ნიადაგის მულჩირება,სარგებელი და შეცდომები

არსებობს აგროტექნიკური ხერხი, მულჩირება, რომელიც უძველესი დროიდან არის ცნობილი. მე-17 საუკუნიდან ამ ხერხს „მიწის გადაფარვას“ უწოდებდნენ, ხოლო თანამედროვე აგრონომიაში ცნობილია, როგორც „ნიადაგის მულჩირება“, ინგლისური სიტყვიდან „mulch“. იმისათვის, რომ ნიადაგი დავიცვათ გადახურებისა და გაყინვისაგან, ცნობილია მულჩირების სამი ხერხი:
ტრადიციული მულჩირება - ეს ხერხი ნიადაგის აფხვიერებას გულისხმობს. ფხვიერი მიწა დიდ ხანს ინახავს ტენს წვიმების, ან მორწყვის შემდგომ. ხოლო გვალვის დროს ამცირებს წყლის აორთქლებას. აუმჯობესებს მიწის ქვედა ფენებში ჟანგბადის მიწოდების პროცესს. მაგრამ, ხშირი აფხვიერება რეკომენდირებული არაა, რადგან ასე ირღვევა ნიადაგის სტრუქტურა, რაც ცუდად მოქმედებს მის მოსავლიანობაზე.
ორგანული მულჩირება-ნიადაგის დაფარვა ორგანული მასალით, რომელიც გარკვეული აგროტექნიკური სამუშაოების შემდეგ რჩება. ყველაზე უკეთესს მულჩად საბაღე კულტურებისათვის ითვლება ბუნებრივი მულჩა, ასე მაგალითად: თივა, ნახერხი, ტორფი, ხის ნაფოტი, ფოთოლი, ნეშომპალა, გირჩი, წიწვი, კომპოსტი, მზესუმზირა, სელი და ა.შ. ორგანულ მულჩირებას აქვს თავისი როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარე:
დადებითი გავლენა გამოიხატება ნიადაგის სასარგებლო თვისებების სტაბილურობის შენარჩუნებაში-მულჩირება იცავს გადახურებისაგან (ზაფხულში) და გაყინვისაგან (ზამთარში). ასევე, 5-7სმ მულჩის ფენა ხელს უშლის სარეველა ბალახის აღმოცენებას და განვითარებას. თუ მრავალწლიანმა სარეველა ბალახმა მაინც იჩინა თავი, მაშინ შესაძლებელია მისი გადაკრეჭვა ძირში, ან სასურველ დონეზე, ისე, რომ  კულტურული მცენარე დავიცვათ პირდაპირი მზის სხივების გავლენისაგან. მთავარია, რომ არ დავუშვათ ბალახის ყვავილობა და თესლის მომწიფება, ასე მომდევნო წელს სარეველა მნიშვნელოვნად შემცირდება.
დროთა განმავლობაში მულჩის ფენა იწყებს დაშლას, ხრწნას და თანდათან ნიადაგის გამდიდრებას სასარგებლო მიკროელემენტებითა და ორგანიზმებით. დამჯდარი მულჩის ქვეშ ნიადაგი უფრო კარგად ინარჩუნებს ტენიანობას, არ ნიავდება ქარის მიერ და არ იფიტება. იქიდან გამომდინარე, თუ რა თვისებები გვინდა მივანიჭოთ ნიადაგს, შეგვიძლია შევარჩიოთ მულჩა. წიწვები გაზრდიან ნიადაგის მჟავიანობას, მაშინ, როცა თივისა და ნახერხის გამოყენებით გრუნტი უფრო ნეიტრალურ და ტუტე რეაქციას იძენს.
არასწორად გამოყენებულმა მულჩამ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს. მულჩის დიდი ფენა კარგ საფარად და გამრავლების გარემოდ იქცევა მავნებელი მწერებისა და ბაქტერიულ-სოკოვანი ინფექციებისათვის. მსხვილი ფრაქციის მულჩა მღრღნელებისა და მავნე მწერებისათვის კარგ თავშესაფარს წარმოადგენს. ამიტომ მულჩას აკურატული და გააზრებული შერჩევა სჭირდება.
არაორგანული მულჩირება-ნიადაგის გადაფარვა ქარხნულად დამუშავებული, ან სამთო-დაქუცმაცებული ნედლეულით. მულჩის სახით გამოიყენება ქვიშა, წვრილი ქვა, კერამზიტი, ღორღი, აგურის ნატეხი და ა.შ. ასევე ბოლო პერიოდში ფართო გამოყენება პოვა პოლიმერულმა ნოხმა(ლენტამ), აგრობოჭკომ და მსგავსმა მასალებმა, რომლის ძირითადი დანიშნულება კულტურული მცენარეების მოვლის ხერხების დახვეწაა, განსაკუთრებით მოსავლის სუფთა სახით აღების მიზნებისათვის.
არაორგანული მულჩირებაც იგივე როლს ასრულებს-ნიადაგის დაცვა გადახურებისაგან, გაყინვისა და სარეველებისაგან. თუმცა, მნიშვნელოვანია ზომიერი და გააზრებული გამოყენება, რადგან არაორგანული მულჩირება ნიადაგის სტრუქტურას ვერ აუმჯობესენს და არ ამაღლებს მის საკვებ ღირებულებას. ხანგძლივი დროის მანძილზე ნიადაგი პირიქით იფიტება.
მულჩირების წესები მულჩრებას ახდენენ წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე. მულჩირების წინ ნიადაგი საგანგებოდ უნდა მომზადდეს:
-იწმინდება ფოთლების, ტოტებისა და სარეველებისაგან;
-მუშავდება სასუქით;
-მუშავდება დაბარვის საშუალებით, ან მარტივი ზედაპირული გაფხვიერებით;
-მშრალი ნიადაგი კარგად ირწყვება და იწრიტება;
-დაჩრდილული აგილები მულჩით იფარება უფრო თხელ ფენად, ვირე მზიან ადგილებზე;
-მულჩა არ იტკეპნება;
ამასთან, მცენარეების ძირებთან სასურველია დარჩეს სუფთა სივრცე, ფესვებისათვის ჰაერის კარგი ცირკულაციის შექმნის მიზნით.
შემოდგომის მულჩირებას მოსავლის აღების ან დაყვავილებისა და გასხვლის შემდეგ ახდენენ. გაზაფხულზე ძველი მულჩა ან იხსნება(განსაკუთრებით, თუ მულჩა არაორგანული წარმოშობისაა), ან იბარება და ჩაბრუნდება ნიადაგში. საგაზაფხულო მულჩირება სასურველია განხორცილედეს მაშინ, როცა უკვე ნიადაგი გამთბარია. მულჩირების ინტენსიობა და სარეველების გავრცელების კონტროლი დროთა განმავლობაში სრულიად ათავისუფლებს ნიადაგს მავნე ბალახ-ბულახისაგან.
მულჩირებისას დაშვებული შეცდომები მცენარის ვეგეტაციის ფაზაში და განსაკუთრებით თუ ნიადაგი სველია, უმჯობესია მულჩირება გადაიდოს. რადგან სველი ნიადაგი ხელს უწყობს მავნე ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების გავრცელებას.  არც მულჩის სქელი ფენის დაფარებაა სასურველი, რადგან ამდაგვარად მიწას, და შესაბამისად ფესვთა სისტემას არ მიეწოდება საკმარისი ჟანგბადი. ქარიან უბნებზე ორგანული მულჩირება, განსაკუთრების მსუბუქი მასალით, ტყუილი დროისა და რესურსის ხარჯვაა. უკვე დაფარებული მიწის ზედაპირიდან სასურველია მულჩის ძველი ფენა მოიხსნას, განსაკუთრებით თუ არ მოხდა მისი ნიადაგში ჩაბარვა ანდა მულჩის ფენა გასქელდა.
ჩვენი ჯგუფიf acebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
05 June 0 433

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно