ეპიდენდრუმი (Epidendrum) ორქიდეა

ორქიდეა ეპიდენდრუმი ერთ-ერთი პირველი ორქიდეაა, რომელიც ევროპაში მოხვდა. ეს ის პერიოდია, როცა ეგზოტიკურ ყვავილებს ოქროს ფასი ედო და ბოტანიკოსები, ფლორისტები არ იცნოდნენ იმ მცენარეებს, რომლებიც ხეებზეც იზრდებიან და ყვავიან, ამიტომ მიიღო ამ მცენარემ დასახელება „ეპიდენდრუმი“, ანუ „ხეზე მზარდი“. მცენარის სამშობლო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ეგზოტიკური ტყეებია. ეს არის ყველაზე მრავალრიცხოვანი სიმპოდიალური ტიპის ორქიდეა. ეპიდენდრუმების 1100 მეტი სახეობა, ქვესახეობა და ჰიბრიდი არსებობს, რომელთაგანაც ზოგიერთი საკმაოდ განხვავდება ვიზუალითა და თვისებებით. თითქმის ყველა ტიპის ეპიდენდუმს მსხვილი, ლანცეტისებური ფორმის ფოთლებით აღჭურვილი ღეროების ბოლოში აქვს ყვავილედი, რომელსაც ან ბურთის ფორმა აქვს, ან მტევნის. ყვავილები განსხვავდება ფერითა და ფორმით. ეს ორქიდეა არ ითვლება რთულად მოსავლელ მცენარედ, თუმცა დამწყებ მეყვავილეებს მაინც ურჩევენ, რომ თავი შეიკავონ მისი შეძენისაგან. 

განათება: სჭირდება საკმაოდ მკვეთრი სინათლე, მაგრამ არა მზის პირდაპირი სხივები. ეპიდენდრუმისათვის კარგი განათება კრიტიკულად მინიშვნელოვანია. ამიტომ, სინათლის უკმარისობის პირობებში დავამატოთ ხელოვნური ნათება. განათებული დღის ხანგრძლივობა ზამთარში უნდა შეადგენდეს 10-12 სთ მინიმუმ, საშუალოდ 6000 Lx სიძლიერის ნათებით.

ტემპერატურა: ზაფხულის პერიოდში ოპტიმალური დიაპაზონი წარმოადგენს +20-25° დღისით. დღე-ღამის ტემპერატურული სხვაობა უმჯობესია დავიჭიროთ მინიმუმ 6°, ხოლო ზამთარში დღისით უნდა იყოს +12-16°. გაზაფხულიდან შემოდგომის ბოლომდე რეკომენდირებულია ორქიდეას აივანზე, ან ბაღში გატანა იმ პირობით, რომ დაცული იქნება მზის სხივებისაგან. ზამთარში აუცილებლად უნდა მოვაშოროთ გამათბობლებს.

მორწყვა: რეკომენდირებული მორწყვის მეთოდი არის 20-30 წუთით ჩაძირვა რბილ, გაფილტრულ და გამთბარ წყალში. ზედმეტი წყალი უნდა გამოიდევნოს ქოთნიდან. ტენი არ უნდა გაჩერდეს გრუნტში, მაგრამ მისი ბოლომდე გამოშრობაც არ იქნება კარგი. ჰაერის ტენიანობა სასურვლია იყოს 60%. ზაფხულში აზრი აქვს მცენარეზე წყლის შეხსურებას და ასე გაგრილებასა და ტენიანობის ამაღლებას.

კვება: სასურველია გამოვიყენოთ ორქიდეებისათვის გამოსადეგი სასუქი 2-3 კვირაში ერთხელ და დავიცვათ დოზირებისა და მორწყვის წესები.

გრუნტი: გრუნტის შემაგდგენლობა დამოკიდებულია ეპიდენდრუმის სახეობაზე. ასე მაგალითად, დიდი სახეობები უმჯობესია გავზარდოთ ქოთნებში, პატარა სახეობები ბლოკებზე. ქოთნის გრუნტი ფაქტიურად არაფრით განსხვავდება სხვა ორქიდეების გრუნტისაგან: საშუალო ზომის ქერქი, ხის ნახშირი, ხავსი სფაგნუმი.

გადარგვა: ეპიდენდრუმი გადარგვას ვერ ეგუება. უმჯობესია ხელი არ ვახლოთ, თუ ეს არ არის გამოწვეული მძაფრი აუცილებლობით. ფესვები უნდა დავიცვათ დაზიანებისაგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვეღირსებით ყვავილობას. გადარგვა აუცილებელი ხდება მაშინ, როცა მცენარე ან ძალიან გაიზარდა, ან გრუნტი დაძველდა და მჟავიანობამ აიწია . გადარგვა უმჯობესია ყვავილობის შემდეგ.

ეპიდენდტუმს მოსვენების პერიოდი არ აქვს.

გამრავლება: გამრავლების მეთოდი დამოკიდებულია სახეობაზე. უმჯობესია დაყოფით. ახალ ეგზემპლიარს აუცილებლად უნდა ქონდეს 3 ფსევდობულბა და საჰაერო ფესვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გახარების ალბათობა მცირეა.

მავნებლები და დაავადებები

დაავადებები ძირითადად არასწორი მოვლით არის პროვოცირებული. ზედმეტი ტენი იწვევს ფესვთა სისტემის და ფსევდობულბების ლპობას. მზის სხივებმა შეიძლება გამოიწვიონ სითბური დამწვრობა და ამდაგვარად მოახდინონ ფოთლებიდან მცენარის დაავადება. აღმოჩნდა, რომ მავნებლების წინააღმდეგ ეს მცენარე საკმაოდ მედეგია. პოპულარული სახეობები.

Epidendrum radicans - კოლუმბიისა და მექსიკის მთების ლიტოფიტი. ეს სახეობა იმით გამოირჩევა, რომ აქვს მრავალრიცხოვანი საჰაერო ფესვები. მცენარე აღწევს 50სმ-ს. ფოთლები ოვალური, ლანცეტისებური 10-14სმ. ყვავილედი აქვს ბურთის ფორმის. ყვავის კაშკაშა წითელი შეფერილობის ყვავილით. ყვავილის ფურცლები წაგრძელებული, ლანცეტისებური ფორმისაა, ხოლო მეექვე ფურცელს აქვს ძლიან საინტერესო, სამნაწილიანი ფორმა, რომელიც წააგავს ფრთაგაშლილ პატარა ფრინველს. ყვავილის ბაგე, თითქმის შუაგულში მკვეთრი ყვითელი ფერისაა.

Epidendrum ibaguense - ეს მცენარე მხოლოდ სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში გვხვდება. ძალიან გავს Epidendrum radicans, იმ განსხვავებით, რომ საჰაერო ფესვებს იკეთებს ძირში. ასევე ოდნავ განსხვავებული აქვს ყვავილის ფორმა. გამოირჩევა უფრო მეტი ფერთა გამის ყვავილებით.

Epidendrum ciliare - სამშობლო ცენრალური ამერიკის ჯუნგლებია. მისი ბულბები ბოლოვდება ერთი ან ორი ფოთლით. საკმაოდ დიდი ზომის ყვავილებს აქვს მტევნების ფორმა. მომწვანო-მოყვითალო ფურცლები საკმაოდ გრძელი და წვრილია, ხოლო სამკავიანი, გაწეწილი ბაგე თეთრი ფერისაა. ყვავილს აქვს საოცარი არომატი.

Epidendrum eburneum - ეს ლამაზმანი კოსტა რიკის, ნიკარაგუასა და პანამის მკვიდრია. მცენარე იზრდება საკმაოდ გრძელი, 20 - 80სმ. არ აქვს უხვი ყვავილობა, ყვავილი საკმაოდ ლამაზი და არომატულია. ყვავილს აქვს მკვეთრად გამოხატული დიდი, გულის ფორმის თეთრის ფერის ბაგე, სადაც ბოლოში აქვს მრგვალი, კაშკაშა ყვითელი ლაქა. დანარჩენი ფურცლაკები მომწვანო ფერისაა და ძაფებივით წვრილია.


Epidendrum falcatum - მექსიკის ენდემი, საკმაოდ კომპაქტური და ლამაზია. მცირე ზომის 4-8სმ ბულბა, ბოლობდება გრძელი, ლანცეტიდებური და თავისუფლად დაკიდებული, ლამის 30სმ ფოთლებით. აქვს არც თუ ისე მცირე ზომის ყვავილი, ფურცლაკები ფრძელი, ლანცეტისებური, მოყვითალო-მწვანე, ხოლო ბაგე თეთრი ფერის აქვს. ბაგე სამ ნაწილად არის დაყოფილი, გვერდითა ნაწილები უფრო ფართოა, და ძირში აღჭურვილია პატარა, ყვითელი წერტილით. ჩვენი ჯგუფი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი


19 June 0 543

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно