუ პეტუნია დაკიდებულ ქოთანში იზრდება, მას უფრო ხშირი მორწყვა სჭირდება, ვიდრე ღია ცის ქვეშ, მიწაში ჩარგულ მცენარეს. ქოთნის პეტუნია ირწყვება მაშინ, როცა შრება გრუნტის ზედა ფენა.
თუ დავინახეთ, რომ მცენარემ მუქი, მაგრამ ერთი ფერის ყვავილების გაშლა დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ გარემოში თბილი, მაგრამ სტაბილური ტემპერატურა დადგა. დღისა და ღამეს შორის ტემპერატურული სხვაობის შემთხვევაში კი ბუჩქზე გალაქტიკები იშლებიან. ამიტომ, პეტუნია უფრო მომხიბვლელია ხოლმე გრილ სეზონებზე, გაზაფხულსა და შემოდგომის პირზე.
ამ პეტუნიას სჭირდება სეზონზე 2-3 გასხვლა, რომ დაკორექტირდეს მისი ფორმა და მცენარემ უფრო ინტენსიურად იყვავილოს.
პეტუნია „ღამის ცის“ ნაირსახეობები ტრიუმფისა და ფურორის შემდეგ, ყოველ წელს სელექციონერებს სულ უფრო ახალი და საოცარი შეფერილობის ყვავილების მქონე მცენარეები გამოჰყავთ, ასე, რომ ეს პეტუნია მდიდრულად არის წარმოდგენილი:
Petunia ‘GlacierSky’-NightSky-ს ვარიაცია, რომელსაც ნაადრევი ყვავილობა ახასიათებს. ყვავილი მუქი მელნისფერია, თეთრი ლაქებით, თუმცა ორიგინალისაგან განსხვავებით ყვავილს აქვს თეთრი კანტი;
Petunia ‘Lightning Sky’-ანუ, „ელვარე ცა“, ასე დაერქვა იმის გამო, რომ ყვავილის ფუცლაკებს გასდევს ფართო, ყვითელი ხაზები, როგორც ელვა ცაზე. თბილი ამინდების დადგომისას, ხაზები მსხვილდება და ყვავილი ინტენსიური ძოწისფერი ხდება;
Petunia ‘Lavender Sky’-ღია,ნაზი იასამნისფერი ყვავილით. თეთრი კოპლები ნაკლებად ინტენსიური ჩანს ასეთი შეფერილობის გამო;
Petunia ‘SPLASH DANCE Magenta Mambo’-ძოწისფერ-ჟოლოსფერი ყვავილით. კოსმოსური ლაქები თეთრი და ყვითელი აქვს, ამის გამო საოცრად ლამაზი შეფერილობის ყვავილები გამოდის;
Petunia ‘Baby doll’-ყვავილი ნაზი ვარდისფერია, თეთრი ლაქებით და ძალიან ჰგავს თოჯინას სამეჯლისო კაბას;
Petunia ‘Famous Carmine Sky’-კვასკვასა წითელი, თეთრი ლაქებით დაპენტილი ყვავილებით;
Petunia ‘Circus Sky’-ღია ვარდისფერი ყვავილით, შუაგულში ბორდოსფერი შეფერილობით. ყვავილი დაფარულია ხოლმე არა მხოლოდ თეთრი ლაქებით, არამდე ფურცლაკებზე თან დასდევს ზოლებიც.
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
29 June 0 1 846

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно