ოქროს წვიმა (Laburnum)
ოქროს წვიმა,იგივე ლაბურნუმი,ფოთოლმცვენი ხე-მცენარეა,რომელიც პარკოსანთა ოჯახს მიეკუთვნება და 6-მდე სახეობას მოიცავს.
ბუნებრივ პირობებში ლაბურნუმი გვხვდება კავკასიაში,სამხრეთ და ცენტრალურ ევროპასა და აზიაში.მცენარეს საოცარი ყვავილობა აქვს,გრძელი,კასკადებად დაკიდული,ყვითელი მტევნები მომაჯადოებელ ეფექტს ქმნიან და ამიტომაც იცნობენ ამ მცენარეს ოქროს წვიმის სახელით (Laburnum anagyroides,Laburnum alpinum,Laburnum vulgare,ასევე ცნობილია,როგორც ოქროს ჯაჭვის ხე,ყვითელი აკაცია,ბობოვნიკი).
მცენარის სიმაღლე დამოკიდებულია მის სახეობაზე,იზრდება 3-7მ.ვარჯის დიამეტრი მერყეობს 3-4მ ფარგლებში.ტოტები დრეკადია,შეიძლება იყოს სწორი, ან დაკიდული.ყვავილობის წინ ტოტებზე ოვალური ფორმის სამმტევნიანი ფოთლის ფირფიტა წარმოიქმნება,რომლის უკანა მხარეს იწყება ყვავილედის მტევნის ფორმირება. ლაბურნუმი ყვავილობას აპრილში იწყებს და ივნისამდე ყვავის. თითოეულ ყვავილს ყვითელი პეპლის ფორმა აქვს. მტევნის სიგრძე ვარირებს სახეობის და მიხედვით, 0,2-0,5მ ფარგლებში.ყვავის უხვად და ძალიან ეფეტურად,ამიტომაც აქტიურად იყენებენ ორანჟერეებში,ლაბირინთების, თაღებისა და გალერეების შექმნისათვის.ლაბურნუმს ხშირად ვნახავთ გლიცინიასთან ერთად მოყვავილე მტევნების ფერთა კონტრასტის შესაქმნელად (შეცდომით თვლიან ყვითელ გლიცინიად). დაყვავილების შემდეგ მცენარე იკეთებს პარკებს, ნაყოფებს,რომელიც ძალიან წააგავს 5-6სმ სიგრძის ლობიოს პარკს.მარცვლები საბოლოოდ მწიფდება სექტემბრის თვისათვის.
ადგილის შერჩევა.ოქროს წვიმას უყვარს მზიანი და ქარისაგან დაცული ადგილი. ნიადაგი უნდა იყოს კარგად დრენაჟირებული,ჰაერგამტარი,ზომიერად ტენიანი,მაღალი საკვები ღირებულებისა და ტუტე რეაქციის.თუმცა მცენარე ხარობს სუსტად მჟავე რეაციისა და ღარიბ გრუნტშიც.
ადგილი საგულდაგულოდ უნდა შეირჩეს,რადგან შემდგომში გადარგვა რეკომენდირებული არაა,მასიური და პრეტენზიული ფესვთა სისტემის გამო. გასათვალისწინებელია ასევე შემდეგი რამ-თუ მცენარის ფესვთა სისტემა დახურულია (ანუ, მოთავსებულია სპეციალურ კონტეინერში),მაშინ მისი დარგვა შესაძლებელია გაზაფხულიდან შემოდგომამდე. მაგრამ ღია ფესვთა სისტემის შემთვევაში ირგვება ან ადრეულ გაზაფხულზე,ან გვიან შემოდგომაზე.
მცენარე ყინვაგამძლეა,თუმცა,სანამ გაიმაგრებს ფესვებს,ანუ 3 წლამდე,ხანგრძლივი ყინვების პირობებში აზრი აქვს გრუნტის მულჩირებას.
შეიძლება ვარჯის შეფუთვა და თოვლიანობის შემთხვევაში,თოვლისაგან ჩამობერტყვა, რომ მცენარეს არ დატყდეს ტოტები.
მორწყვა.ლაბურნუმი უძლებს გვალვას.მაგრამ,სანამ მცენარე ახალგაზრდაა,უმჯობესია რეგულალურად მოვრწყათ,კვირაში ერთხელ მაინც.ცხელ სეზონზე მორწყვების ინტენსიობას ვზრდით.ზრდასრული მცენარეები მორწყვას მხოლოდ ხანგრძლივი სიმშრალის პირობებში საჭიროებენ,ხშირად საკმარისია წვიმისაგან მიღებული ტენი.
კვება.მიუხედავად გრუნტის მდგომარეობისა,კარგი იქნება მცენარის კვება,გაზაფხულზე კომპლექსური სასუქით.ოქროს წვიმას უხდება სუპერფოსფატი და კალიუმის შემცველი სასუქები.სასუქის შეტანასთან ერთად კარგად უნდა ავაფუოთ გრუნტი ნერგის გარშემო.ასევე კარგად რეაგირებს მცენარე ორგანულ კვებაზეც.
გასხვლა.ლაბურნუმს არ მოსწონს გასხვლა.ამიტომ,ჰიგიენური გასხვლა,მაგალითად,გამხმარი ტოტების მოცილება,რეკომენდირებულია ადრე გაზაფხულზე. და აუცილებლად საჭიროა გადანაჭერი ადგილის დამუშავება ბაღის ცვილით, რომ არ მოხდეს ინფექციების შეტანა. ნაყოფი-პარკი, დიდ ძალას ართმევს მცენარეს,ამიტომ აშორებენ,როგორვ კი ეს შესაძლებელი ხდება.
ლაბურნუმის გამრავლება გამრავლება თესლიდან. ოქროს წვიმა ბუნებრივად ადვილად მრავლდება-მარცვალი ცვივა გრუნტში და ამოდის.თუმცა,დამოუკიდებლადაც შევძლებთ მცენარის აღმოცენების ხელშეწყობას.წარმატების მიღწევისათვის მარცვალმა უნდა გაიაროს სტრატიფიკაცია,ანუ,დაბალი ტემპერატურით დამუშავება. ამისათვის ორი გზა არსებობს:
მარცვალი დაითესოს შემოდგომაზე ღია გრუნტში.მთელი ზამთრის განმავლობაში თესლი ბუნებრივად გაივლის სტრატიფიკაციას.თუმცა,დათესვამდე რეკომენდირებულია თესლის დაყოვნება ცხელ წყალში,რომ მარცვლის მკვრივი გარსი ოდნავ დარბილდეს.
მარცვალი ავურიოთ ქვიშაში და შევინახოთ მაცივარში, სადაც გაზაფხულამდე იქნება 0-1 გრადუსზე.გაზაფხულზე მარცვალი ითესება ღია გრუნტში.
ითესება ნაყოფიერ, ფხვიერ გრუნტში ზედაპირიდან 1-3სმ სიღრმეზე. შესაძლებელია მარცვლების დათესვა კონტეინერში და სტანდარტული წესით დასათბურება.როგორც კი მცენარე აღმოცენდება და გაიკეთებს ნამდვილ ფოთლებს, შესაძლებელია მისი გადარგვა თავისი მიწინად,არ ვეხებით ფესვებს.გადარგვისათვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდი არის სექტემბერი.ასე აღმოცენებული მცენარე გაყვავდება 3-5 წლის მანძლზე.
გამრავლება დაკალმებით. ამისათვის ივნისში უნდა ავაჭრათ ჯერ კიდევ გაუხევებელი კალმები. კალმის სიგრძე უნდა იყოს 15-20სმ. ქვედა ფოთლები უნდა მოშორდეს და ძირი დამუშვდეს დაფესვიანების სტიმულატორით. კალმები ირგვება ტორფისა და ქვიშის ნაზავში. კალმები უნდა დასათბურდეს. გრუნტი უნდა ოყოს მუდმივად ზომიერად ტენიანი. როცა კალამი დაფესვიანდება, ვიცდით კიდევ დაახლოებით 30 დღე და გადაგვაქვს ღია გრუნტში.
დაავადებები და მავნებლები.ოქროს წვიმა გამოირჩევა დაავადებებისადმი მაღალი მედეგობით. თუმცა მაღალი ტენიანობისა და გრუნტის ნესტიანობის პირობებში შეიძლება მცენარეზე სოკოვანი დაავადება გავრცელდეს. ფოლებს უჩნდებათ ნაცრისფერი მრგვალი ლაქები, რის გამოც ვარჯის შეფერილობა იცვლება.ამ შემთხვევაში დაყოვნება სახიფათოა და უნდა მოვიხმაროთ სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. შემოდგომაზე დაცვენილი ფოთლები უნდა შეგროვდეს და განადგურდეს. ასევე, გაზაფხულზე მცენარეზე ისევ და ისევ მაღალი ტენიანობის გამო შეიძლება განვითარდეს ნაცრისფერი ლპობა. ამ შემთხვევაშც მივმართავთ მცენარეულ ქიმიას და ვამუშავებთ ინსტრუქციის შესაბამისად.
მავნებლებიდან ოქროს წვიმას თავს აბლაბუდა ტკიპა ესხმის.ფოთლები იცვლიან სტრუქტურას და ფერს. საბრძოლველად ვიყენებთ შესაბამის პრეპარატებს.
ტოქსიკურობა. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს შხამს, ალკალოიდებს, რომელიც ძლიერ მოწამვლას იწვევს. განსაკუთრებით დიდი კონცენტრაცია გვხვდება თესლში. სახიფათოა თესლი შინაური ცხოველებისათვის, ძლიერი მოწამვლა შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.
ჩვენი გუნდი facebook-ზე ყვავილების მოვლა და მათი მეთოდები
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი

19 May
0
3 758