პელარგონიების გასხვლა

დღეს პელარგონიების პოპულარობის ახალი ტალღაა. იყენებენ საცხოვრებელი თუ საოფისე ფართების გასალამაზებლად, აივნებზე გადმოსაკიდად და ა. შ. მისი მთავარი მახასიათებელია ყლორტების ზედმეტად ზრდა, რომლებიც დროულად უნდა მოსცილდეს. გასხვლას კი ცოდნა სჭირდება. თუ ყველა წესს დაიცავთ, ბუჩქი დროულად იყვავილებს და სასურველი ფორმაც ექნება.
რა საჭიროა და როდის გავსხლათ? დამწყებმა ფლორისტებმა შეიძლება იკითხონ, როგორ გადაჭრან პელარგონია ისე, რომ მთელი სეზონი ყვაოდნენ, არის თუ არა რეგულარულად ამის გაკეთება აუცილებელი და ა. შ. პელარგონია დროულად და სწორად უნდა გაისხლას. ეს არა მხოლოდ ულამაზესი, გადაპენტილი ბუჩქის გარანტიაა, არამედ მცენარეს აახალგაზრდავებს კიდეც და მნიშვნელოვნად ზრდის მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას.
რატომ ვსხლავთ? ზოგადად, პელარგონია კომპლექსურ მოვლას არ მოითხოვს. მცენარის გასხვლა ყურადღების მიზნით არის საჭირო. თუ არ გასხლავთ, პელარგონია დიდ ბუჩქად გადაიქცევა სხვადასხვა სიგრძის ტოტებით, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იქნება გადაფარჩხული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი არასაჭირო ტოტების დროულად მოცილება. გარდა ამისა, გასხვლა განაპირობებს:
გვერდითი ღეროების გაღვიძებას;
მიმზიდველი ფორმის ჩამოყალიბებას;
ახალი ყვავილედების წარმოქმნას;
ყვავილობის დროის გახანგრძლივებას;
ყვავილედების ზომაში ზრდას;
გადაჭრილი ტოტებით გამრავლების საშუალებას;

საკვები ნივთიერებების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას.მცენარის გასხვლა ყოველწლიურად არის რეკომენდებული, სხვაგვარად,ის დაბუჩქვას შეწყვეტს. არ არის საჭირო დაელოდოთ,როდის მოძლიერდება ღეროები.
გასხვლისთვის მზადება ძირითადად, პელარგონიის ბუჩქები არ ავადდებიან. მთელი ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ისინი საოცრად ყვავიან და გარშემომყოფებს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებენ. უკეთესი ყვავილობისთვის, აუცილებელია, რომ პელარგონია მომავალი გასხვლისთვის მოამზადოთ.
ფანჯრის რაფაზე მზარდი პელარგონიებისთვის გასხვლა რეკომენდებულია შემოდგომაზე, თუმცა დასაშვებია გაზაფხულზეც.
ზამთრის ძილის სეზონის დაწყების წინ. თუ პელარგონია ზამთარში ფანჯრის რაფაზე გიდგათ, მორწყეთ მხოლოდ თვეში ერთხელ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზაფხულის მშრალი კლიმატი ყვავილის განვითარებაზე იმოქმედებს. წყლის ასე შეზღუდვა იმით არის განპირობებული, რომ გასხვლის შემდეგ მცენარეს ფოთლები აღარ აქვს, რომ ტენი ააორთქლოს. შესაბამისად, დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, შეუზღუდეთ წყალი.
გასხვლის მეთოდები უხვი ყვავილობისთვის იმისათვის, რათა მცენარეს ზიანი არ მიაყენოთ და სწორად განვითარდეს, მნიშვნელოვანია იცოდეთ პელარგონიის სწორად გასხვლა, რის შედეგადაც ის დიდხანს იყვავილებს, თანაც საოცრად.
ყველა მანიპულაცია დეზინფიცირებული ინსტრუმენტებით უნდა ჩაატაროთ: ბასრი დანით ან მაკრატლით.
გადაჭრა უნდა მოხდეს ცერად, ფოთლის კვანძს ზემოთ.
არავითარ შემთხვევაში არ დააზიანოთ იქ არსებული კვირტები. პირველ რიგში მოაცილეთ გვერდითა და გრძელი ტოტები, შემდეგ კი მცენარის შუა ნაწილის ღეროები.
რეკომენდებულია გადაჭრილი ადგილების ხის ნაცრით ან აქტიური ნახშირით დამუშავება. ანტისეპტიკის სახით დაშვებულია დაფქული დარიჩინის გამოყენებაც. ეს ღეროებს დალპობის ან მწერებისგან დაიცავს.
გაზაფხულზე გასხვლის შემთხვევაში, პელარგონიას აზოტის შემცველი სასუქით კვებავენ, რათა ახალი ტოტების ზრდა დაჩქარდეს და კოკრებიც მალე გამოჩნდეს.
ზაფხულში აუცილებლად მოაცილეთ დამჭკნარი ან დაზიანებული ყვავილები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე ენერგიას და საკვებ ნივთიერებებს არაჯანსაღ ნაწილებზე დახარჯავს. ასევე შეაცილეთ დაავადებათა ნიშნების მქონე ნაწილები.
გასხვლის ტიპები გასხვლა სამ ძირითად ტიპად იყოფა, რაც იმაზეა დამოკიდებული, რა მიზნით გსურთ ეს:
1. ძირითადი.
2. სეზონური (გაზაფხულსა და შემოდგომაზე).
3. კენწეროების წაჭრა.

შემოდგომის გასხვლა სანიტარულად მიიჩნევა. ტარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მცენარე გაუფერულდება და ზამთრისთვის მზადებას დაიწყებს. ძირითადად, ეს დეკემბრამდე უნდა გააკეთოთ. მოაცილეთ ყველა ტოტი, რომელიც გარეგნობას აფუჭებს (დაზიანებული, დამჭკნარი). ასევე მოსაჭრელია უფოთლო ტოტები.
გაზაფხულის გასხვლა გვიან ზამთარში ან მარტის დასაწყისში ტარდება. რაც უფრო მალე იზამთ ამას, მით უფრო მალე დაიწყებს ყვავილობას. ამ პროცედურის დროს, აჭრიან წაგრძელებულ და დასუსტებულ ტოტებს, თითოეულ ტოტზე სამ კვირტზე მეტს არ ტოვებენ.
თავების წაწყვეტა იგულისხმება მცენარის ზრდის წერტილების წაწყვეტა. ეს პროცედურა გამოაღვიძებს გვერდითა ტოტებს და ბუჩქს გვირგვინის ფორმას მისცემს. მაგრამ საჭიროა იცოდეთ, როგორ გააკეთოთ. ეს პროცესი მხოლოდ ზრდის პროცესში ხდება. აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში დააგვიანებს ყვავილობაც.
1. ღეროს თავები გადარგვიდან 14 დღის შემდეგ წააწყვიტეთ.
2. თუ ახალგაზრდა ნერგი გაქვთ, პროცედურა ჩაატარეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას ღეროზე 4 ფოთოლი ექნება.
3. შეჩერდით მაშინ, როდესაც ბუჩქი თქვენთვის სასურველ ფორმას მიიღებს.
ამ პროცედურის ჩატარება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გარდა ზამთრისა. გამონაკლისებია ის სახეობები, რომლებიც ზამთარშიც ყვავის.
სამეფო პელარგონები ძლიერ პრეტენზიულია. იმისათვის, რათა მინიმალური სტრესი მიაყენოთ, ღეროებს თავები მინიმალურად წააწყვიტეთ.
გაზაფხულის სხვლა გაზაფხულის სხვლა მარტში ხდება. შედეგად, მცენარეს ბევრი კვირტი და ფოთოლი უჩნდება.
გახსოვდეთ, რომ ასეთ დროს გასხვლისას, პელარგონია გვიან იყვავილებს, მაგრამ ექნება გაცილებით მეტი ყვავილი და უფრო დიდხანსაც იყვავილებს.
თუ ბუჩქი დიდია, არ მოაჭრათ ბევრი ღერო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ახალი ყვავილდებისა და ფოთლების წარმოსაქმნელად  ძალა აღარ ექნება. შესაბამისად, აღარც კარგად იყვავილებს. პატარა, ფუმფულა ბუჩქი ნებისმიერ ფორმის წარმოქმნის საშუალებას მოგცემთ, დიდი, ზედმეტად გაზრდილი ბუჩქებისგან განსხვავებით.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
ავტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
გამოყენებული რესურსები: gardeningknowhow.com rhs.org.uk gardennewsmagazine.co.uk
27 May 0 1 345

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно