გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ყველაფერი აბლაბუდა ტკიპას შესახებ

თუ რომელიმე მავნებელი ჩნდება „არსაიდან“, ეს არის აბლაბუდა ტკიპა. ეს ტკიპა გვხვდება თითქმის ყველა ტიპის მცენარეზე, გარდა წყალმცენარეებისა და საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტებს უქმნის გამოცდილ ფლორისტებსაც კი.

მიკროსკოპული ზომის, საკმაოდ აქტიური, აბლაბუდა ტკიპა, მიეკუთვნება ობობისებრთა ტკიპების ოჯახს. მისი ზომა პირდაპირპროპორციულია იმასთან, თუ რამდენად არის ნაკვები. საშუალოდ, მდედრის ზომებია 0,4-0,6მმ, მამრის 0,3-0,45მმ. ესაა რბილი, ელიფსური ფორმის არსება, რომელსაც სხეულის ზედა ნაწილი ამობურცული, ხოლო ქვედა ბრტყელი აქვს. ზრდასრული ტკიპა საკმაოდ სწრაფად გადაადგილდება 4 წყვილი კიდურით.ლარვები (ნიმფები, პატარა ტკიპები) თითქმის გამჭვირვალეა ოდნავ მომწვანო-მოკრემისფრო შეფერილობით.

ჩვენდა არც ისე სასიხარულოდ აბლაბუდა ტკიპები გამოირჩევიან არც თუ ისე მცირე ნაირსახეობით და მათ მიერ მიყენებული ზიანიც შეიძლება იყოს სხვა და სხვა სიმძიმის.

ჩვეულებრივი აბლაბუდა ტკიპა (Tetranychus urticae)
წითელი აბლაბუდა ტკიპა (Tetranychus cinnabarinus)
წითელფეხება აბლაბუდა ტკიპა (Tetranychus ludeni)
სავზდარგის აბლაბუდა ტკიპა (Tetranychus sawzdargi)
ატალნტიდის აბლაბუდა ტკიპა (Tetranychus atlanticus)

ჩამონათვალიდან ჩვენთვის ყველაზე ცნობილი და გავრცელებული ჩვეულებრივი აბლაბუდა ტკიპაა.

ტკიპას მიერ მოქსოვილ აბლაბუდაში ცხოვრობს რამოდენიმე თაობის მავნებელი. მრავლდება უსწრაფესად, გამოჩეკვიდან 10-20 დღეში  ზრდასრულ ფორმას აღწევს. თუმცა, დაბალი ტემპერატურა და ჰაერის მაღალი ტენიანობა მნიშვნელოვნად აფერხებს მათ გამრავლებას. მაგრამ, როგორც კი მათთვის სახარბიელო კლიმატური პირობები შეიქმნება, მოხდება გამრავლების ტემპების საყოველთაო აფეთქება ყველა მცენარეზე.  საოცარი ისაა, რომ განაყოფიერებული კვერცხებიდან იჩეკებიან მდედრი ტკიპები, ხოლო გაუნაყოფიერებელიდან მამრი. ტკიპების ზრდის ტემპი და განვითარება ძალიან არის დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურაზე, ასე მეგალითად, +15° შემთხვევაში სჭირდება საშუალოდ 15 დღე-ღამე, ხოლო +30° საკმარისია 2-3 დღე და ღამე. ასევე, ტემპერატურაზეა დამოკიდებული ტკიპების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც უფრო მაღალია ტემპერტურა, მით უფრო დიდი ხანი ცხოვრობს ეს არსება, საშუალოდ 7-36 დღე-ღამე. ეს არის მონაცემები, რომელიც აუცილებლად(!) უნდა გავითვალისწინოთ მცენარეების დამუშავების გრაფიკის შედგენისას.

შემოდგომაზე ტკიპების ერთი ნაწილი, მდედრები მგალითად, იცვლიან ფერს, წითლდებიან და წყვეტენ კვებას, ეძებენ რა გამოსაზამთრებლად ახალ სივრცეს. ზოგიერთი მათგანი გადაადგილდება მაღლა, ზოგი ეშვება დაბლა. შეიძლება გასცდნენ მცენარეებს და გადაადგილდნენ კედლებზე,  და დაძილქუშდნენ იქ, სადაც ხელსაყრელ პირობებს იპოვიან. ამიტომ არის, რომ მცენარეების პრეპარატებით დამუშავება არ იძლევა სრულ გარანტიას, რომ ტკიპა აღარ შემოგვესევა. ანალოგიურად უფრთხილდებიან თავს მდედრი ტკიპები ზაფხულის ძალიან მაღალი ტემპერატურის დროს, პოულობენ კომფოტრულ ადგილს, წყვეტენ კვებას და ელოდებიან შესაბამის კლიმატურ პირობებს, რომ გამოვიდნენ სამალავიდან და გამრავლდნენ.

აბლაბუდა ტკიპით დაავადების ნიშნები ტკიპები იკვებებიან მცენარის უჯრედის შემადგენელი ნივთიერებებით.  თავისი არსებობის შეხახებ ტოვებენ კვალს, უმეტესად ფოთლის ქვედა მხარეს, თეთრი წერტილების-იარების სახით და ქსოვენ ძალიან წვრილ აბლაბუდას. მცენარების უჯრედები და შესაბამისად ორგანოები (ფოთლები განსაკუთრებით) ირღვევა, რაც ხელს უშლის ფოტოსინთეზის სრულფასოვან წარმოებას. მცენარე სუსტდება და უკვე კარგავს ბუნებრივ იმუნიტეტს, ამიტომ, მოწყვლადია სხვა და სხვა დაავადებების მიმართ. გარდა იმისა, აბლაბუდა ტკიპა დაავადებების გადამტანიცაა, მაგალითად როგორიცააა სიდამპლე და სხვა და სხვა სახიფათო ვირუსები.

პროფილაქტიკა მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი აბლაბუდა ტკიპას გაჩენისთვის არის მშრალი ჰაერი (ზაფხულის ცხელი დღე, ზამთარში გამათბობელი), ამიტომ, ჰაერის ტემპერატურის დაწევა, ტენიანობის გაზრდა და მცენარეებზე წყლის შესხურება ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიებებია. საინტერესო ისაა, რომ მცენარის  წყალში მთლიანად ჩაძირვა ეფექტური არაა, რადგან ტკიპა თავს იცავს პატარა საჰაერო ბუშტუკებით (კაფსულით) და არ იღუპება.

აბლაბუდა ტკიპასთან ბრძოლა აუცილებელი რამ, რაც უნდა გაკეთდეს არის:

  • მცენარის კარგად და საგულდაგულოდ გასუფთავება თბილი, საპნიანი წლით (შეიძლება გამოვიყენოთ ჭურჭლის რეცხვის სხვა საშუალება). ვერ ვიტყვით, რომ ამ ქმედებით ტკიპებს მოვსპობთ, მაგრამ რიცხოვნობას კი შევამცირებთ გარკვეული დროით. მაგრამ, მარტო მცენარის დამუშავება საკმარისი არაა. ვრეცხავთ ქოთანს, ლამბაქს და ფანჯრის რაფასაც კი. ანალოგიურად მუშავდება ყველა მეზობელი და არამეზობელი მცენარეც.
  • შეიძლება მცენარე საგულდაგულოდ მოირწყას და 3 დღით ჩაიდგას გამჭვირვალე პლასტიკურ პარკში. მაღალი ტენიანობის გამო, რომელიც ამ ხნის მანძილზე შეიქმენა ცელოფანში, ტკიბები დაიღუპებიან, თუმცა არსებობს თავად მცენარის გაფუჭების საფრთხეც.
  • აბლაბუდა ტკიპა მწერი არაა, არამედ ეს არის ობობის მაგვარი ცხოველი, ამიტომ ჩვეულებრივი ინსექციდებით ვერ მოვერევით. უნდა გამოვიყენოთ სხვა პრეპარატები, აკარიციდები, ან ინსექტოაკარიციდები.
  • ვადგენთ მცენარეთა დამუშავების გრაფიკს აბლაბუდა ტკიპების სასიცოცხლო ციკლებისა და მცენარის დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით. ერთჯერადი დამუშავება საკმარისი არ იქნება.
 აბლაბუდა ტკიპასთან ბრძლის სხვა საშუალებების შესახებ იხილეთ სტატია ​https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/350-ablabuda-tkipas-sawinaagmdego-sashualebebi.html
​​​თარგმანი: ხათუნა კალატოზიშვილი
31 May 0 4 485

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно