ფოთლების დახვევისა და დაავადების მიზეზები

ფოთლების დახვევისა და დაავადების მიზეზები განვითარების ყველა სტადიაზე, და განსაკუთრებით აქტიური ვეგეტაცის პერიოდში, მცენარე უამრავ პრობლემას აწყდება. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა, რომელიც განსაკუთრებით მცენარის ახალგაზრდა ფოთლებს ახასიათებთ,  არის მათი დახვევა.
ფოთლის დახვევა არის ნორმიდან გადახვევა, რაც ფოთლის, და თავად მცენარის არასწორ განვითარებაზეც მიუთითებს. ანუ, როდესაც ძარვებისა და ფოთლის ფირფიტის განვითარების  ტემპები აცდენილია ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში ფოთოლი „დაჭმუჭნულია“, დახვეულია სხვა და სხვა მიმართულებით და ასიმეტრიულად. არ არის გამორიცხული, რომ ფოთლის ასეთი დაჭმუჭვნა დროებითი მოვლენა აღმოჩნდეს და შემდგომში ფოთოლი თავად „გასწორდეს“. მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში ასეთი მდგომარეობა პრობლემის მიმანიშნებელია, დარღვეულია მცენარის მოვლის პირობები, მორწყვა, კვება, ან მცენარე დაავადებულია.
გრუნტი და სასუქი ახალგაზრდა მცენარეს უყვარს მსუბუქი, ფხვიერი გრუნტი, რაც ფესვებს საკმარისი რაოდენობით  ჟანგბადით უზრუნველყოფს. მძიმე და მკვრივი გრუნტის შემთხვევაში, ან როდესაც სუბსტრატი დათკეპნილია, მცენარის ჯერ ისევ სუსტი ფესვთა სისტემა ვერ ახერხებს საკვების ათვისებას, რაზეც შემდგმში რეაგირებენ უკვე ფოთლები და კარგავენ ფორმას. ამ პრობლემის თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესია თავიდანვე შევარჩიოთ სწორი გრუნტი, და ზომიერად გავურიოთ გამაფხვიერებლები, პერლიტი, ვერმიკულიტი ან მსხვილი ფრაქციის ქვიშა. გამოუცდელობის და გამო, სიტუაციის გამოსწორების მიზნით დამატებით იყენებენ სასუქებს, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს პრობლემას, რადგან ხდება მძიმე გრუნტის მაკრო ან მიკროელემენტებით გაჯერება, კონცენტრაციის აწევა, რასაც კიდევ უფრო ვეღარ ითვისებს უჟანგბადობით მოხუთული ფესვთა სისტემა. და თუ ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს რომელიმე ელემენტის უკმარისობასთან, მეორე შემთხვევაში იქნება გადაჭარბება, რაც არღვევს გრუნტში ბიოლოგიურ ბალანს და საფრთხეს უქმნის მცენარეს.
მოვლის პირობები როგორც წესი, საქმე გვაქვს ხოლმე მოვლის პირობების არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპონენტის დარღვევასთან, არამედ ნორმიდან კომპლექსურ გადახრასთან. ასე მაგალითად:
-არასწორად შერჩეული გრუნტი + სუბსტრატის ზედმეტი დატენიანება,
-გრუნტის გამოშრობა + სინათლის სიჭარბე,
-ზედმეტი მორწყვა + დაბალი ტემპერატურა და ა.შ.
არსებობს კიდევ უფრო რთული კომბინაციებიც. ამიტომ, უმჯობესია მივდიოთ უნივერსალურ წესს ახალგაზრდა მცენარეების/ჩითილების მოვლისას:
გრუნტი უნდა იყოს ოდნავ ტენიანი;
ტემპერატურა +18°-25° დიაპაზონში;
ზომიერი, კარგი, მაგრამ გაფანტული განათება (გამოირიცხოს პირდაპირი მზე);
ჰაერის ზომიერი აერაცია (გამოირიცხოს ხანმოკლე ორპირიც კი).
გრუნტის ზედმეტი დატენიანების შემთხვევაში მცენარის ფოთლები იხვევა მაღლა, ხოლო, როდესაც მცენარეს აკლია მორწყვა, ფოთლების კიდეები დაბლა, შიგნით იხვევა.
მავნებლები მავნებლების გამო ფოთლის ფირფიტის დეფორმაცია ალბათ ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემაა. მაგრამ, ვიდრე დავამუშვებდეთ მცენარებს ქიმიით, ჯერ უნდა მოვახდინოთ მავნებლის იდენტიფიცირება, რომელია: ტრიფსი, ფრთათეთრა, ბუგრი, ტკიპა თუ ა.შ. მავნებლის ტიპზეა დამოკიდებული, თუ მასთან ბრძოლის რომელი საშუალება უნდა ავირჩიოთ. მწერები და ტკიპები იკვებებიან რა ქორფა ფოთლის ნექტარით, ზრდიან მთლიანად მცენარის დაავადების რისკს. აუცილებელია საგულდაგულო რევიზია, განსაკუთრებით ფოთლის უკანა მხარის. ფოთლებზე წვრილი აბლაბუდის, ნაჭდევების, ხაზების და წყლულების გაჩენა მავნებლის ნამოღვაწარის აშკარა ნიშანია.
მწერებთან და ტკიპებტან საბრძოლველად სხვა და სხვა ბიოლოგიური და ქიმიური საშულება, ინსექციდი, აკარიციდი, ინსექტოაკარიციდი გამოიყენება. დასამუშავებელი იქნება არა მხოლოდ თავად მცენარე, არამედ გრუნტიც. რითია მწერი და ტკიპა საბოლოო ჯამში საშიში? ისინი აზიანებენ რა ფოთლის ზედაპირს, შედეგად ფოტოლი იხვევა, ასუსტებენ მცენარეში ბიოლოგიურ პროცესებს, ფოტოსინთეზს, რაც საკმაოდ საშიში შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს.
ფოთლის დაავადებები ფოთოლი შეიძლება „დაიჭმუჭნოს“ დაავადების გამოც. ბაქტერიოზი, ფუზარიოზი, ნაცარა, ლპობა, ნებისმიერი ეს დაავადება შეიძლება დაემართოს მცენარეს ან პარაზიტი სოკოების ან ბაქტერიების ზემოქმედების შედეგად. თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, დაგვიანებული მკურნალობა ვეღარ იძლევა შედეგს, მცენარე მნიშვნელოვნად ჩამორჩება განვითარებაში. მკურნალობისათვის გამოიყენება ფუნგიციდები და გრუნტის/ქოთნის მადეზინფიცირებელი საშუალებები. რაც უფრ მალე აღმოვაჩენთ დაავადებების ნიშნებს და დროულად ვუმკურნალებთ მცენარეს, მით უფრო მეტია მცენარის საბოლოო გამოჯანმრთელების შესაძლებლობა.
პროფილაქტიკა ახალგაზრდა მცენარეებისათვის პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე შემდეგ დაავადებული მცენარის მკურნალობა. ამიტომ, უნდა დამუშავდეს როგორც ჭურჭელი, ასევე გრუნტი, დათესვის წინ სათესლე მასალა და დაკალმების შემთხევაში აჭრილი მცენარე. დაავადების ნებისმიერი ნიშანი ფოთლებსა და ღეროზე  დროულად მოითხოვს რეაგიებას. თუ, მაგალითად, გვენანება დაავადებული მცენარის გადანდურება, მაშინ აზრს მოკლებული არაა მისი ცალკე განთავსება, რომ არ მოხდეს დაავადების გავრცელება.
ფოთლების დახვევის სხვა და სხვა მრავალი მიზეზი არსებობს. ყოველი კონკრეტული შემთხვევის განხილვისას ვმოქმედებთ გამორიცხვის მეთოდით. სწორად გაკეთებული ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე დროულად ვღებულობთ შესაბამის ზომებს, სამწუხაროდ, თუნდაც რომ ეს იყოს მცენარის მთლიანად განადგურებაც კი.
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი  
05 June 0 336

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно