გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

გვიმრა ირმის რქა,პლატიცერიუმი (Platycerium bifurcatum)

ასეთი უცნაური ფორმის ფოთლები ძალიან ცოტა მცენარეს თუ აქვს. გარდა განსაკუთრებული ვიზუალისა, ამ გვიმრას ხასიათიც განსაკუთრებული აქვს. სხვა ეპიფიტების ანალოგურად ირმის რქა მომთხოვნია ჰაერის ტენიანობისა და ტემპერატურის მიმართ. მაგრამ, იმისათვის, რომ პლატიცერიუმი გახდეს ფლორისტული კოლექციის სიამაყე, საკმარისი არ იქნება ამ ორი პარამეტრის კონტროლი.

პლატიცერიუმი (Platycerium bifurcatum) ეპიფიტური გვიმრაა, რომელიც სხვა დასახელებით უფრო ცნობილია მისი ვიზუალური მსგავსების გამო - „ირმის რქა“. გვიმრას სამშობლოა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. მცენარეს აქვს მოკლე რიზომა და ვითარდება ცალი მხრიდან, გადმოეკიდება რა ფოთლებით ცალ მხარეს. ოთახის პირობებში მცენარე ისეთ შთამბეჭდავ ზომებს ვერ აწევს, როგორც ბუნებაში (20-50სმ). დროთა განმავლობაში გვიმრა ქმნის კოლონიას და ისე ვრცელდება ხეებზე.  

პლატიცერიუმს ორი ტიპის ფოლები გააჩნია. რქების ფორმა მხოლოდ გვიმრის სპორებიან ფოთლებს აქვს. ფოთლის ზედაპირი ტყავისებულია, დაფარული ბუსუსიანი ტექსტურით, რაც უფრო ეფექტურს და საინტერესოს ხდის მცენარეს. მრგვალი ფოთლები, რომელიც ფორმით ფარს გავს, უნაყოფოა და მჭირდოდ ეკვრის და ემაგრება მასპინძელ ხეს. განსხვავებული სიტუაციაა ხელოვნური გარემოს პირობებში-ხშირად ფარისებური ფოთლები მჭირდოდ ეკვრიან გარშემო ქოთანს, ქმნიან გარკვეულ საყრდენს და დამცავ ფარს ფესვებისათვის. ფარისებული ფოთლები ჯერ მწვანეა, ზრდასრულ ასაკში ეს ფოთლები შრება და ღებულობენ მოყავისფრო ფერს.

ჩრდილის ამტანი და ჩრდილის მოყვარული გვიმრა პლატიცერიუმი საგანგებოდ საჭიროებს ადგილის შერჩევას, სადაც განთავსებული იქნება ხანგრძლივი დროის მანძილზე. ადგილის შეცვლაზე გვიმრა კრიტიკულად ცუდად რეაგირებს.  

განათება: სრულყოფილი განვითარებისათვის პლატიცერიუმს სჭირდება საკმარისად დიდი სივრცე, ფოთლები თავისუფლად უნდა იყვნენ გადმოკიდებული ჰაერში. ამისათვის გამოიყენება ან ცალკე სადგამი, რომ ფოთლები არაფერს ეყრდნობოდეს ან დასაკიდი ქოთანი. განთავსებისათვის საჭიროა ზომიერი, რბილი, გაფანტული სინათლე, ან ნახევრადჩრდილი. პირდაპირი მზის სხივები აკრძალულია.

ტემპერატურა: ამ გვიმრას არ უყვარს ტემპერატურული რყევები, უპირატესობას ანიჭებს სტაბილურ გარემოს: ზაფხულში +18°-25° სითბო, ხოლო ზამთარში აუცილებლად ტემპერატურა +13° ზემოთ, თუმცა გამოზამთრების ოპტიმალური დიაპაზონია +15°-16°. თუ ჰაერის ტენიანობა მაღალია, მაშინ ზამთარში შესაძლებელია შედარებით მაღალი ტემპერატურის დაჭერაც. პლატიცერიუმი ვერ იტანს ორპირს, თბილ ორპირსაც კი, ამიტომ განთავსებისას უნდა მოხდეს ამ ნიუანსის გათვალისწინება.

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: ნამდვილად არ არის რთული პლატიცერიუმის მორწყვის თავისებურებების გაგება, მთავარია გრუნტი იყოს ოდნავ ნოტიო. ირწყვება მაშინ, როცა გრუნტის ზედა ფენა გაშრება და აუცილებლად ვღვრით ზედმეტ წყალს. დაუშვებელია სუბსტრატის როგორც გამოშრობა, ასევე ზედმეტად დატენიანება. მორწყვა შესაძლებელია, როგორც გრუნტის ზედაპირიდან, ასევე ქოთნის წყალში ჩაძირვით. მოსარწყავად გამოიყენება მხოლოდ რბილი წყალი, ონკანის წყალს უნდა მოვერიდოთ.

იმსათვის, რომ მცენარემ კარგად წარმოაჩინოს მთელი თავისი დეკორატიულობა, აუცილებელია დავიჭიროთ ჰაერის მაღალი ტენიანიბა 75%-80%. ტენიანობის კტირიკული ზღვარი 50%-ს წარმოადგენს. დაუშვებელია მცენარის ფოთლის დანამვა-ფოთლებზე შესხურება. ამიტომ პლატიცერიუმისათვის საჭირო იქნება ჰაერის დამატენიანებლის მობილიზება.

კვება: სასუქების მომატებული კონცენტრაცია გრუნტში გვიმრას არ მოსწონს. უმჯობესია სასუქი მოვიხმაროთ რეკომენდირებულ დოზაზე ორჯერ ნაკლები პროპორციით. კვების სტანდარტული ჯერადობა არის ყოველ მე-10 დღე. კვებისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ დეკორატიულ-ფოთლოვანი მცენარისათვის განკუთვნილი სასუქი და მინერალურ-ორგანული სასუქი მორიგეობით.

გასხვლა: საჭიროა უკიდურესი სიფრთხილე თუნცად მომჭკნარი ფოთლების გასხვლისას.  გადარგვის დროსაც კი დაუშვებელია რაიმეს შეჭრა და დაზიანება. განსაკუთრებით ეს ეხეფა უნაყოფო, ფარისებრ ფოთლებს. ხოლო რაც შეეხება რქის მსგავს ფოთლებს, შეიძლება გაისხლას აუცილებლობის შემთხვევაში.

გადარგვა: თუ გვიმრა ან ბლოკზეა დასმული ან ხის ქერქშია ჩარგული, მაშინ გადარგვა ყოველ წელს არის საჭირო. ქოთნის შემთხვევაში ზრდის ტემპისა და ფესვების მდგომარეობიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გადარგვის პროცედურის დროს უნდა დავიცვათ ჰიგიენა და სიფრთხილე ფესვებთან. თუ გვიმრა ქოთანშია ჩარგული, მაშინ აუცილებელია უხეში, მსხვილი ფრაქციის გრუნტი. სახლის პირობებში გაზრდისათვის იდეალური ვარიანტია ბეგონიებისათვის ან სენპოლიისათვის ან ორქიდეებისათვის განკუთვნილი გრუნტი გარეული სფაგნუმში. თუ გრუნტის გაზავება თავად მიგვიწევს, მაშინ უნდა ავიღოთ კომპოსტი, ტორფი, ქერქი და სფაგნუმი თანაბარი პროპორციებით.

დაავადებები და მავნებლები: ეს გვიმრა ავადდება მხოლოდ მოვლის პირობების დარღვევის შემთხვევაში, განსაუთრებით თუ ჰაერის ტენიანობა დაბალია. მშრალ ჰარზე ფოთლები შრება და იღუპება.

მავნებლებიდან დიდ საფრთხეს წარმოადგენს ფარიანა, რომელიც სახლდება ფოთლის უკანა მხარეს და დიდი სისწრაფით მრავლდება. გვიმრაზე შეიძლება დაბინავდეს ბუგრი, რომელიც საკმაოდ მოკლე დროში აფუჭებს ფოთოლს,  ფქვილისებური მუხლუხო, ტრიფსები, აბლაბუდა ტკიპა. დაავადებისა და მავნებლების გამოვლენის შემთხვევაში მცენარე მუშავდება როგორც მექანიკურად, ასევე სპეციალური ქიმიური საშულებებით. მაგრამ ნემატოდის გაჩენის შემთხვევაში მცენარე სამწუხაროდ, უნდა განადგურდეს.

გამრავლება: სპორებიდან გვიმრის გაზრდა ძალიან რთული პროცესია. ამიტომ უმჯობესია გამრავლებისათვის გამოვიყენოთ მცენარის დაყოფის მეთოდი-მცენარეს სცილდება ახალგაზრდა გვერდითა ამონაზარდი ისე, რომ მოყვეს საკუთარი ფესვთა სისტემა. მაგრამ არ ვეხებით ფარისებურ ფოთლებს და ვხმარობთ სტერილურ იარაღებს. ახალგადარგული გვიმრა უნდა მოირწყას აკურატულად და ჰაერის ტემპერატურა გაიზარდოს მაქსიმუმამდე.

პოპულარული სახეობები:  მიუხედავად იმისა, რომ ბუნებაში უამრავი სახეობა გვხვდება, სახლის პირობებში გაზრდისათვის მხოლოდ ერთეულები გამოდგება: ირწმისრქება პლატიცერუმი (Platycerium bifurcatum),

დიდი პლატიცერიუმი (Platycerium grande).

ხოლო გაყიდვაში სადღეისოდ გვხვდება უსახელო ჰიბრიდები და სახეობები, რომელიც სახლის პირობებისათვის არის ადაპტირებული.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

06 June 0 2 667

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно