გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ჰაერის ტენიანობის გაზრდის 10 ხერხი

როგორც ცნობილია ოთახის მცენარეების ეგზოტიკური უმრავლესობა თავისი წარმოშობით ტროპკებიდან არის და ამიტომ მათ სრულფასოვან ზრდა-განვითარებას ჰაერის მაღალი ტენიანობა სჭირდება. ტენიანობასთან დაკავშირებული პრობლემების პიკი, როგორც წესი, ორ სეზონზე მოდის, ეს არის ცხელი ზაფხული, როდესაც გარემოს ტემპერატურა ისედაც მაღალია და ნალექი მცირე, და ცივი ზამთარი, როცა ოთახებში აგუზგუზებული გამათბობლები საშინლად აშრობენ ჰაერს. ორივე შემთხვევა არც თუ ისე სახარბილეოა მცენარისათვის. არსებობს 10 საკმაოდ ნაცადი და ეფექტური ხერხი, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ ჰაერის ტენიანობა ოთახში.

  • მცენარეების დანამვა
  • ეს არის ყველაზე გავრცელებული და მარტივი ხერხი ჰაერის ტენიანობის აწევისათვის. დასანამად შეიძლება გამოვიყენოთ ონკანის, ნადგამი წყალი, მაგრამ უკეთესია, თუ მოვიხმართ დარბილებულ, ან გამოხდილ წყალს. შესხურება ასევე კარგია მცენარის ჰიგიენისათვის, რადგან, ამ დროს ხდება ფოთლებიდან მტვრის ჩამორეცხვა. გასაგებია, რომ უნდა დავიცვათ ზომიერების ფარგლები, რომ არ გამოვიწვიოთ მცენარის დაავადებები.
  • მცენარეებთან ახლოს წყლიანი ჭურჭლის დადგმა
  • ამ მიზნისათვის გამოდგება ნებისმიერი მასალის ჭურჭელი, შუშა, მეტალი, პლასტმასი და ა.შ. სასურველია, რომ ჭურჭელს ქონდეს ფართო პირი. შესაძლებელია დეკორატიული ვაზონების გამოყენება, რომ მოუხდეს ინტერიერს და შეასრულოს ჰაერის დატენიანების ფუნქცია. გარემოს ტემპერატურის გავლენით წყალი იწყებს აორთქლებას და ნელა ზრდის ტენიანობას. შესაძლებელია წყლის ზედაპირთან ახლოს დაიდგას/დაიკიდოს ამპელური მცენარეები, რომ ტოტები ოდნავ შეეხონ წყალს. ასე მოვახდენთ მათი დაფესვიანების პროვოცირებას.
  • კენჭებიანი ფოდნოსის დადგმა
  • ეს გზა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ საჭიროა შედარებით დიდი ფართი, და რთულია ინტერიერთან „შერწმა“. ე.წ. ფოდნოსი რაც შეიძლება ღრმა უნდა იყოს და საჭიროა კენჭები, პემზა, ნებისმიერი მასალა, რაც ჩაიყრება და დაიფარება წყლით. ეს მეთოდი ეფექტურია სხვებისაგან იმ განსვავებით, რომ კენჭებზე იდგმება ქოთნები. სასურველია შეირჩეს ისეთი მცენარეები, რმელთაც განსაკუთრებით მაღალი ტენანობა სჭირდება, რომ ამონაორთქლი ტენი უშუალო შეხებაში იყოს ფოთლებთან. მაგრამ, არსებობს საფრთხე. ფოდნოსი წყლით ბოლომდე არ უნდა აივსოს, წყალი არ უნდა შეეხოს ქოთნების ძირებს, რათა არ მოხდეს მცენარის გრუნტის ზედმეტი დატენიანება და  ფესვების ლპობა.
  • დამატენიანებელი (humidifier) 
  • დამატენიანებელი ყველაზე კარგი და შეუცვლელი რამაა არა მხოლოდ მცენარეებისათვს. სასურველია დამატენიანებელი დაიდგას მცენარებთან ახლოს. განსაკუთრებულად შეუცვლელი ნივთია ეს ზამთარში, როდესაც გათბობის საშუალებები აშრობენ ოთახში ჰარს და ადამიანისთვისაც კი არც თუ ისე ხელსაყრელი გარემო პირობები იქმნება.
  • აბაზანის კარის ღია დატოვება
  • ალბათ ცოტა უცნაური რჩევაა, მაგრამ როდესაც საშხაპე მოშვებულია და აბაზანა ივსება ტენით, მაშინ ეს პატარა ოთახი ერთგვარ დამატენანებლის ფუნქციას ასრულებს. თუ შხაპის მიღებისას, ან ნებისმიერი საქმანობისას, რაც დაკავშირებულია მოშვებულ წყალთან, აბაზანის კარს დატოვებთ ღიას, ასეთი ქმედება კარგია არა მხოლოდ მცენარებისთვის, აბაზანაც მალე განიავდება.
  • ტანისამოსის (სარეცხის) გაშრობა მცენარეებთან ახლოს
  • ალბათ ყველა ვხმარობთ დასადგამ საშრობებს, ხოლო ზამთარში უშუალოდ გამათბობლებს. ეს საშუალებაც დაგვეხმარება ავწიოთ ტენიანობა მცენარებთან, თუ ამ მოწყობილობას დავუდგავთ გვერდზე. ხოლო ზამთარში მუდმივად გვექმნება სველი პირსახოცი დადებული გამათბობელზე.
  • აკვარიუმი
  • ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ეფექტური გზა გავზარდოთ საცხოვრებელ სივრცეში არა მხოლოდ ჰაერის ტენიანობა, არამედ განწყობაც, არის აკვარიუმის მოწყობა. აკვარიუმს ფართო პირი აქვს, იქიდან საკმაო რაოდენობით ორთქლდება წყალი. აღარაფერს ვამბობთ იმ დადებით ეფექტზე, რომელიც იქმნება გარემოში ცოცხალი თევზების ნარნარით. განსაკუთრებულად ეფექტურია აკვარიუმი თავისი ნათებით სწორედ მცენარეებთან კომბინაციაში. შესაძლებელია აკვარიუმის მხოლოდ წყალმცენარეებით გაწყობა, ესეც გემოვნების საგანია, რადგან თევზების მოვლას სჭირდება გარკვეული დროითი რესურსი და ცოდნა.
  • დეკორატიული ჩანჩქერი
  • ძალიან უქხდება ჩანჩქერი ინტერიერს, განსაკუთრებით თუ მცენარეებთან არის შეხამებული. სანამ წყალი ჩანჩქერში მოედინება, ორთქლდება. გასაგებია, რომ ტენიანობის აწევის ინტენსიობა დამოკიდებულია ჩანჩქერის მაშტაბებზე, მაგრამ ესეც ხელმისაწვდომობისა და გემოვნების თემაა.
  • მცენარეებზე პოლიეტილების ცელოფნის გადაფარება
  • ასეთი ქმედება არ არის პერმანენტული გადაწყვეტილება, რაგდან ცელოფანგადაფარებული მცენარეები ნამდვილად არ გამოირჩევიან შესაშური ესთეთიკით. ასე შეიძლება დავფაროთ მცენარები გარკვეული ხანმოკლე დროით, როცა იძულებულები ვართ დავტოვოთ ისინი და რთული იქნება არა თუ ტენიანობის აწევა, არამედ მათი მორწყვა. რითია ეს, თუნდაც  რდოებითი მეთოდი კარგი? ჯერ ერთი, მცენარეებს ექმნება მათთვის ბუნებრივი გარემმო და მეორე, თუ შემოგვესია მშრალი ჰაერის მოყვარული პარაზიტი, შეიძლება ასეთი ქმედება გამოგვადგეს მათთან საბრძოლველად. მაგრამ, ასე გადაფარებული მცენარები ჰაერის საჭირო აერაციის გარეშე დიდ ხანს არ უნდა გაჩერდეს, რადგან მაღალია მათი გაფუჭების რისკი.
  • მცენარეების ერთად დაწყობა
  • მრავალი ფლორისტი ასეც იქცევა და სასიამოვნო კუთხეს ქმნის სხვადასხვა მცენარებისაგან, ეს ლამაზიცაა და სასარგებლოც. მრავალი ქოთნის ნიადაგიდან და ფოთლებიდან ამონაორთქლი წყალი ქმნის პერიმეტრზე მაღალ ტენიანობას და ასე ეხმარებიან მცენარები ერთმანეთს გარემოსთან შეგუებაში.

აღსანიშნავია ის, რომ განსაკუთრებულ ეფეტქს ამ მეთოდების კომბინაცია უფრო იძლევა. ასე, რომ შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მარტივად შესასრულებელი და შეუქმენით თქვენს მცენარეებს მათთვის შესაბამისი გარემო.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი ხ.კალატოზიშვილი

21 April 0 3 752

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно