იოდი-ჯადოსნური ნივთიერება პელარგონიებისთვის

პელარგონია მებაღეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ყვავილია. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და იაფი ყვავილია, რადგან ყვავის გვიან შემოდგომამდე. ადვილია მისი მოვლაც. ყვავილობისას, პელარგონია დიდებული ყვავილებით იპენტება.
პელარგონია ნელა იზრდება და დაავადებებისადმია მიდრეკილი, თუკი საკმარისი რაოდენობის იოდი არ აქვს. მცენარეებში იოდი არეგულირებს წყლის დინებას და ჟანგბადის მიმოცვლას. იოდი მცენარეს უფრო გამძლეს ხდის. ახანგრძლივებს მცენარის ყვავილობას. იოდი შეგიძლიათ გამოიყენოთ იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი მცენარე არ ყვავის.
გარდა იმისა, რომ იოდის წყალხსნარი სწრაფად აუმჯობესებს მცენარის იერსახეს, ეხმარება აზოტის ათვისებაშიც; შესაბამისად, მცენარე რეზისტენტული ხდება სხვადასხვა დაავადებებისადმი.
მცენარეს ხშირად უჩნდება სოკო. სოკოვანი პარაზიტები კი ნიადაგში ბუდობენ. იოდის სასუქი ნიადაგს ადეზინფიცირებს და ახდენს სხვა დაავადებებით დაბინძურების პრევენციასაც.
სასუქის მომზადებისას მნიშვნელოვანია დავიცვათ პროპორციები და მორწყვის პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარეს შეიძლება ფესვები დაეწვას.
დაგჭირდებათ სუფთა წყალი და სამედიცინო იოდი. ერთ ლიტრ წყალს შეურიეთ ერთი წვეთი იოდი. პელარგონია ჯერ ჩვეულებრივი წყლით მორწყეთ, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი წინასწარ მომზადებული იოდიანი წყალხსნარიდან აიღეთ 50 მილიგრამი და ფრთხილად დაასხით ქოთანს კიდეებზე. ანუ, თითოეულ ქოთანზე დაგჭირდებათ 50 მილიგრამი ასეთი ხსნარი. პროცედურა შეგიძლიათ თვეში ორჯერ გაიმეოროთ. გახსოვდეთ, ზედმეტმა იოდმა შეიძლება მცენარეს ფესვები დაუზიანოს და გაახმოს.
გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ მცენარეს ხსნარი ფოთლებზე არ მოხვდეს. თუ წვეთი მაინც მიესხა, სასწრაფოდ გაწმინდეთ მშრალი ქსოვილით.
კატეგორიულად არ შეიძლება ცარიელი იოდის გამოყენება, რადგან ასე მცენარეს გაახმობთ. იოდი აუცილებლად წყალში უნდა იყოს გახსნილი, ერთი წვეთი ერთ ლიტრ წყალში.
ამის შემდეგ, აუცილებლად დააკვირდით მცენარეს. თუ კოკრები გაყვითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნიადაგი ზედმეტ იოდს შეიცავს და პროცედურა მეტად აღარ გაიმეოროთ.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
გამოყენებული რესურსები:magicandbeauty.blog en.seolearnbd.com flowers-en.designluxpro.com
27 May 0 325

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно