ფილოდენდრონი “ვარდისფერი პრინცესა” (Philodendron Pink Princess)

ვარდისფერ პრინცესაზე ასეთი გაზრდილი მოთხოვნა გამოწვეულია ამ მცენარის ხასიათით-არ არის გამორიცხული, რომ დედა მცენარიდან გამოყვანილმა ნერგის ფოთლებმა არ მიიღონ ვარდისფერი შეფერილობა. განსხვავებით ვარდისფერი კონგოსაგან (Pink Congo), რომელსაც ზოგი ფოთოლი ვარდისფერი აქვს, ზოგი მწვანე, პრინცესას ფოთლები ჭრელია-ერთ ფოთოლზე ჰარმონიულად არის შერწყმული ვარდისფერისა და მწვანე ფერების გარდამავალი გამები. ჯანმრთელი მცენარე საოცარი სანახავია, ფოთლებიდან, რომელთა სიგრძე 22სმ და სიგანე 12სმ აღწევს, არც ერთი არ გავს მეორეს. ფოთლის ვარდსფერი უბანი მიუთითებს მასში ფოტოსინთეზის პროცესის ნაკლებობას, მაშინ როცა მწვანე ნაწილში ეს ბიოლოგიური პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მცენარეს სწორად შევურჩიოთ განთავსების ადგილი. მიუხედავად მისი ეგზოტიკური გენეზისისა, პრინცესას მოვლა არ ითვლება რთულ საქმედ.
განათება: პრინცესას სჭირდება საკმაო სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. მზეზე მცენარის ფოთლები ყვითლდება. თუ შეამჩნევთ, რომ ფოთლები კარგავენ სიჭრელეს, გადადგით მცენარე ნაკლებად განათებულ ადგილას. ამავე დროს, სინათლის უკმარისობა მალევე აისახება ფოთლებზე და ფილოდენდრონი კარგავს თავს ორიგინალურობას. საუკეთესო ადგილი მცენარისათვის არის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფანჯრები, სადაც არსებობს საკმაო სინათლე და რბილი მზის სხივები. მაგრამ, თუ თქვენი სივრცე არ არის საკმარისად განათებული, აუცილებლად დაგჭირდებათ ფიტონათურა.
ტემპერატურა: ფილოდენდრონი კარგად გრძნობს თავს ოთახის ტემპერატურაზე. ტემპერატურის დიაპაზონი შეიძლება მერყეობდეს +16°-29°. მაგრამ თუ ჰაერის ტემპერატურა იქნება ახლო დიაპაზონში +18°-თან, ეს იქნება ყველაზე ხელსაყრელი პირობა მცენარისათვის. მას მოსწონს სუფთა ჰერი, ამიტომ კარგი იქნება თუ გაიტანთ ღია ცის ქვეშ, მაგრამ უნდა მოერიდოს პირდაპირი მზის სხივებს და ორპირს. ასევე, არ უნდა განთავსდეს პრინცესა კონდენცინერთან და გამათბობელთან ახლოს.
ტენიანობა: ეს ტროპიკების ლამაზმანი მოითხოვს მაღალ ტენიანობას. ამიტომ, საჭირო იქნება ჰაერის დატენიანების მეთოდების მოშველიება-შესხურება, გაწმენდა, დამატენიანებლის დადგმა და ა.შ., რომ მცენარემ არ დაიწყოს მოწყენა. შევეცადოთ და დავიჭიროთ ტენიანობა 40%-50% დიაპაზონში.
გრუნტი: პრინცესა უპირატესობას ანიჭებს მაღალი საკვები ღირებულებისა და ოდნავ ტენიან ნიადაგს. გრუნტად შესაძლებელია გამოვიყენოთ ასევე ორქიდეებისათვის განკუთვნილი სუბსტრატი, ოღონდ პერლიტით გამდიდრებული. ფილოდენდრონს აქვს საჰაერო ფესვებიც, რაც ეხმარება მცენარეს ჰაერიდან შეითვისოს საკვები ნივთიერებები და ტენი. მიუხედავად მისი ტენისადმი სიყვარულისა, მცენარეს არ უნდა დაუგროვდეს ზედმეტი სინესტე ფესვებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ფესვები დაიწყებს ლპობას. ამიტომ უმჯობესია გრუნტი იყოს მსუბუქი და წყალგამტარი.
მორწყვა: ძირითადი რეკომენდაცია მორწყვის შესახებ არის შემდეგი-უნდა მოირწყას მაშინ, როცა გრუნტის ზედა ფენა გაშრება. ნებისმიერი ცვლილება ფოთლებზე, ასე, მაგალითად, გაყვითლება, მიმანიშნებელია ფესვებში არსებულ პრობლემებზე, რომელიც გამოწვეულია ზედმეტი მორწყვით. ამიტომ, სასურველია შემოწმდეს გრუნტის ზედა ფენა სიმშრალეზე და მაშინ მოვრწყათ, როცა გრუნტი მშრალი იქნება.
კვება: ვარდისფერ პრინცესას სჭირდება რეგულარული კვება. ყველაზე კარგი საშუალება იქნება მაკრო და მიკროელემენტებით გაჯერებული კომპლექსური სასუქი. რეკომენდირებული ჯერადობა არის ყოველ მე-4 კვირას გამოყენება, განსაკუთრებულად, აქტიური ვეგეტაციის დროს გაზაფხულ-ზაფხულში. ხოლო შემოდგომასა და ზამთარში კვებას ვწყვეტთ. განსაკუთრებული ყურადღება არის გასამახვილებელი კვების ზომიერებაზე. ზედმეტმა მინერალურმა მარილებმა შეიძლება დააზიანოს ფესვთა სისტემა და გამოიწვიოს მცენარის დაავადებები. მარილების დაგროვების თავიდან აცილების მიზნით ყოველ მე-4 ან მე-5 კვირას რეკომენდირებულია გრუნტის „გარეცხვა“. ქოთანი დაიჭირეთ გამდინარე წყლის ქვეშ 2-3 წუთის მანძილზე
და შემდეგ დაელოდეთ წყლის დაწრეტვას. ასევე უარყოფითად აისახება მცენარეზე საკვები ნივთერებების უკმარისობაც-ფოთლები წვრილდება, ზრდის ტემპი იკლებს და წვანე-ვარდისფერი შეფერილობაც შეიძლება გაფერმკრთალდეს.
გადარგვა: სანამ მცენარე ახალგაზრდაა, მისი გადარგვა აუცილებელია ყოველ წელს, ხოლო შემდეგ საკმარისია ორი წელიწადში ერთხელ. გადარგვა შესაძლებლობას იძლევა გადავიტანოთ მცენარე ოდნავ დიდ ქოთანში და განვუახლოთ გრუნტი. გადარგვისას კარგი იქნება თუ დავიცავთ შემდეგ პროცედურებს:
· გადარგვამდე, ერთი დღით ადრე მორწყეთ მცენარე, ეს საგრძნობლად შეამცირებს გადარგვასთან დაკავშირებულ სტრესს;
· ამოიღეთ მცენარე ძველი ქოთნიდან და ჩამოაცილეთ ძველი სუბსტრატი, ფრთხილად გაასუფთავეთ ფესვები. ჯანმრთელი ფესვები უნდა იყოს მყარი, ქონდეთ მოკრემისფრო შეფერილობა. მოაჭერით გაფუჭებული ფესვები;
· აიღეთ ახალი ქოთანი, რომელიც მხოლოდ 2,5-5სმ დიდი იქნება დოამეტრში. გააკეთეთ ქოთანში დრენაჟი, შემდეგ ნახევრამდე შეავსეთ სუბსტრატით;
· დარწმუნდით, რომ მცენარე იგივე დონეზეა ჩარგული ახალ გრუნტში, რა დონეზეც იყო ძველში. ფრთხილად შეავსეთ დარჩენლი სიცარიელე სუბსტრატით და ოდნავ დატკეპნეთ გრუნტი;
· მორწყეთ მცენარე. გასხვლა: ამ მცენარეს მოსწონს რეგულარული გასხვლა. ფორმირების საუკეთესო სეზონად ითვლება ადრეული გაზაფხული, ზრდის პროცესის დაწყებამდე და გვიანი შემოდგომა, მოსვენების ფაზის წინ. ფილოდენდრონის გასხვლა საშუალება იძლევა დავაკორექტიროთ მცენარის ფორმა და წავახალისოთ გვერდითა ამონაყარის გაზრდსაკენ.
გამრავლება: ვარდისფერი პრინცესას გამრავლება არ წარმოადგენს რთულ საქმეს. მცენარის გამრავლება შესაძლებელი დაკალმებით. ასე მაგალითად, გადაჭერით მცენარე კვანძის დაბლა, სასურველია ტოტზე იყოს 3-4 ჯანმეთელი ვარდიფერი შეფერილობის ფოთოლი, ჩადეთ ტოტი წყალში. 2 კვირის შემდეგ კალამი დაიწყებს ფესვების გამოტანას. დაელოდეთ, რომ ახალგაზრდა მცენარის ფესვები გაიზარდოს 5 სმ-მდე და ჩარგეთ მსუბუქი, ჰაეროვან გრუნტიან ქოთანში.
გამრვალების შედეგი მეთოდია ძირების დაყოფა. გადარგვისას შესაძლებელია გადაიჭრას ძირი, თუ მოსაჭრელ ნაწილს ექნება ოთხი, ან მეტი ფესვი და დაირგას ცალკე.
დაავადებები და მავნებლები: პრინცესა წარმოადგენს ისეთ მცენარეს, რომელსაც აღმოაჩნდა საკმაოდ მედეგობა დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ. მაგრამ, მცენარეს ყველაზე ხშირად ფქვილისებური ფარიანა და ბუგრი სტრუმრობს. მათთან ბრძოლის მეთოდები მსგავსია სხვა ფილოდენდრონების შემთხვევისა.
რაც შეეხება დაავადებებს, ყველაზე ხშირად დაავადება ვითარდება არასწორი მოვლის პირობების გამო, რაც დაკავშირებულია ზედმეტ მორწყვასთან. ფესვები ამ შემთხვევაში ავადდება და ფოთლები ყვითლდება და ცვივა.
ტოქსიკურობა: მცენარის წვენი ტოქსიკურია, შესაბამისად არ შეიძლება მცენარის წვენი მოხვდეს კანზე ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ამიტომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ მცირეწლოვანი ბავშვებისა და შინაურ ცხოვლების ყოლის შემთვევაში.
თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი