დრაცენა,როგორ გადავარჩინოთ მცენარე

მიუხედავად იმისა, რომ დრაცენა არ ითვლება პრეტენზიულ მცენარედ, მოვლის პირობების დარღვევისას დაშვებულ შეცდომებზე ფოთლების გაყვითლებით, ფორმის დაკარგვითა და დეფორმირებით რეაგირებს. თუ დროულად არ მოვახდინეთ საჭირო ქმედება, მცენარე შეიძლება დაიღუპოს. ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება გადასარჩენად გრუნტის შეცვლა ან/და მცენარის გადარგვაა.
დრაცენას მოვლისას დაშვებული შეცდომები პატარა ქოთანი: თუ დრაცენა დიდი ხნის მანძილზე იმყოფება ერთი და იმავე ქოთანში და არ ეცვლება გრუნტი, მაშინ მიწა თანდათან იფიტება და კარგავს საკვებ ღირებულებას. შესაძლებელია, რომ იმდენად გაეზარდა დრაცენას ფესვთა სისტემა, რომ დაიკავა ჭურჭლის მთელი სივრცე და ზედაპირზეც დაიწყო გამოსვლა. ყველა ეს ნიშანი მეტყველებს იმაზე, რომ ქოთანი უკვე პატარაა და მცენარე განიცდის სიმჭიდროვესა და შიმშილს.
ზედმეტი ტენი: მორწყვისას დაშვებულ შეცდომებზე დრაცენა ფოთლების გაყვითლებითა და დარბილებით უპასუხებს. ასეთი ნიშნების გამოჩენისას მცენარე სასწრაფოდ უნდა გადაირგას ახალ გრუნტში.
გრუნტის გამოშრობა: დიდი ხნით ტენის უკმარისობის შემთხვევაში დრაცენა ისევ და ისევ რეაგირებს ფოთლების სტრუქტურის ცვლიებით: ფოთლები რბილდება, უშავდება კიდეები, ხმება. საქმე იმაშია, რომ დრაცენა კარგავს ე.წ. ტურგორს, ჯერ დუნდება და მერე იღუპება.
მავნებლები: მავნებლების შემჩნევა არც თუ ისე რთულია, ასე მაგალითად, ფრთათეთრა, ფქვილისებური ფარიანა, ტკიპა. თუ მცენარეზე დასახლდნენ მავნებლები, ამ შემთხვევაშიც დრაცენა საჭიროებს გადარგვას. ამასთან მცენარე უნდა დამუშავდეს შესაბამისი ქიმიური საშუალებებით: აკარიციდებით, ინსექციდებით. ხოლო გრუნტი მთლიანად იცვლება.
დრაცენას გადარგვა გარდა ქიმიური დამუშავებისა, მცენარე შეძენის შემდეგ აუცილებლად საჭიროებს გადარგვას. რადგან, ქოთანი, რომელშიც მცენარეა დარგული პატარაა,  გრუნტი არც თუ ისე კარგი და გაჟღენთილი პრეპარატებით. ამიტომ ახალი მცენარე კარანტინის გავლის შემდეგ უნდა გადაირგას.
ქოთანი, რომელშიც უნდა დაბინავდეს მცენარე არ უნდა იყოს ღრმა, მაგრამ სასურველია ქონდეს ფართო ზედაპირი (5-6სმ-ით მეტი დიამეტრში არსებულ ქოთანთან შედარებით). შესაძლებელია სხვა და სხვა მასალისაგან დამზადებული ჭურჭლის გამოყენება: პლასტმასი, თიხა, კერამიკა. ქოთანს უნდა ქონდეს ერთი სადრენაჟე ნასვრეტი მაინც, რომ ზედმეტი ტენი გამოიდევნოს გრუნტიდან.
მცენარის გადარგვისას სასურველია დავიცვათ შემდეგი ნაბიჯები:
ამოიღეთ მცენარე ქოთნიდან და კარგად დაათვალიერეთ ფესვთა სისტემა. თუ პრობლემები არ ჩანს, მაშინ საკმარისია ახალ ჭურჭელში მიწიანად გადატანა და დარჩენილი სიცარიელის ახალი გრუნტით შევსება. თუ შევამჩნევთ ან ობს ან ლპობას ფესვებზე, ძველი გრუნტი უნდა მოშორდეს, დაზიანებული ფესვები მოეჭრას სტერილური მაკრატლით და დამუშავდეს სუსტი კონცენტრაციის ფუნგიციდით-საკმარისია რამოდენიმე წუთით (5-10წთ) ჩაიძიროს ფესვები.  
ქოთანში უნდა იყოს სადრენაჟე ფენა. სადრენაჟე მასალად გამოდგება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალება: კერამზიტი, აგურის ნამსხვრევები და ა.შ. დაფარეთ ქოთნის 1/3. სუსბტრატად გამოდგება ნეიტრალური, ან სუსტად მჟავე რეაქციის მქონე მიწის ნაზავი. შესაძლებელია უნივერსალური ან დრაცენების და პალმებისათვის განკუთვნილი ნაზავის გამოყენება, რომელიც შეიძლება გაზავდეს მცირე რაოდენობის გამაფხვიერებლებით (პერლიტი, ვერმიკულტი და.ა.შ.).
ფრთხილად მოათავსეთ მცენარე ქოთნის ცენტრში. ძირი არ უნდა ჩაიძიროს გრუნტში, დარგვისას დავიჭიროთ იგივე სიმაღლე. შეავსეთ სიცარიელე გრუნტით და ოდნავ დატკეპნეთ მიწა. იმისათვის, რომ მცენარე ადვილად ადაპტირდეს ახალ გარემოსთან, გადარგვის შემდეგ უმჯობესია მოირწყას რომელიმე სტიმულატორით.
თუ მორწყვის შემდეგ გრუნტი „დაჯდა“, დაამატეთ სუბსტრატი, მაგრამ ფესვის ყელი არ ჩაძიროთ მიწაში.
დრაცენას მოვლა გადარგვის შემდეგ: გადარგვის შემდგომი პერიოდი კრიტიკულია მცენარისათვის. ამიტომ, მოგვიწევს განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, რომ ადვილად და რაც შეიძლება მოკლე დროში შეეგუოს ახალ გარემოს. მცენარე უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს და დაიდგას ოთახის სიღრმეში, ოღონდ საკმარისი სინათლის პირობებში. მოვარიდოთ მცენარე ორპირსა და გამათბობლებს. ტემპერატურა დავიჭიროთ +23° - +25° დიაპაზონში. იმისათვის, რომ არ მოხდეს მცენარის გამოშრობა, უმჯობესია შევასხუროთ წყალი დღეში ერთხელ მაინც, ან დავდგათ ჰაერის დამატენიანებელი.  დატენიანებისათვის არ გამოდგება უხვი მორწყვა. გრუნტი ყოველთვის უნდა იყოს ტენიანი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სველი.
გადარგვის შემდეგ დრაცენას არ ესაჭიროება კვება. ახალი გრუნტი ადვილად უზრუნველყოფს მცენარეს აუცილებელი მიკროელემენტებით. საკმარისი იქნება მიწის ზედაპირის აფუება, რომ გაუმჯობესდეს ჟანგბადის მიწოდება ფესვებისათვის.
როგორც კი მცენარე გამოიტანს ახალ ფოთოლს, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გადარგვის პროცესი წარმატებით დასრულდა, მცენარემ შეძლო ფესვების გამყარება და გადარჩენა.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები 
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
იხილეთ სტატიები დრაცენას შესახებ. https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/716-dracenas-daavadebebi-da-mavneblebi.html
27 May 0 188

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно