გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ბანანის ქერქი,სარგებელი თუ საფრთხე?

ბანანის ქერქისა და მისგან დამზადებული ნაყენის მნიშვნელობაზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს, რადგან ერთის მხრივ, მისი გამოყენება შეიძლება სასარგებლო იყოს მცენარისათვის და მეორეს მხრივ შეიძლება ზიანიც კი მოუტანოს. მნიშვნელოვანია ჯერ გავერკვეთ რა მინერალებსა და ნივთიერებებს შეიცავს ბანანის ქერქი, რომ შემდეგ გამოვიტანოთ ობიექტური დასკვნები.

ბანანის ქერქის შემადგენლობაში შედიან მაგნიუმი და კალიუმი, რაც მნიშვნელოვანია ყვავილობისათვის. ასევე, ფოსფორი, ნატრიუმი, მარგანეცი და კალცი. აზოტის შემადგენლობა მცირეა. ჩამოთვლილი ნივთიერებების კომპლექსი, როგორც წესი, გამოიყენება როგორც ყვავილობისა და ნაყოფიერების სტიმულატორი.

ბანანის ქერქის სასარგებლო თვისებები:

  • ჩქარდება მცენარის ფესვების ზრდა;
  • ხელს უწყობს ღეროების გამყარებას;
  • ხორციელდება წყლისა და საკვები ნივთიერებების თანაბარი გადანაწილება;
  • ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას;
  • ხდება ფოტოსინთეზის ნორმალიზება;
  • მარტივდება დაავადებებისგან დაცვა.
  • ბანანის ქერქისაგან დამზადებული სასუქი ამდიდრებს გრუნტს, აძლევს მცენარეს ენერგიას, აძლიერებს მცენარეს გადარგვის შემდეგ და ხელს უწყობს კოკრების გამოტანას. თესლი უკეთესად იზრდება და ჩითილები მალე ძლიერდება.

ბანანის ქერქის საზიანო თვისებები:

  • ორგანიკა იწყებს ლპობას და გამოსცემს საშინელ სუნს;
  • დოზირების გადაჭარბება იწვეს მწერების გამრავლებას;
  • ქერქის შემადგენლობაში შემავალი შაქარი იზიდავს ჭიანჭველებსა და ბუზებს;
  • ქერქის ნაყენი უნდა იქნას გამოყენებული დამზადებდან 10 საათის მანძილზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სასუქი საზიანოა;
  • ბანანის ტრანსპორტირებისას პროდუქტის მალფუჭების თავიდან არიდების გამო, ხდება ბანანის ქიმიური დამუშავება და ყველა ეს ნივთიერება გროვდება ქერქში.
  • ვიდრე დავიწყებდეთ ბანანის ქერქის გამოყენებას, უნდა გავეცნოთ წინასწარ, რომელი ტიპის მცენარეებისათვის არის სასარგებლო. ასე მაგალითად კარგია მოყვავილე მცენარეებისათვის, მაგრამ ასეთ სასუქს ვერ იტანენ ბოლქვოვანი კულტურები, პარკოსნები, მარცვლეული და ზოგიერთი ნაყოფის მსხმოიარე ხე კულტურები.
  • გამოყენებისა და უსაფრთხოების წესები:
  • ბანანის ქერქი წარმოედგენს ერთგვარ ბუფერს, ფილტრს, დამცავ შეფუთვას ბანანის ნაყოფისათვის, და ამიტომ ბევრი არც თუ ისე სასარგებლო ნივთიერება გროვდება სწორედ ქერქში. ამასთან ტრანსპორტირების წინ ბანანს ამუშავებენ ამონიუმის სულპატითა და ქლორით. ამიტომ ქერქი გამოყენების წინ კარგად უნდა გაირეცხოს საპნით ცხელ, გამდინარე წყალში.
  • ქერქისაგან დამზადებული ნაყენი არ წარმოადგენს უნივესალურ სასუქს და ამიტომ ვერ ჩაანაცვლებს მცენარეებისათვის განკუთვნილ ქარხნული წესით წარმოებულ სასუქებს. თუმცა ბანანის ქერქის ნაყენი აწვდის მცენარეს კალიუმს, კალციუმს და ფოსფორს.
  • ბანანის დაუმუშავებელი, ნედლი ქერქი სასარგებლოა ჩითილებისა და ახალგაზრდა მცენარეებისათვის. ნაჭრებს აწყობენ გრუნტში თესლის, ან ჩითილებთან ახლოს. გამხმარი და გამომცხვარი ქერქი სასარგებლოა  მოყვავილე და ნაყოფის მსხმოიარე კულტურებისათვის. ქერქის გამოშრობა შეიძლება მიკროტალღურ ღუმელში, ფანჯრის რაფაზე, ან გამათბობელზე და საყინულეშიც კი. მომზადების ასეთი ხერხი კარგია, რადგან სასარგებლო ნივთიერებები რჩება ქერქში და ორგანიკა ასწრებს ამოორთქლებას.
    ბანანის ქერქისაგან ნაყენის დამზადების წესი ნახეთ აქ https://yvavilebismovla.ge/movla/203-sasuqi-bananis-kanisgan-misi-dadebiti-da-uaryofiti-tvisebebi.html 
    ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ჯგუფში ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
  • თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
12 April 0 6 938

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно