ორგანული სასუქი (ნაკელი და მისი ანალოგი)

ორგანული სასუქი წარმოადგენს მცენარეულ ან ცხოველურ პროდუქტს, რომელიც შეიცავს სასარგებლო და მაღალი კვებითი ღირებულების ნივთიერებებს. მიუხედავად ასეთი სასუქების მნიშვნელოვანი როლისა, მაინც არსებობს გარკვეული დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომელიც თან სდევს მათ გამოყენებას
დადებითი მხარე: დადებითი გავლენა ცნობილია უხსოვარი დროიდან-არის ნატურალური, მარტივად მოსაპოვებელი, იოლად დამუშავებადი, იაფი, დადებითად მოქმედებს როგორც მცენარეზე, ასევე ნიადაგზე. ორგანიკა სხვა და სხვა ელემენტებს იმ რაოდენობითა და პროპორციებით შეიცავს, რომ რთულია მცენარემ მიიღოს ზომაზე მეტად. ორგანული სასუქების სწორი მოხმარებით შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს მოუსავლიანი და ღარიბი ნიადაგის ღირებულება.
უარყოფითი მხარე: საჭიროა გარკვეული ცოდნა, იმისათვის რომ სწორად და მიზნობრივად შევარჩიოთ ორგანული სასუქი. ძალიან რთული ხდება თავად სასუქის ხარისხის დადგენა, რადგან არასწორად მომზადებულმა და გამოყვანილმა სასუქმა შეიძლება ნიადაგში არც თუ მარტივად განკურნებადი დაავადებები და მავნებლები შეიტანოს. საჭიროა დავიცვათ მოხმარების ვადები და რეკომენდაციები, რაც სამწუხაროდ ან უგულვებელყოფილია, ან უბრალოდ უცნობია. არ უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად ახალი ნაკელი, რადგან ფესვთა სისტემასტან შეხების შემთხვევაში მცენარის ფესვები იწვება სასუქში ჯერ კიდევ აქტიურად მიმდინარე ქიმიური პროცესების გამო(მაგ. ხრწნა, დუღილი).
პირუტყვის ნაკელი: ნაკელი ყველა დროის ყველაზე უფრო გავრცელებული ორგანული სასუქია. ეს არის მსხვილფეხა (რქოსანი) შინაური ცხოველების ექსკრემენტის საერთო დასახელება. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შინაური ცხოველი მცენარეული საკვებით იკვებება, მსვილფეხა პირუტყვის საკვების მონელების სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ნაკელი განსხვავდება საკვები ნივთიერებებითა და სხვა ფიზიკური მონაცემებით. ნაკელში შედის მცენარისათვის აუცილებელი მაკრო და მიკროელემენტები, აზოტი, კალიუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი და ა.შ.
ცხენის ნაკელი: ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ღირებულ ორგანულ სასუქად. ის შეიცავს ცოტა წყალს, მაგრამ მომატებული რაოდენობით აზოტს, კალცს, კალიუმს და ფოსფორს. ცხენის ნაკელის გახრწნისას წარმოიშობა ბევრი ისეთი მჟავა, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა მცენარისათვის. სამწუხაროდ ცხენის კარგი ხარისხის ნაკელი არც ისე მარტივი ხელმისაწვდომია აგრო ბაზარზე.
საქონლის ნაკელი: ყველაზე მარტივად მოსაპოვებელი, და შესაბამისად ყველაზე გავრცელებული ორგანული სასუქია. ამიტომ დიდი ფართობებისა და მაშტაბური მოხმარებისათვის სწორედ ეს ნაკელი გამოიყენება. არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება ესოდენ არქაული და სასარგებლო საშუალება გამოვიყენეთოთ მაქსიმალურად ეფექტურად გარემოსათვის ზიანის მიყენების გარეშე (იხილეთ სტატია)
https://yvavilebismovla.ge/movla/214-saqonlis-nakeli-sasuqad.html
ფრინველის სკინტლი ასევე ორგანული სასუქის გავრცელებული ფორმა შეიცავს ყველა სამ, აუცილებელ მაკროელემენტს, ამასთან, საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით. ამაში მგომარეობს ერთი და იმავე დროს, როგორც მისი ფასეულობა, ასევე საფრთხეც. ახალი სკინტლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან მასში კიდე უფრო სწრაფად მიმდინარეობას ქიმიური რეაქციები და მცენარის დაღუპვა გარდაუვალია. იმის გამო, რომ შინაური ფრინველი ბევრს ყავს ეზოში, ეს სასუქი საკმაოდ მარტივი მოსაპოვებელია და მოსახერხებელია მისი გამოყენება მცირე ფართობის, ან ქოთნის კულტურების კულტივაციის შემთხვევაში.
ინდაურის სკინტლი: ეგზოტიკურ, მაგრამ ზოგ რეგიონში საკმაოდ შეუცვლელ სასუქს წარმოადგენს. მის შემცველობაში შედის მცენარისათვის მარტივად ათვისებადი აზოტი, კალიუმი და ფოსფორი. რაკი ამ ელემენტების შემცველობა საკმაოდ მაღალია, საჭიროა სასუქის ფრთხილი და ზომიერი მოხმარება. მაკროელემენტების მაღალი შემცველობის წყალობით საკმარისია ინდაურის სკინტრლის მცირედი ოდენობა სასურველი შედეგის მისაღებად.
ქათმის სკინტლი: საკმაოდ ხელმსაწვდომი და პოპულარული ორგანული სასუქია. უმეტეს შემთხვევაში არ არის საჭირო მისი შეძენისათვის დიდი ძალისხმევის გაღება, სოფლად და აგარაკზე ძნელად არსებობს ოჯახი ქათმების გარეშე. სკინტლის გამოყენება სავსებით შესაძლებელია როგორც კომპლექსული მინერალური სასუქის სახით. მისი მოქმედენა გრძელდება არც თუ ისე მცირე პერიოდის მანძილზე, საშუალოდ, გრუნტში შეტანიდან 2-3 წლის განმავლობაში.(დაწვრილებით იხილეთ სტატია) https://yvavilebismovla.ge/movla/214-saqonlis-nakeli-sasuqad.html
19 September
0
5 598