კალინა ბულდენეჟი (დეკორატიული ძახველი, Viburnum Buldenezh) 

ამ მცენარეს ბევრი დასახელება აქვს-კალინა, თოვლის გუნდა, ფიფქი, თოვლის ბურთი. მაგრამ, თუ კი მის ბოტანიკურ სახელს მივმართავთ, მაშინ მოგვიწევს ფრანგული ენის გახსენება - დეკორატიული ძახველი „ბულ დე ნეჟ“ (თარგმანში-თოვლის გუნდა, Viburnum Buldenezh).
ხშირად კალინა ბულდენეჟი თეთრ ჰორტენზიაში ერევათ. ერთი შეხედვით ეს მცენარეები წააგავენ ერთმანეთს, თუმცა ბუჩქის ფორმა, ფოთლისა და თავად ყვავილის სტრუქტურა განსხვავებულია. კალინას დიდი, 7-15სმ-მდე დიმეტრის თეთრი(ოდნავ მომწვანო, ან მოვარდისფრო) ყვავილედი აქვს. ბუჩქი ყვავილობისას საოცარი სანახავია, ტოტების ბოლოები გადაპენტილია თეთრი ბურთებით. ფოთლები დიდი და დაკბილული, ხასხასა მწვანე ფერის აქვს, ისე რომ, როცა კალინა არ ყვავის, მცენარე არ კარგავს თავის დეკორატიულობას. შემოდგომაზე, ფოთოლცვენის წინ, ფოთლები მოწითალო ელფერს იძენენ და ამ სეზონზეც მცენარე მომხიბვლელია.
ბულდენეჟი მიიჩნევა სტერილურ მცენარედ, მის ყვავილებს არ აქვს არც არომატი და არც დამტვერვის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცენარე ჩვეულებრივი ძახველის ნაირსახეობაა, მას ნაყოფი არ გააჩნია, ანუ, შემოდგომა-ზამრის სეზონზე წითელ კენკრას ბულდენეჟზე ვერ ვნახავთ.
კალინა ბულდენეჟი ნამდვილი ევროპელი (იგივე Viburnum opulus/‘Roseum’), სელექციონერის შემოქმედების ან ბუნებრივი სელექციის  ნაყოფია (ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა), რომელიც ცნობილი გახდა ლამის ეკატერინე II პერიოდში.
მცენარე სიმაღლეში 3მ-მდე იზრდება, ყვავის უხვად, ლამის მთელი თვის მანძილზე. კალინას უყვარს მზე, უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია მისი ნახევრადჩრდილში დარგვა.
გრუნტი. მცენარე ირგვება ან გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე. გადარგვამდე საჭირო იქნება გრუნტის საგანგებოდ მომზადება. ჩასარგავი ორმო 2-ჯერ დიდი უნდა ოყოს ნერგის ფესვთა სისტემაზე. ორმოს ძირში კეთდება სქელი სადრენაჟე შრე და ივსება ნაყოფიერი მიწით. საბოლოო ჯამში მიწა უნდა იყოს ფხვიერი, ნაყოფიერი, ჰაერგამტარი, სუსტად მჟავე ან ნეირტალური რეაქციის.
მორწყვა. კალინას მოსწონს ტენიანი გარემო, მისთვის ხელსაყრელი იქნება ადგილი წყალსატევთან ახლოს. მცენარე გრუნტის ზედმეტ სისველეს უფრო მარტივად იტანს, ვიდრე სიმშრალესა და გვალვას. მშრალი ნიადაგისა და ზაფხულის პირობებში საჭირო იქნება კალინას ხშირი მორწყვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოვახერხებთ მისი სრულფასოვანი ყვავილობის ნახვას.
კვება. კალინას სჭირდება კვება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულზე, კოკრების გაჩენამდე და შემოდგომაზე-ფოთოლცვენის წინ. კარგად რეაგირებს ორგანულ სასუქებზე, თუმცა რეკომენდირებულია მათი ზომიერი გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე დაიცვენს ფოთლებს. გამოიყენება ყვავილობისათვის, ან დეკორატიული მცენარებისათვის განკუთვნილი მინერალური სასუქი. თუ გრუნტი ნაყოფიერია, მაშინ კალინას კვებას იწყებენ მეორე  სეზონიდან.
დაავადებები. ისეთი დაავადებების პროფილაქტიკისათვის, როგორიცაა ფქვილისებური ნადები, ფოთლის სიჭრელე, სიდამპლე, მცენარე მუშავდება როგორც ხალხური (თამბაქოს, ნივრის ან ხახვის ნაყენით), ასევე ქიმიური საშუალებებით. თუ მცენარე დაავადდა, მაშინ უმჯობესია მოვმართოთ პირდაპირ ქიმიურ პრეპარატებს.
მავნებლები. ბულდონეჟი ვერ გამოირჩევა მავნებლების წინააღმდეგ მედეგობით. ამიტიმ საჭირო იქნება პროფილაქტიკური დამუშვება ინსექციდებითა და აკარიციდებით, განსაკუთრებით გაზაფხულზე. კალინას ეხვევა ბუგრი, ფარიანა და ფოთლისმჭამელა ხოჭო. ხოჭოს წინააღმდეგ ბრძოლისათვის მცენარის გარშემო მუშავდება გრუნტი გადამწვარი ნაცრით.
გამრავლება. კალინას გამრავლების ყველაზე მარტივი და აპრობირებული ხერხია დაკალმება. ივნისის თვეში უნდა აიჭრას წინა წლის 7-8 სმ სიგრძის ტოტები, რომელიც ირგვება პირდაპირ ნაყოფიერ გრუნტში 2-3სმ-ზე. სასურველია კალმების დარგვამდე დამაფესვიანებელი სტიმულატორით დამუშავება. კარგი იქნება კალმის დასათბურება.
გაზაფხულზე შესაძლებელია მცენარის ტოტების გადაწიდვნით გამრავლება. ტოტი მიწაზე მაგრდება და გრუნტი იტკეპნება. მთელის წლის მანძილზე ტოტი უნდა დაფესვიანდეს, ისე, რომ შემოდგომაზე შესაძლებელი გახდება ტოტის ძირითადი ბუჩქიდან მოცილება.
გაზაფხულზე, თუ ამის საშუალებას გვაძევს თავად ბუჩქი, შეიძლება მისი დაყოფა და ასე გამრავლება.
თელით კალინა ბუდენეჟი არ მრავლდება.

გასხვლა. ჩვეულებრივი ძახველისაგან განსხვავებით ბულდენეჟი არც თუ ისე სიცივის მოყვარულია. ყინვების პირობებში შესაძლებელია ბუჩქი დაიჩაგროს, მაგრამ მალევე მოყოჩაღდეს. საჭირო იქნება გაფუჭებული ტოტების მოცილება. ხანგრძლივი დაბალი ტემპერატურისაგან დასაცავად შესაძლებელია გრუნტის მულჩირება და აუცილებლობის შემთხვევაში ბუჩქის შეფუთვა, განსაკუთრებით, როცა მცენარე ახალგაზრდაა.
იმისათვის, რომ ბუჩქი ფუშფუშა და სიმეტრიული იყოს, საჭირო იქნება მისი გასხვლა. ძირებს ჭრიან გრუნტის ზედაპირიდან 15-20სმ-ზე. მცენარეს ჭრიან არა გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე, არამედ ივნის-ივლისის თვეებში, წინააღმდეგ შემთვევაში არ გვექნება უხვი ყვავილობა. ასევე რეკომენდირებულია ივლის-აგვისტოს თვეებში ახალგაზრდა ყლოტრების(რომელიც გაზაფხულზე ამოიზარდა) შეკრეჭვა, ისევ და ისევ უხვი ყვავილობისათვის. საქმე იმაშია, რომ ყვავილების კოკრები ბულდენეჟს უფორმირდება წინა წლის ტოტებზე, ამიტომ მათი ხელის ხლება არ შეიძლება(!). საბოლოო ჯამში, სასურველია მცენარეზე დარჩეს 8 ჯანსაღ ღერომდე. ბულდენეჟის ბუჩქი ადვილად ექვემდებარება ფორმირებას, შეგვიძლია მივცეთ ნებისმიერი ფორმა.
შესაძლო პრობლემები
ბუჩკი არ ყვავის. ასეთი პრობლემა დგება მაშინ, თუ მცენარე არასწორად გაისხლა. ანალოგიურად რეაგირებს მცენარე ვარჯის უკონტროლო გაზრდაზე, ანუ, როცა საერთოს არ ხდება კალინას გასვლა.
ფოთლების გაყვითლება. მცენარის ასეთი რეაქცია გამოწვეულია როგორც წესი, არასწორი მორწყვით.

თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
01 June 0 1 403

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно