მიკროელემენტები,მცენარის დამხმარე აგენტები (ნაწილი 2)

ნიადაგი წარმოადგენს ერთგვარ ბუფერს, სადაც სხვა და სხვა საკვები ელემენტები იყრის თავს და მცენარე მაშინ იწყებს მათ გამოყენებას, როცა მისი განვითარების საჭირო ფაზები დგება. ელემენტები, რომლებიც იმთავითვე მოიპოვება გარემოში ორ კლასად იყოფა: მაკროელემენტები და მიკროელემენტები.  

მიკროელემენტები ისეთ მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენენ მცენარეებზე, როგორც მაკროელემენტები. თუმცა, მათი მონაწილეობა სხვა და სხვა პროცესების მიმდინარეობის ხარისხსა და სისწრაფეზე ახდენენ ზემოქმედებას. მიკროელემენტებს განსაკუთრებული გავლენა აქვთ კოკრებზე, ყვავილებზე, ნაყოფსა და ზოგადად, მოსავლიანობაზე.

კალცი „Ca” – ხელს უწყობს მცენარის მიერ აზოტის ათვისებას, არეგულირებს ნახშირწყლებისა და ცილების მიღებას. კალცის დიდი რაოდენობა გვხვდება მცენარის უკვე ზრდასრულ ორგანოებში. პასუხისმგებელია მცენარის სასიგნალო სისტემაზე, რომელიც, თავის მხრივ, დროულად რეაგირებს გარემო ფაქტორებსა და ჰორმონებზე.

უკმარისობა: რბილდება მცენარის უჯრედები, განსაკუთრებით უკმარისობა შესამჩნევი ხდება ფესვებზე. ირღვევა უჯრედების მემბრანების სატრანსპორტო ფუნქცია, იშლება ქრომოსომები, ფერხდება უჯრედების დაყოფა-შესაბამისად მცენარის ზრდა.

სიჭარბე: მცენარეს ემართება ქლოროზი, ფოთლებზე ჩნდება ბაცი, დანეკროზებული ლაქები. ზოგჯერ ჩნდება წყლულის მსგავსი რგოლები. არის შემთხვევები, როცა კალცის სიჭარბეზე მცენარე ზრდის ტემპის ამაღლებით პასუხობს, მაგრამ ახალამოზრდილი ყლორტები მალე იღუპებიან.

მარგანეცი „Mn“ – ააქტიურებს ფერმენტებს, რომლებიც მონაწილეობენ ნახშირწყლების, ცილების, ვიტამინების სინთეზში.  მონაწილეობას ღებულობს ფოტოსინთეზში და  მცენარის სუნთქვაში.

უკმარისობა: მცენარის ფოთლები კარგავენ სიმკვეთრეს, ბაცდება. მცენარეს ემართება ქლოროზი, არ უვითარდება და უფუჭდება ფესვთა სისტემა, უხმება ფოთლები და ღეროები და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას დაავადებებს.

სიჭარბე: მცირდება ქლოროფილის რაოდენობა, ფოთოლს ეწყება ძარღვებს შორის ქლოროზი თავისი თანმდევი ნაგატიური შედეგებით.

ცინკი „Zn” – არეგულირებს აღმდგენ პროცესებს. ამაღლებს ნაყოფში სახამებლიდან სახაროზის გამოყოფას. მონაწილეობს ფოტოსინთეზში და ხელს უწყობს ვიტამინების გამოყოფას.

უკმარისობა: მცენარე ვეღარ უწევს წინააღმდეგობას ტემპერატურის დაბლა ვარდნასა და გვალვას. გავლენას ახლდენს ფოთლის შეფერილობაზე. ამცირებს კოკრების გამოტანის უნარს, შესაბამისად მცენარე იკეთებს ნაკლებ ყვავილს და მციდება მოსავლიანობა.

სიჭარბე: ნეგატიურ გავლენას ახლდენს მცენარის მიერ რკინის შეთვისებაზე, რაც იწვევს ქლოროზს თავისი თანმდევი პრცესებით.

მოლობდენი „Mo” – არეგულირებს აზოტის ცვალებადობას, ხელს უწყობს კალცის ათვისებას, ანეიტრალებს ნიტრატებს. ასევე, პასუხისმგებელია ფოსფორისა და ნახშირწყლების ცვალებადობაზე, ქლოლოფილისა და ვიტამინების წარმოქმნაზე, აღმდგენობითი ფუნქციის მოქმედების სისწრაფეზე. ხელს უწყობს მცენარეში C ვიტამინისა და სხვა ნივთიერებების წარმოქმნას.

უკმარისობა: მალევე აისახება ნივთიერებათა ცვლის პროცესის წარმართვის ხარისხზე. საბოლოოდ მოსავლიანობაც მცირდება და ვარდება ნაყოფის ხარისხი. მცენარეში გროვდება ნიტრატები.

სიჭარბე: ფერხდება მცენარის ზრდა, ნაყოფში გროვდება ადამიანებისა და ცხოველებისათვის არც თუ ისე სასარგებლო ნივთიერებები.

სპილენძი „Cu” – უჯრედშორისისა და ენზიმების მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია, აქტიურად მონაწილეობს ფოტოსინთეზში. ორჯერ აუმჯობესებს აზოტისა და ფოსფორის შეთვისებას, ხელს უშლის ქლოროფილის დაშლას. აქვს ბუნებრივი ანტისეფტიკის როლი.

უკმარისობა: იწვევს ქლოროზს და ფოთლის ბოლოების დახვევას. მცირდება მტვრიანების სიცოცხლიუსარიანობა, მოსავლიანობა, მცენარის ვარჯი სუსტდება და „ეკიდება“. 

სიჭარბე: ხელს უშლის ნიადაგიდან ფოსფორის ათვისებას.

ბორი „B” – მცენარეული ჰორმონების სინთეზის მაპროვოცირებელი მნიშვნელოვანი ელემენტია. მარგანეცთან ეთად წარმოადგენს ფოტოსინთეზის გამაძლიერებელს იმ მცენარეებში, რომელთაც მოუწიათ ყინვების გადატანა. ბორი საჭიროა განვითარების ყველა სტადიაზე. გავლენას ახდენს მცენარეში შაქრისა და C ვიტამინის დონეზე.

უკმარისობა: აისახება უპირველეს ყოვლისა ახალგაზრდა ფოთლებზე. მცენარეს არ უვითარდება მრტვრიანები და ღეროებს ემართებათ შინაგანი დანეკროზება, ახალგაზრდა ყლორტები ხუჭუჭდება. ყვავილები სუსტია და ნაყოფის ხარისხი დაბალი, მიდრეკილი სიდამპლისაკენ.

სიჭარბე:  იწვევს ქვედა ფოთლების დამწვრობას, ასევე შეუძლია გამოიწვიოს ფესვთა სისტემის დაღუპვა.

ნიკელი „Ni” – მისი მონაწილეობით მცენარეში იშლება შარდოვანა. შედის ფერმენტებში, რომელიც ახდენენ აზოტის ტრანსპორტირებას მცენარის უჯრედებში.

უკმარისობა: ფერხდება მცენარის ზრდა, მცირდება ბიომასის ზომები.

სიჭარბე: ფერხდება ფოტოინთეზი და იზრდება ქლოროზით დაავადების რისკი .

ქლორი „Cl” – მონაწილეობს ფესვების მიერ ჟანგბადის ათვისებაში, ფოტოსინთეზის წარმოებასა და ენერგორესურსების გაცვლაში. ამცირებს სოკოვანი დავადებების რისკებს და მცენარის მიერ ნიტრატების ათვისებას.

უკმარისობა: ფესვები არ ვითარდება სიგრძეში. ფოთლები რბილდება და სიჯანსაღეს კარგავს. მცენარე რიგ შემთხვევაში კარგავს არომატს.

სიჭარბე: ფოთლები უწვრილდება და უხეში ხდება, და შესაძლებელია გაუჩნდეს მომელნისფრო ლაქები. ყველაზე ხშირად ქლორის დეპიციტი აზოტოს დეფიციტთან ერთად ვლინდება.

სილიციუმი “Si” – ერთგვარ აგურს წარმოადგენს მცენარის უჯრედებში, ამაღლებს იმუნიტეტს, მცენარის მდგრადობას დაავადებების, ყინვების, დაბინძურებისა და წყლის უკმარისობის წინააღმდეგ. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ფოსფორისა და აზოტის გადანაწილებაში. ამცირებს მძიმე მეტალების ტოკსიკურობას. ამაგრებს ფესვთა სისტემას, ზრდის მოსავლიანობას. ზრდის შაქრისა და ვიტამინების შემცველობას ნაყოფში.

უკმარისობა: ვიზუალურად სილიციუმის სიმცირე არანაირად გამოვლინდება, მაგრამ სუსტდება ფესვთა სისტემა, არასრულფასოვანია ყვავილობა, მოსავლის რაოდენობა და ხარისხი.

კობალტი „Co” – ხელს უწყობს ფოთლებში ქლოროფილის დაგროვებას, ზრდის მცენარის სუნთქვის ინტენსივობას, ხელს უწყობს ზრდას. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს ელემენტი იღებს გვალვების დროს, რადგან ეხმარება მცენარეს წყლის დაგროვებაში. 

იოდი „I” – ამაღლებს მცენარის იმუნიტეტს, რადგან არის ბუნებრივი ანტისეპტიკი. 

მაკრო და მიკროელემენტები გარკვეული კომბინაციით, ერთმანეთთან მჭირდო ურთიერთქმედებით განაპირობებენ მცენარეში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს. ზოგიერთი მათგანის ნაკლებობა ან სიჭარბე არღვევს მთელს ჯაჭვს და მცენარე ნეგატიურად რეაგირებს ნებისმიერ გადახრაზე დაშვებული ნორმებიდან. ამიტომ, მცენარის სასუქებით, ან სტიმულატორებით დამუშავებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი შემადგენლობა და მიზნობრიობა.

 

ფოტოსინთეზი  – მზის ენერგიის გავლენით მცენარეში მიმდინარე ქიმიური რექცია, ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი, როდესაც წყლისა და ნახშიროჟანგის შეერთებით მცენარეში გააქტიურებული ელემენტების მონაწილეობით წარმოიქმნება  გლუკოზა. ფოტოსინტეზის დროს მცენარისაგან გამოიყოფა ჟანგბადი. 

ქლოროფილი  – მცენარის მწვანე პიგმენტი, რომელიც მონაწილეობს ფოტოსინთეზში. ქლოროფილი პასუხიმგებელია მცენარის ვიზუალზე, ფოთლებს აძლევს მწვანე შეფერილობას.

იხილეთ სტატია მაკროელემენტების შესახებ https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/881-makroelementebimcenareebis-ganvitarebisatvis-nawili-1.html
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

17 April 0 1 173

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно