კომპოსტი,როგორ მოვამზადოთ ეკო-სასუქი
კომპოსტი არის ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მარტივად მოსამზადებელი და სასარგებლო რამ. კომპოსტი მდიდარია აზოტით, ფოსფორით, კალიუმით და რეალურად არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კარგად მოქმედებს ნიადაგზე და ზრდის მის საკვებ ღირებულებას.
ერთი შეხედვით, შეიძლება შეგვექმნას შთაბეჭდილება, რომ კომპოსტისათვის გამოდგება ყველა ორგანული ნარჩენი, მაგრამ ასეთი მიდგომა შეცდომაა. ზოგიერთი პროდუქტის ნარჩენი დაბალ ტემპებში იხრწნება და ვერ ასწრებს სრულფასოვნად დაშლას. და თუ საკვები პროდუქტი დამუშავებული იყო ქიმიკატებით, ჰერბიციდებით და სხვა არაორგანული საშუალებებით, მაშინ სასარგებლო კომპოსტის ნაცვლად მივიღებთ შხამების ფაფას.
რა არ უნდა გამოვიყენოთ კომპოსტის მომზადებისას:
1. ისეთი მცენარის ნარჩენები, რომელიც დაავადებული იყო. დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და მიკრობები დიდ ხანს ინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას. სამწუხაროდ, ამა თუ იმ დაავადების ერთი შეხედვით დიაგნოსტირება რთულია. ამიტომ, დაავადებული მცენარეები ან არ უნდა გამოვიყენოთ, ან აკურატულად მოვაშოროთ სახიფათო ნაწილები. სულ მცირე დოზითაც კი კომპოსტში მოხვედრილი დაავადება სახიფათოა მთლიანი მასისთვის და კომპოსტი გამოუსადეგარი ხდება.
2. ქიმიკატებით დამუშავებული მცენარეების ნარჩენები. ჰერბიციდები, პესტიციდები და ა.შ. ხელს უშლიან ჯანსაღი მიკროფლორის ფორმირებას.
3. ციტრუსის ქერქი. ხელს უშლის ჯანსაღი მიკროფლორის ჩამოყალიბებას და აფრთხობს ჭიაყელებს.
4. სარეველები. იმის ნაცვლად, რომ ნიადაგის საკვები ღირებულება გაზარდონ, შესაძლებელი გაღვივდნენ და უკონტროლოდ მომრავლდნენ.
5. ისეთი მცენარეები, რომელიც შხამებს შეიცავს. შხამები ანადგურებენ მიკროორგანიზმებს. ზოგიერთი მცენარე ბუნებრივად შეიცავს მათ, ასე მაგალითად: კარტოფილი, პომიდორი, ველის შროშანი, ძაღლყურძენა და სხვა.
6. ხორცისმჭამელი ცხოველებისა და ადამიანის ფეკალიები. არის საშიშროება, რომ ფეკალიები შეიცავდეს გელმიტებს, რომელიც კომპოსტის დამჟავებისას არ დაიღუპებიან და ნიადაგში გადმოინაცვლებენ.
7. მცენარეების ნედლი ნაწილები, ფოთლები, ტოტები, ფესვები და ა.შ. მათი ხრწნისა და დაშლის ტემპი ძალიან დაბალია და აფერხებს კომპოსტის ფორმირებას.
8. ცხოველური წარმოშობის ნარჩენები. მაგალითად ძვლის, კანის ნარჩენების დაშლის პერიოდი ძალიან ხანგრძლივია. დაშლისას საკმაოდ უსიამოვნო სუნს გამოყოფს და ასეთი კომპოსტის გამოყენებას დიდად აზრიც არ აქვს.
9. საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნარჩენები. პლასტმასა, შუშა, სინთეტიკა, ცარცის ქაღალდი, ქსოვილის ნარჩენები უმჯობესია არ მოცვდეს კომპოსტში, რადგან ისინი უბრალოდ აბინძურებენ გარემოს და საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იშლებიან.
ხარისხიანი კომპოსტის მისაღებად უნდა გავითვალისწინოთ ორი ძირითადი კომპონენტი:
პირველი - ე.წ. „მწვანე“ კომპონენტები შეიცავენ აზოტს. მაგალითად ხილისა და ბოსტნეულის ნარჩენები, ბალახი, ნაკელი და სკინტლი.
მეორე - ე.წ. „ყავისფერი“ კომპონენტები შეიცავენ ნახშირბადს. ასე მაგალითად: ტოტები, ხის ქერქი, დაქუცმაცებული მერქანი, ნახერხი, ჩამოცვენილი ფოთოლი, თივა, ქაღალდი, კორდონი.
ეს კომპონენტები, თუ სწორად შევარჩიეთ (პროპორციით 1:1) შევქმნით აზოტ-ნახშირბადის ბალანს კომპოსტში.
კომპოსტის დალაგება: კომპოსტის დალაგებისათვის ყველაზე ხელსაყრელი სეზონი არის შემოდგომა. ჯერ უნდა შევარჩიოთ შესაფერისი ადგილი. კომპოსტერი უმჯობესია განთავსდეს მიწასთან ახლოს, ადამიანების, ცხოველების, ქარისა და მზის სხივებისაგან დაცულ ადგილზე. აუცილებელია, რომ წყლის საცავი, ჭა, მდინარე, ტბა თუ ა.შ. მდებარეობდეს საკმაო დაშორებით 20-50მ. კომპოსტერის კედელი დაცული უნდა იყოს გაჟონვისაგან (ჰიდრო მაიზოლირებელი მასალით, მაგალითად).
სანამ შევუდგებოდეთ კომპოსტის ფენების დალაგებას, „მწვანე“ და „ყავისფერი“ კომპონენტები საგულდაგულოდ უნდა დაქუცმაცდეს. ძირში იგება სადრენაჟე ფენა, შემდეგ ეფარება თხელი ტოტების, ან წვრილი ფიცრების ფენა. შემდეგ მორიგეობით თხელ ფენად ეფარება „მწვანე“ და „ყავისფერი“ კომპონენტები, რომელთა შორის კეთება თხელი ფენა მიწის, ან ნაკელისაგან. ფენები არ იტკეპნება, რომ მოხდეს ჰაერის თავისუფალი ცირკულაცია. ფენებად შესაძლებელია მზა ბიო დესტრუქტორების გამოყენება (მაგალითად, წყალში გაზავებული საფუარი, ჩამქრალი კირი). 5:2:20 პროპორციით, დაქუცმაცებული ბალახი და ფრინველის სკინტლი გაზავებული წყალში და რამდენიმე დღით დაძველებული, შესანიშნავი საშუალებაა კომპოსტის მოსამზადებლად.
კომპოსტის მდგომარეობა უნდა გაკონტროლდეს: ტენი უნდა გადანაწილდეს თანაბრად და განიავების პროცედურები უნდა იყოს ზომიერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპოსტი დაიწყებს ლპობას. თუ კომპოსტი გამოშრა, მაშინ საჭირო იქნება მისი დატენიანება.
კომპოსტერი (კონტეინერი) მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპოსტის დალაგების პროცედურა, არამედ იმ ნივთის შერჩევა, სადაც გაკეთდება კომპოსტი. უმთავრესი მაჩვენებელი უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, მყარი, პრაქტიკული. ზოგიერთი მებაღე ხის კონტეინერს იყენებს, თუმცა, ასეთი კონსტრუქცია კომპოსტისა და გარემოს ზემოქმედებით იწყებს ლპობას და 2-3 სეზონის შემდეგ გამოუსადეგარი ხდება. მეტალურ კომპოსტერებსაც, რომელიც ხის კონტეინერებისაგან განსხვავებით, უფრო მყარია, აქვს თავისი ნაკლი: მაგალითად, ზამთარში დაბალ ტემპერატურაზე მეტალი იმდენად სწრაფად იყინება, რომ აფერხებს კომპოსტირების პროცესს. კომპოსტერისათვის ოპტიმალურ მასალად ითვლება პოლიმერული პლასტმასა-ეს არის მყარი, სითბოს შემნახავი, ლპობისადმი მედეგი მასალა. გარემო პირობების (მზის სხივები, ნალექი, ქარი) დასაცავად, უმჯობესია კომპოსტს გადაეფაროს ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული ტენტი.
კომპოსტის მოხმარების წესი კომპოსტის მომზადებიდან 6-9 თვის შემდეგ, ბიო სასუქი იქნება მზად. მაშინ, როცა კომპოსტის მასას ექნება ერთგვაროვანი სტრუქტურა, ფხვიერი, ტენიანი, მუქი ყავისფერი, ან თითქმის შავი ფერის, მიწის სურნელით. შესაძლოა შეგვხვდეს ცალკეული დაუშლელი ელემენტები, ტოტები, ფოთლები და ა.შ. თუმცა, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს დიდი. მზა კომპოსტი სასარგებლოა ყველა კულტურისათვის და ნიადაგში შეაქვთ 15-20 კგ/კვ.მ. საგაზაფხულო ან საშემოდგომო დამუშავებისას. კომპოსტის დამატება შესაძლებელია ხეების, ბუჩქების, ჩითილების ჩასარგავ ორმოებში. მაგრამ, არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ პირველი წლის კომპოსტში ჭარბობს აზოტი, ამიტომ ზოგიერთი მცენარისათვის მისი გამოყენება სიფრთხილეს საჭიროებს.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი

12 June
0
2 235