ჰელიოტროპიუმი,სილამაზე და არომატი (Heliotropium)

ჰელიოტროპი,ჰელიოტრიპიუმი (Heliotropium) წარმოადგენს საკმაოდ ფართო ოჯახს ნახევრადბუჩქოვანი და ბალახეული, არომატული და ყინვაგამძლე მცენარეებისა ლაშქარასებრთა (მზის მოყვარულთა) ოჯახიდან. მსოფლიოში გავრცელებულია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში და საერთო ჯამში 220 სახეობას მოითვლის. ხოლო საქართველოში გვხვდება მხოლოდ 3 სახეობა.
ასეთი სახელი საინტერესო თვისების გამო დაერქვა-ბერძნულიდან თარგმანში ნიშნავს მზე+მიბრუნება. ფუშფუშა ნახევრადბუჩქმა შესაძლოა 40-60სმ-ს მიაღწიოს, ხოლო ჯუჯა ეგზემპლიარები სულ რაღაც 25-30სმ-ია. მცენარის ფოთლებს კვერცხის ფორმა აქვთ, ზედაპირი დაჭმუჭნული, მუქი მწვანე მეტალის გარდამავალი ტონალობითა და ხავერდოვანი ტექსტურით. ჰელიოტროპიუმის ყვავილობის პერიოდი დამოკიდებულია დათესვისა და დაფესვიანების პერიოდზე. თუმცა, ჩვეულებრივ პირობებში ბუჩქი იწყებს ყვავილობას ზაფხულის შუა სეზონიდან და ვიდრე გვიან ზამთრამდე ყვავის.  მილისებური ყვავილედი დაბოლოებულია ხუთი, წვრილფურცლაკებიანი ყვავილით. ჰელიოტროპიუმი იმდენად დიდ და მრავალ ყვავილს იკეთებს, რომ თავისუფლად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს იასამანს, რადგან ფერთა გამითაც ჩამოგავს იასამანს. ყვავილის შეფერილობის ინტენსიობა დამოკიდებულია განათებაზე და შესაძლებელია, რომ ერთ ბუჩქზე შეგვხვდეს რამოდენიმე ტონალობის ყვავილიც კი. ჰელიოტროპებს აქვთ უცნაური ნაყოფი - ე.წ. ცენობია, რომელიც ოთხ კაკლად იყოფა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნაყოფი სიმწიფემდე ვერ აღწევს.
მცენარე აფრქვევს ვანილის, ძირას, თაფლის ძლიერ არომატებს, მაგრამ ახალი ჰიბრიდები აღარ გამოიჩევიან სურნელით და ისეც ხდება, რომ ერთი და იგივე თაობის თესლიდან აღმოცენებული მცენარე სხვა და სხვა სიძლიერის არომატს გამოსცემს. არომატის სიძლიერე ასევე დამოკიდებულია ნიადაგის შემადგლენლობასა და სინათლის ინტენსიობაზე. ჰელიოტროპი შეიძლება გაიზარდოს როგორც ღია ცის ქვეშ, ასევე სახლის პირობებში. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ტოქსინების შემცველი კულტურა და ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მცირეწლოვანი ბავშვებისა და შინაური ცხოველების ყოლის შემთხვევაში.
მოვლის პირობები ჰელიოტროპიუმი მთელი თავისი დიდებულებით იფურჩქნება მხოლოდ საკმარისი განათების პირობებში. ადგილის შერჩევისას ვითვალისწინებთ, რომ მცენარეს სჭირდება ბევრი მზე და უნდა მოვარიდოთ ორპირს. ჰელიოტროპიუმისათვის შესაძლებელია ნებისმიერი, ჰაერგამტარი გრუნტის გამოყენება. მცენარეს სჭირდება რეგულარული მორწყვა, მიუხედავად იმისა, ღია გრუნტში იზრდება თუ ქოთანში. ირწყვება მაშინ, როცა გრუნტის ზედა ფენა შრება. მცენარეს ძალიან უყვარს წყალი, მაგრამ გრუნტი არ უნდა იყოს ნესტიანი.
კვება: მცენარე იკვებება საგაზაფხულო გადარგვისა და გასხვლიდან ორი კვირის შემდეგ და გრძელდება გვიან შემოდგომამდე. შესაძლებელია მინერალური სტანდარტული სასუქის გამოყენება სტანდარტული დოზებით ორ კვირაში ერთხელ.
გასხვლა: იმისათვის, რომ ჰელიოტროპიუმის ბუჩქი გამოიყურებოდეს მაქსიმალურად მომხიბვლელად, საჭიროა მისი რეგულარული გასხვლა. იდეალური ვარინტია 5-6 ფოლის გამოტანის შემდეგ წვეროს მოჭრა. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია შტამპის ფორმირებაც. მოჭრილი ღეროები სეზონზე ასწრებენ ახალი საყვავილის გამოტანას და ამდენად ყვავილობის პერიოდი უფრო ხანგრძლივია. იმ შეთხვევაში, თუ მცენარეს ვზრდით, როგორც მრავალწლიან კულტურას, მაშინ საგაზაფხულოდ მას დასჭირდება განსხვავებული გასხვლა. ჰელიოტროპიუმი ვერ უძლებს ყინვებს, ამიტომ თუ გვინდა, რომ ღია გრუნტში დიდ ხანს იარსებოს, მაშინ საჭიროა გრუნტიდან ამოღება და გრილ სათავსოში გადატანა. თუმცა, ზამთარშიც სჭირდება მკვეთრი განათება და +6°-+16° ტემპერატურული დიაპაზონი. ზამთარში მორწყვა საგრძნობლად მცირდება, მაგრამ დაუშვებელია გრუნტის მთლიანად გამოშრობა.
დაავადებები და მავნებლები: მცენარე კარგ მედეგობას იჩენს დაავადებებისა და მავნებლების მიმართ. თუმცა, სიცხის გამო შესაძლებელია მცენარეზე აბლაბუდა ტკიპა დასახლდეს. ამიტომ, უმჯობესია მავნებლის პირველივე გამოჩენისთანავე მივმართოთ სისტემურ პესტიციდს.
გამრავლება: ჰელიოტროპიუმის გამრავლებისათვის ძრითადად დაკალმების მეთოდს ხმარობენ. კალმები უნდა აიჭრას გაზაფხულზე, თებერვლის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე. გამოიყენება ძლიერი კალმები, მინიმუმ 3-4 მუხლითა და ფოთლით. კალამი უნდა დამუშავდეს ზრდის სტიმულატორით და დაფესვიანდეს სტანდარტულად, კონტეინერში. გრუნტისათვის გამოიყენება მსუბუქი ნიადაგი, რომელსაც ზემოდან 1-2სმ-ზე ეყრება ქვიშა. დაფესვიანებისათვის საჭიროა კარგი განათება და +23°-+25° ტემპერატურა. სწორი დასათბურებით, დატენიანებითა და რეგულარული განიავებით მცენარის დაფესვიანებას დავაჩქარებთ და საორიენტაციოდ სამ კვირაში შესაძლბელი იქნება დაფესვიანებული კალმების ინდივიდუალურ ტორფიან ქოთანში გადატანა. გადარგვის შემდეგ, პირველი კვირის მანძილზე, საჭიროა ჰაერის მაღალი ტენიანობის დაჭერა.
დათესვის შემთხვევაში სურათი განსხვავებულია, რადგან მცენარე შეიძლება გამოდგეს სხვა და სხვა ფერის, ზომისა და არმატის. იმისათვის, რომ მცენარემ მოასწროს ყვავილობა, საჭიროა ადრეული დათესვა, თებერვლის დასაწყისში. ითესება სტანდარტულად, ზედაპირზე, ქვიშანარევ ტოფში ინდივიდუალურად ან საერთო კონტეინერში. საჭირო იქნება დასათბურება, გამჭვირვალე ცელოფნის, ან მინის გადაფარება და ტემპერატურისა და ტენიანობის დაჭერა, ისევე, როგორც დაკამლმების დროს. პარატა მცენარის პიკირება ხდება მაშინ, როცა უკვე გამოტანილი ექნება ორი ნამდვილი ფოთოლი.
ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
26 May 0 439

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно