გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ამარანტი (Amaranthus) ლამაზი,სასარგებლო და გემრიელი

ამარანტი, იგივე ჯიჯლაყა, ერთ-ერთი პოპულარული წარმომადგენელია ჯიჯლაყისებრთა ოჯახიდან. ამ ოჯახში მცენარეების რაოდენობაზე ერთიანი მოსაზრება არ არსებობს, 60 დან 100-ზე მეტ ეგზემპლიარს ითვლიან, რადგან თავად მცენარე ბუნებაში იმდენი ნაირსაახეობისა და თვისებების გვხვდება, რომ რთულია მისი კუთვნლების დაზუსტება: არის მცოცავი, მყარი ღეროთი, ლიანა, მყარი ყვავილებით, დაკიდული ყვავილებით, სხვა და სხვა შეფერილობით, კულტურული სახეობა, სარეველა და ა.შ. ამარანტების მეტი წილი მოდის სამხრეთ ამერიკაზე, და იქ ამ მცენარეს უმნიშვნელოვანესი კულტურული როლი ეჭირა ათასწლეულების მანძილზე (იხ. სტატია ჯიჯლაყას შესახებ). ამერიკის კონტინენტზე „თეთრი ადამიანის“ გამოჩენის შემდეგ ამარანტს დაეკარგა თავისი როლი, რადგან, რატომღაც ევროპელებს არ მოეწონათ ეს მცენარე და დაიწყეს მისი მასიური „დაკნინება“, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ამარანტის ევროპაში შემოღწევისათვის. საინტერესო ისაა, რომ ამარანტის კულტურულ, დეკორატიულ სახეობას ასეც ეძახიან, ხოლო ველური და სარეველა ეგზემპლარები ცნობილია როგორც ჯიჯლაყა.

სადღეისოდ ამარანტი მოყავს მრავალი დანიშნულებისა და გამო, დეკორატიული, საკვები, მარცვლეული, ბოსტნეული, ტექნიკური და განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამარანტის კულტივირება ფარმაცევტული დანიშნულებიდან გამომდინარე. მოყავთ ძრითადად ერთწლიანი კულტურები, რომელიც გამოირჩევა გვალვის, სიცივის კარგი ამტანობით, და საერთო ჯამში, უპრეტენზიო მოვლის პირობებით.

ამარანტი ლანდშაფტური დიზაინისათვის ყველა ტიპის ამარანტი დეკორატიულია. შესაძლებელია როგორც მაღალი, ასევე ჯუჯა სახეობების გამოყენება, როგროც ლანდშაფტური დეკორისათვის, ასევე სახლის პირობებში გაზრდისათვის. ფოთლების შეფერილობის მდიდარი გამიდან გამომდინარე და ასევე, ყვავილობის ტიპისა და შეფერილობის გამო, ამარანტით გაფორმებული ბაღი ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება. შეუდარებელია ეს მცენარე საშემოდგომო-ზამთრის თაიგულებშიც.

ამარანტი კულინარიაში ამარანტის ახალი ფოთლები საკვებად გამოსადეგია. ფოთლების გამოყენება შეიძლება, როგორც ცოცხლად სალათებში, ასევე აქტიურად ხმარობენ მარინადებსა და მწნილებში, ხოლო გამხმარი ფოთლები არომატული და სასარგებლოა ბალახეულ ჩაიში. სასარგებლო თვისებები აღმოაჩნდა ამარანტის ფოთლებსა და ყვავილებზე დაყენებულ ძმარსაც. საკვებად გამოიყენება ამარანტის ღეროსაგან გამოყვანილი ფხვნილი. ღეროებს აშრობენ ოთახის პირობებში და შემდეგ ფქვავენ და კერძებში ხმარობენ როგორც საკმაზს. ფხვნლი გამოყენება ჩაიშიც. ამატანტი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან მცენარეთა შორის, რომელიც მაღალი ოდენობით შეიჩავს ცილებს (ამინომჟავებს). განსაკუთრებული საკვები ღირებულება გააჩნია ამარანტის თესლს. ამერიკაში ამარანტის მარცვალი სერიოზულ კონკურენციას უწევდა სიმინდის მარცვალს, ფაქტურად ეს იყო ინდიელების „პური“.

ამარანტი და ფარმაცევტიკა ამარანტის თესლისაგან გამოხდილ ზეთს აქვს უნიკალური სამკურნალო თვისებები. ძველ ჩინურ მედიცინაში გამოიყენებოდა როგორც დაბერების საწინააღმდეგო საშუალება. ხოლო, თანამედროვე მედიცინაში გამოიყენება, როგორც ანტიკარცენოგენური, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ფსორეაზისა და ზოგიერთი ქალური დაავადებების სამკურნალო საშუალება. შესაბამისად დამუშვებული ფოთლების, ღეროებისა და ფესვების ნახარში სასარგებლოა ჰიპერტონიის, დისბაქტერიოზის, ალერგიის წინააღმდეგ. გამოყავს ორგანიზმიდან მძიმე მეტალები და საერთოდ, კარგად ასუფთავებენ ორგანიზმს.

ამარანტი მეცხოველეობასა და სუფლის მეურნეობაში მცენარის მთელი მასა შესანიშნავი საკვებია ბალახის მჭამელი რქოსანი პირუტყვისათვის, ხოლო მარცვალი შეუდარებელია მეფრინველეობაში. ამისათვის განსაკუთრებული მოვლა არაა საჭირო, მცენარე იჭრება გარკვეულ სიმაღლეზე და მთელი ზაფხულის მანძილზე ამარანტი ისევ მოასწრებს ახალი ყლორტების ამოტანას.

ამარანტს გააჩნია კიდევ ერთი უნიკალური თვისება, რის გამოც, მას გამოიყენებენ, როგორც სიდერატს (მწვანე სასუქს). ამარანტით დათესილი ნიადაგი იძენს სასარგებლო თვისებებს. მცენარის ფესვთა სისტემა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლითაც ამდიდრებს ნიადაგს და ასევე, წმენდს ტოქსიკური მინაერთებისაგან. ასე და ამგვარად ნიადაგი მდიდრდება და უფრო ნაყოფიერი ხდება.

ამარანტის სახეობები Amaranthus paniculatus, Amaranthus caudatus, Amaranthus hypochondriacus, Amaranthus tricolor.

ამარანტის მოვლისა და სახეობების შესახებ სტატია ნახეთ აქ https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/703-jijlayas-dargva-movlaamaranthus.html
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ​ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი​​​
19 April 0 2 581

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно