ქარვის მჟავა ჩითილებისა და ნერგებისათვის

ქარვის მჟავის სარგებელზე საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია არსებობს. ქარვის მჟავისაგან დამზადებული ხსნარი მოიხმარება, როგორც ზრდასრული მცენარეებისათვის, ასევე ჩითილების, ნერგებისა და თესლის დამუშავებისათვის. სწორედ ახალგაზრდა მცენარეებისათვის არის ამ საშუალების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მჟავა ამაღლებს ჩითილისა და ნერგის სტრესისადმი მედეგობას, განვითარების ტემპებს, მიკრო და მაკროელემენტების ათვისების უნარს.  
ქარვის მჟავა სუსტი მჟავების კატეგორიას მიეკუთვნება, ამიტომ გრუნტში მოხვედრისას ნიადაგის სტრუქტურას უმნიშვნელოდ ცვლის და მალევე იშლება. უნდა გვახსოვდეს, რომ ქარვის მჟავა წარმოადგენს სტიმულატორს, ამიტომ მისი ცალკე გამოყენება იმდენად ეფექტური არაა, როგორც სასუქებთან კომბინაციაში.
ქავის მჟავის შეძენა შესაძლებელია ორი ფორმით: აბები ან კრისტალიზირებული ფხვნილი. აბებს გააჩნია ის უპირატესობა, რომ შეიძლება მათი ყიდვა აფთიაქშიც და გამოშვება ხდება ფიქსირებული მასით - 0.25გ ან, 0,5გ. აბში თავად მჟავის შემადგენლობა მცირეა, ანუ თითო-0,5გ  აბში შედის 0,1გ მჟავა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, 1გ მჟავის მისაღებად საჭიროა 10(ათი) 0,5გ აბი. ხოლო, ფხვნილი უფრო მცირე რაოდენობით დაგვჭირდება, რადგან უფრო კონცენტრირებული ნივთიერებაა. იმისათვის, რომ გავიგოთ ქარვის მჟავის რომელი კონცენტრაციის გამოყენება არის მიზანშეწონილი, უნდა გავმიჯნოთ გამოყენების ტიპები.
ფესვიდან კვება (მორწყვა) იქედან გამომდინარე, თუ რა შედეგი გვინდა მივიღოთ, მჟავის  წყალში გაზავება ხდება სსვა და სხვა კონცენტრაციით:
-რიგითი მორწყვების დროს - საჭიროა 0,01% ხსნარი (0,1 გრამი ფხვნილი, ან ერთი 0,5გ აბი 1 ლიტრ წყალზე);
-პერიოდული კვებისათვის - 0,1% ხსნარი (1 გრამი ფხვნილი, ან 10 აბი 0,5გ 1 ლიტრ წყალზე);
-დაზიანებული მცენარეების გამოჯანსაღება - 0,2 % ხსნარი (2 გრამი ფხვნილი, ან 20 აბი 0,5გ 1 ლიტრ წყალზე);
-გადარგვის წინ - 0,2 % ხსნარი.
ჩითილებისა და ნერგების მორწყვა ხდება უკვე დატენიანებულ გრუნტზე, დილას ან საღამოს.
მიუხედავად მთელი რიგი დადებითი თვისებებისა, ქარვის მჟავის გამოყენებას მაინც ფრთხილად უნდა მოვეპყროთ. საშუალოდ, ვიდრე ჩითილებს გადავიტანდეთ ღია გრუნტში, 2-3 ჯერ მორწყვა საკმარისია. ხოლო, ბოლო მორწყვა უმჯობესია განვახორციელოთ გადარგვამდე 2-3 დღით ადრე. პიკირების შემთხვევაში მორწყვა ხდება 1-2 დღის შემდეგ.
ფოთლიდან კვება (დანამვა) მორწყვასთან ერთად კარგი იქნება დავიწყოთ მცენარეების ფოთლიდან კვება. ეს სასარგებლოა და მოსარწყავი ხსნარის კონცენტრაციის დარღვევაც არ იძლევა ნეგატიურ ეფექტს. ქარვის მჟავის ხსნარით ჩითილების ფოთლების დანამვა შესაძლებელია 4-5 ნამდვილი ფოთლის გამოტანის შემდეგ. ასეთი მცენარე უკვე სრულფასოვნად ახერხებს საკვები მასალის შეთვისებას და მალევე აჩვენებს ეფექტს.
ფოთლების კვებისათვის საკმარისია 1-2 აბის დაფხვნა, 1 ლიტრ წყალში გაზავება და პულივიზატორიდან დანამვა. ფოთლიდან კვება განსაკუთრებით ეფექტურია როცა:
-საჭიროა დაზიანებული ჩითილების ან ნერგების რეანიმაცია;
-ჩითილებისა და ნერგების გადარგვამდე და გადარგვის შემდეგ;
-ყვავილობამდე და ყვავილობის შემდგომ ერთჯერადად 0,02-0,03% ნაზავით.
მჟავის წყალში გაზავება არ წარმოადგენს რთულ პროცედურას. თავიდან სასურველია ავიღოთ მცირე რაოდენობის (1 ჭიქა) თბილი წყალი, აბები დავფხვნათ და ჯერ ასე გავაზაოთ. როცა ფხვნილი კარგად დაიშლება, სხნარი ავურიოთ სასურველ რაოდენობა წყალში. მომზადებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია 3-5 დღის მანძილზე გრილ გარემოში.
ჩვენი გუნდი facebook_ზე სემოგვიერთდით ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
იხილეთ სტატიები ქარვის მჟავის გამოყენების შესახებ:
27 May 0 1 429

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно