გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ანთურიუმის ხანგრძლივი ყვავილობისათვის

მიუხედავად იმისა, რომ ანთურიუმი დღეს საკმაოდ ხელმისაწვდომი მცენარეა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ესოდენ პოპულარული მარტივი მოსავლელია. სულ მცირედი შეცდომა მოვლის პირობებში შეიძლება გახდეს  სუსტი ყვავილობის ან და ხანგრძლივი დროის მანძილზე ყვავილების გარეშე დარჩენის მიზეზი.

ჯეროვანი ყურადღება ანთურიუმი ისეთი მცენარეა, რომლის მივიწყება რამოდენიმე დღით, კვირით და ა.შ. არ შეიძლება. თავიდან რომ ავირიდოთ ყოველგვარი გართულება, საჭიროა მცენარის ყოველდღიური დათვალიერება, ისე, რომ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ფოთლებსა და ახალ ამონაყრებს. აუცილებლად დავიცვათ მცენარის ჰიგიენა. ფოთლებზე მტვერი არ უნდა დაგროვდეს, ამიტომ კვირაში რამოდენიმეჯერ უნდა გაიწმინდოს ნამიანი ბამბის, ან პარალონის ტამპონით.
შესაბამისი განათება ამ მცენარეს აქვს შესანიშნავი თვისება-კარგად იტანს და ვითარდება ხელოვნურ განათებაზე. მაგრამ სინათლის ხარისხსა და ინტენსივობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მცენარეს მოსწონს მკვეთრი და გაფანტული სინათლე. პირდაპირი მზე მისთვის არ შეიძლება, ამიტომ მზიანი ფანჯრების შემთვევაში იდგმება ოდნავ მოშორებით. სინათლის უკმარისობის დროს ფოთლები ჩიავდება, კარგავენ ჯანსაღ იერს.
სტაბილურობა ანთურიუმს უნდა გამოვუნახოთ მუდმივი განთავსების ადგილი-მუდმივი ტემპერატურით, რბილი განიავებით, მოვლის პირობების მკვეთრი ცვლილებების გარეშე. ვერ ეგუება ეს მცენარე ორპირს, გამათბობელს, კონდენციონერს და აივანზე გაბრძნებებს. არ ღირს ზაფხულობით ღია ცის ვეშ გატანა.

ანთურიუმი იმდენად სითბოსმოყვარული მცენარეა, რომ +18°-ც კი მისთვის დაბალი ტემპერატურაა. რაც შეეხება სიცხეს, მცენარე იტანს იმ შემთვევაში, თუ საკმარისად მაღალია ჰაერის ტენიანობა. ასე, რომ იდეალური ტემპერატურული დიაპაზონია +18°-25°.

სუბსტრატის ტენიანობა სუბსტრატის მოთხვნების მიხედვით ანთურიუმი სხვა მრავალ ტროპიკულ მცენარეს გავს-არ უყვარს ზედმეტი ტენი გრუნტში და არც სრული გამოშრობა. რაც უფრო ერთგვაროვანი იქნება გრუნტის ტენოანობა, მით უკეთესი. მომდევნო მორწყვამდე გრუნდის ზედა ფენა სასურველია გამოშრეს. ზამთარში გრუნტი კიდევ მეტად მშრალად უნდა ვამყოფოთ. მნიშვნელოვანია მოსარწყავი წყლის ხარისხიც. ანთურიუმი უნდა მოირწყას დარბილებული და ოთახის ტემპერატურაზე თბილი წყლით.
ჰაერის ტენიანობა ანთურიუმის ერთი სახეობა უფრო ამტანია ჰაერის ტენიანობის მიმართ, ვიდრე მეორე, მაგრამ, ყველა სახეობას მოსწონს, როდესაც ჰაერი დატენიანებულია. თუ ტენანობა 50% დაბალია, სასწრაფოდ იქნება ჰაერის დატენიანების დამატებითი მანიპულაციების ჩატარება. რაც უფრო მაღალია ჰაერის ტემპერატურა, მით მაღალი უნდა იყოს ტენოანობა.
კვება საკვები სასუქებისა და დანამატების შერჩევისას საჭიროა გავითვალისწინოთ არა შეფუთვაზე დატანილი სტანდარტები, არამედ მცენარის განვითარების დინამიკა. თუ ანთურიუმი იზრდის ახალ ფოთლებს და ყვავის, მისი კვება საჭირო არაა. თუ ვეგეტაცია არ შეინიშნება, მაშინ კვება უნდა შევწყვიტოთ. გაზაფხულზე და ზაფხულში სასურველია გამოვიყენოთ მოყვავილე მცენარეებისათვის, ან ორქიდეებისათვის განკუთვნილი სასუქების განახევრებული დოზა და 2-3 კვირაში ერთხელ გავამდიდროთ გრუნტი. თუ ზრდის ტენდენცია გრძელდება, შემოდგომაზე და ზამთარშიც ვაწარმოებთ კვებას, ოღონდ 5-6 კვირაში ერთელ და იმ დაშვებით, რომ განათება კარგია.
დაგეგმილი გამოზამთრება ანთურიუმის უნიკალურობა იმაშია, რომ არ სჭირდება მოსვებენის მკაცრი პერიოდის ორგანიზება და ხშირად ზამთარშიც ყვავის. ტემპერატურა უმჯობესია იყოს შედარებით დაბალი , +18°-მდე.
ზამთრის პერიოდში განათების ინტენსივობა უნდა იყოს მაღალი. სხვა ვარიანტების არარსებობის გამო  შესაძლებელია უფრო განათებულ ადგილზე გადადგმა. განათებული დღის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 სთ-ზე ნაკლები.
გასხვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ანთურიუმი უმჯობესია არ შევაწუხოთ. მცენარეს შორდება მხოლოდ დამჭკნარი ფოთლები და დაყვავილებული ყვავილები. მაგრამ უმჯობესია არ ვიჩქაროთ, ფოთლები და ყვავილები კარგად უნდა დაჭკნეს.
გრუნტი და გადარგვის ხერხი გადარგვას ანთურიუმი ვერ ეგუება. უმჯობესია მოხდეს მცენარის გატანა ახალ ქურჭელში თავისი ძველი გრუნტიანად, ისე, რომ ფესვებს არ შევეხოთ. შესაძლებელია მცენარე ოდნავ ჩაღრმავდეს გრუნტში ფესვებისა და გვერდითი ამონაყარის ზომებიდან გამომდინარე. გრუნტის გაახალგაზრდავებისათვის, თუ არ გვინდა, რომ გადავიტანოთ ანთურიუმი ახალ ჭურჭელში, საკმარისია ზედა ფენის 4-5სმ გამოცვლა. ზრდასრული ანთურიუმის გადატანა მაშინ არის რეკომენდირებული, როდესაც მცენარეს საკმაო რაოდენობის ფესვები, ამონაზარდები აქვს და ქოთანში აღარ ეტევა (საორიენტაციოდ 2-3 წელიწადში ერთხელ).

ანთურიუმს სჭირდება სპეციალური გრუნტი, ანთურიუმებისათვის, ბრომელიების ან ორქიდეებისათვის განკუთვნილი სუბსტრატის ანალოგიური. ქოთანში საჭიროა საკმაორდ მაღალი სადრენაჟე ფენის გაკეთება. რაც შეეხება ქოთანს, მთავარია დიამეტრი მეტი იყოს სიღრმეზე და გააჩნდეს სადრენაჟე ნასვრეტები.

სწრაფი რეაგირება საერთო ჯამში, ანთურიუმი საკმაოდ მედეგი მცენარეა. მაგრამ თუ დავუშვებთ შეცდოემებს, განსაკუთრებით მორწყვისას, მაშინ შესაძლებელია მცენარე დაავადდეს სიდამპლით. მავნებლების შემთხვევაში ჩნდენა ყველა ის პარაზიტი, რომელსაც უყვარს მშრალი ჰაერი: ბუგრი, ფარიანა, აბლაბუდა ტკიპა. თუ შეამჩნევთ დაზიანებებს, ლაქებს, მავნებლებს, სასწრაფოდ არის საჭირო რეაგირება-მცენარის იზოლირება და შესამაბისი პრეპარატებით დამუშავება. ასევე, სასწრაფოდ უნდა დაკორექტირდეს მოვლის მეთოდები. ანთურიუმისათვის უმჯობესია ჩატარდეს ზედმეტი პროფილაქტიკური დამუშავება, ვიდრე ღრმად წავიდეს პრობლემა.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით: ​ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
იხილეთ ასევე სტატიები ანთურიუმის შესახებ: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/451-anturiumis-gadargva-saxlis-pirobebshi.html
თარგმანი:ხ.კალატოზიშვილი
​​​
14 May 0 5 492

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно