ბენგალური ფიკუსი (Ficus benghalensis)
ბენგალური ფიკუსი წარმოშობით ინდოეთიდან არის, უფრო სწორედ, მისი სამშობლოა შრი-ლანკა და ბანგლადეში. ბუნებრივ გარემოში ეს მცენარე გიგანტურ ზომებს აღწევს. საიტერესო ისაა, რომ ამ ფიკუსს აქვს საჰაერო ფესვები, რომლებიც მიწის ზედაპირამდე ეშვებიან და მიწაში მყარდებიან. სახლის პირობებში ფიკუსი დიდ ზომებს ვერ აღწევს, არ ყვავის და საჰაერო ფესვებსაც იშვიათად იკეთებს. ეს მრავალწლიანი მცენარე გამოირჩევა სწრაფი ზრდის ტემპებით საშუალოდ 0,6-1მ წელიწადში.
გარდა ლამაზი დეკორატიული ფორმებისა, ფიკუსს სასარგებლო თვისებებიტაც ახასიათებენ. მცენარე წმენდს ჰაერს ისეთი მავნე ნივთირებებისაგან, როგორიცაა ამიაკი, ფორმალდეგინი, ბენზოლი და ფენოლი. ამასთან, ფიკუსი ჰაერში უშვებს ისეთ ნივთირებებს, რომელიც აუმჯობედებს ადამიანის მდომარეობას.
ტემპერატურა: მთელი წლის მანძილზე სასურველი ტემპერატურული დიაპაზონი არის +18°-22°. რადგან ფიკუსი ტროპიკების ბინადარია, მას შეუძლია უფრო მაღალი ტემპერატურის ატანაც, მაგრამ ასეთი ცვლილება ხანმოკლე უნდა იყოს და პარალელურად, მცენარეს მიეწოდებოდეს სუფთა და მაღალი ტენიანობის ჰაერი.
განათება: ყველაზე კარგი ამ ფიკუსისათვის იქნება ნათელი მზით გაჯერებული ადილის შერჩევა. თუმცა კარგად გრძნობს თავს გაფანტული სინათლის შემთხვევაშიც. თუ მცენარეს სინათლე არ ყოფნის, მაშინ ვარჯი არათანაბრად განვითარდება. ბუჩქის პროპორციულობის შენარჩუნებისათვის რეკომენდირებულია მცენარის შეტრიალება სინათლის მიმართულებით. განსაკუთრებული პრობლემები უდგება მცენარეს ზამთარში, ამიტომ შეძენამდე შეიარაღდით ფიტონათურებით.
ჰარის ტენიანობა: მცენარის სრულფასოვანი განვითარებისათვის უნდა შევეცადოთ დავიჭიროთ ჰაერის ოპტიმალური ტენიანობა 50%-60%. ამისათვის შესაძლებელია რამოდენიმე ხერხის გამოყენება:
- პულივიზატორით დავუნამოთ ფიკუს ფოთლები ყოველ 7 დღეში ერთხელ. განსაკუთრებით თუ მცენარე ზამთარში გამათბობლის მიმდებარედაა განთავსებული ან ზაფხულის ცხელი დღეები დადგა. დასანამად რეკომენდირებულია რბილი და ოთახის ტემპერატურაზე ოდნავ თბილი წყალი;
- სისტემატურად უნდა გავუწმინდოთ მცენარეს ფოთლები რბილი და დანამული ღრუბლით, მცენარეს შეგვიძლია მოვუწყოთ თბილი შხაპი ან ქოთანი დავდგათ ღრმა ლამბაქზე რომელიც სავსე იქნება წყლითა და კერამზიტით.
მორწყვა: ირწყვება ზომიერად, 2-3 ჯერ კვირაში. ველოდებით გრუნტის ზედა ფენის გაშრობას, ამიტომ უმჯობესია გრუნტი შევამოწმოთ და თუ 20მმ მშრალია, დავნამოთ ნიადაგი. მორწყვის შემდეგ აუცილებლად უნდა გადმოვღვაროთ ზედმეტი წყალი. ზამთარში მოწრყვის ჯერადობა უნდა შემცირდეს, 1-1,5 კვირაში ერთხელ საკმარისი იქნება.
გრუნტი: ყველაზე კარგად, მცენარე თავს გრძნობს შემდეგი შემადგენლობის გრუნტში: ფოთლოვანი მიწა, ქვიშა, კორდის მიწა 2:1:2 პროპორციით. ქოთნის ზომების მიმართ განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს, სასურველია რომ მცენარისა და მისი ფესვთა სისტემის პროპორციებს შეესაბამებოდეს. ძალიან დიდი ქოთანი, ბუნებრივია უფრო მეტ ტენს დაიკავებს გრუნტში, რაც კარგი არაა და ამიტომ ფესვების ლპობის თავიდან არიდების მიზნით, უმჯობესია შევარჩიოთ ისე, რომ ფესვები კარგად თავსდებოდეს შიგნით.
ბენგალური ფიკუსი უმჯობესია გადაირგას მაშინ, როცა ამის მძაფრი საჭიროება დადგება, ანუ, როცა ფესვები „გამოძვრებან“ სადრენაჟე ნასვრეტებიდან. ზოგადად ფიკუსი 2-4 წელიწადში ერთხელ გადააქვთ უფრო დიდ ქოთანში. ძველი ქოთნიდან ამოღებისას ფრთხილად უნდა ჩამოიფერთხოს ზედმეტი მიწა, ფესვებს არ ვეხებით და გადაგვაქვს ახალ ჭურჭელში ისე, რომ ჩარგვის სიმაღლეს არ ვცვლით. მცენარეს ხანგრძლივი პერიოდი, დაახლოებით 30 დღე სჭირდება ახალ გარემოსთან ადაპტაციისათვის.
კვება: ფიკუსს კვება სჭირდება მთელი წლის მანძილზე, ზამთრის გარდა. სასუქის მოხმარება საკმარისია 2 თვეში ერთხელ.
ფორმირება: ძალიან რომ არ გაიზარდოს სიმაღლეში, და გამოიტანოს გვერდითი ტოტები, ფიკუსს აჭრიან წვერს. ამ პროცედურის ჩატარება უმჯობესია გაზაფხულზე. ფიკუსის გადაჭრის ადგილი საგულდაგულოდ იწმინდება და ოდნავ რომ მოშრება, უნდა დამუშავდეს სააფთიაქო ნახშირით.
ფიკუსის გამრავლება: ბენგალური ფიკუსის გამრავლების ყველაზე მარტივი ხერხი დაკალმებაა, მაგრამ, კალმად გამოდგება მხოლოდ მცენარის ზედა ნაწილი. ამისათვის ტოტი უნდა მოიჭრას ცერად ბასრი დანით. ასევე, კალამს ეჭრება ყველა ქვედა ფოთოლი. დარჩენილი ზედა ფოთლები უნდა დავახვიოთ სიგრძეში და დავამაგროთ. ასეთი პროცედურა საჭიროა, რომ შევაფერხოთ ტენის აორთქლება ფოთლის ზედაპირიდან. გადაჭრის ადგილები სუფთავდება წყლით და მცენარეს უნდა ვაცადოთ გაშრობა. დაკალმება შეიძლება როგორც წყალში, ასევე სუბსტრატში.
წყალში დაკალმებისათვის ვიღებთ ნადგამ წყალს და ვყრით ნახშირს. შემდეგ უნდა ჩავდოთ ფიკუსის კალამი და დავდგათ თბილ და ნათელ ადგილზე. შეგვიძლია კალამს მოვუწყოთ სათბური, თუმცა ეს დიდად აუცილებელი არაა. პირველი ფესვები მცენარემ 15-20 დღის შემდეგ უნდა გამოიტანოს.
სუბსტრატში დასაფესვიანებლად კალამის ძირი მუშავდება დამაფესვიანებელი სტიმულატორით. კალამი იდება 10-20მმ სიღრმეზე. კონტეინერი სასურველია დასათბურდეს. კონტეინერს ქვემოდან უნდა მიეწოდოს სითბო, ამიტომ, უმჯობესია დაიდგას გამათბობელზე.
შესაძლო პრობელემები: ფოთლების ცვენა: მიზეზი შეიძლება გრუნტში ზედმეტი წყლის დაგროვება იყოს. თუ მცენარე დიდია, და ცვივა ქვედა ფოთლები, მაშინ ეს სავსებით შესაძლებელია ბუნებრივ პროცესთან იყოს დაკავშირებული;
ფოთლის დარბილება: ტენის უკმარისობის ბრალია. თუმცა თუ ქოთანი დიდა და ზედმეტი ტენი რჩება გრუნტში, მცენარის ფოთოლს ანალოგიური რეაგირება ექნება; ყავისფერი ლაქების გაჩენა: გრუნტში საკვები ნითიერებების სიჭარბის ნიშანია, ან დაბალია ტემპერატურა, ან დაბალია ჰაერის ტენიანობა.
ფოთლების გაბაცება ან ახალი ფოთლები პატარაა: სინათლის უკმარისობის ბრალია;
მცენარეს გაუჩნდა აბლაბუდა ტკიპა ან სხვა მავნებელი: ძალიან დაბალია ჰაერის ტენიანობა, ან მცენარე ახლოს დგას გამათბობელთან.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თერგმანი: ხ.კალატოზიშვილი