მარწყვი ფანჯრის რაფებზე

ფანჯრის რაფაზე დეკორატიული მარწყვის გახარება ნელ-ნელა ტრენდად იქცა. მაგრამ, პრობლემა ისაა, რომ სახლის პირობებში მოხვედრის შემდეგ, რატომღაც მარწყვი წყვეტს ყვავილობას, ფოთლები უფუჭდება და საბოლოოდ, მცენარე იღუპება. ამიტომ, არის თუ არა შესაძლებელი გემრიელი და არომატული კენკრის სახლის პირობებში გამოყვანა, გამოცანად რჩება და ხშირად „სახლის“ მარწყვის არსებობას მაცდუნებელ მარკეტინგულ ხრიკს უფრო მიაწერენ ხოლმე, ვიდრე მოვლის პირობების უცოდინარობას.

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც სასურველია გავითვალისწინოთ, არის მარწყვის შესაბამისი სახეობის შერჩევა. ლამაზმა და მადიანმა ვიზუალმა არ უნდა მოგვატყუოს. მარწვის სახეობების უმეტესობა გამოყვანილია სასათბურე პირობებში კულტივაცისათვის. ამიტომ, გავერკვეთ, კონკრეტული სახეობა ღია გრუნტისაა, სათბურის თუ დეკორატიული. სახლის პირობებში გაზრდისათვის უპირატესობას მარწყვის რამოდენიმე ჯიშს ანიჭებენ, ასე მაგალითად: „დელიკატესი“, „ჟენევა“, „დედოფალი ელისაბედი“, „ცდუნება“, „ვარდისფერი ოცნება“, „გრანდიანი“, „ელანი“, „სუპრიმი“, „ტრისტანი“ და სხვა. 

გრუნტი: თუ შევძელით და შევარჩიეთ ოთახის პირობებთან ადაპტირებადი მარწყვის ჯიში, შემდეგი ეტაპი შესაბამისი გრუნტის შერჩევაა. არსებობს ორი გამოსავალი, ან გამოვიყენოთ უნივერსალური, ყვავილოვანი მცენარეებისათვის განკუთცნილი გრუნტი, ან გავაზავოთ ჩვენ თვითონ-ავიღოთ თანაბარი რაოდენობით ნეშომპალა, ქვიშა და წიწვოვანი მიწა. ბაღიდან ან ბოსტნიდან აღებული მიწა არ გამოდგება(!), რადგან, როგორც წესი, საკმარისად ფხვიერი არაა და შეიძლება მავნებლებით და დაავადებებითაც იყოს გაჯერებული.

ჩითილის შერჩევა: რა თქმა უნდა, ვარჩევთ შესაბამის სახეობას. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილი გვაქვს ბაღიდან გადმოვიტანოთ ჩითილი, მაშინ ვარჩევთ ჯანმრთელ ძირს, რომელსაც აქვს ყვავილობისა და მოსავლის მოცემის პოტენციალი (ულვაშის მე-2 და მე-4 ნაზარდი), ჯანმრთელი, სულ ცოტა 5 ფოთლით. ჩითილი უნდა მოთავსდეს ცალკე  ჭურჭელში და ორი კვირით განთავსდეს ბნელ და გრილ ადგილზე, რომ ამდაგვარად მოვუწყოთ მცენარეს მოსვენების პერიოდი. ნაყიდ დეკორატიულ ეგზემპლიარებს მსგავსი „გამოზამთრება“ წესით არ სჭირდებათ.

ქოთანში ჩარგვა: მარწყვს არ უყვარს ზედმეტი წყალი ფესვებში, ამიტომ უნდა ვიფიქროთ კარგი დრენაჟის გაკეთებაზე. სასურველია ავიღოთ 3 ლიტრის მოცულობის ქოთანი თითოეულ ბუჩქზე. ვყრით დრენაჟს, კერამზიტს, დამსხვხრეულ აგურს ან პემზას, 1/4-1/3 ქოთნის მოცულობიდან. შემდეგ უნდა დავაკვირდეთ ჩითილების ფესვებს. თუ ფესვები საკმარისად გრძელია, ისე, რომ ქოთანში თავისუფლად არ თავსდება და საჭირო იქნება მათი მოხრა, მაშინ უმჯობესია ფესვი სასურველ სიგრძემდე შევკვეცოთ. სადრენაჟე ფენას ეყრება გრუნტი, შემდეგ გაშლილი ფესვებით თავსდება მცენარე, ეყრება დარჩენილი მიწა, ისე, რომ როზეტი მიწაში არ უნდა ჩაღრმავდეს და გრუნტი ოდნავ იტკეპნება.

გადარგული მარწყვი უნდა მოირწყას. ფლორისტები გვირჩევენ მოსარწყავ წყალში სტიმულატორის (ზრდის, ან დამაფესვიანებლის) გარევასაც, მაგრამ ამ დროს საჭიროა სიფრთხილე, რომ არ გადავაჭარბოთ დოზირებას, რაც გამოიწვევს მცენარის ლპობას.

მოვლის პირობები: მარწყვს უყვარს მზე და ამიტომ, ქოთანში ჩარგული მარწყვი უნდა მოვათავსოთ ყველაზე მზიან ადგილას, სასურველია სამხრეთ, ან სამხრეთ-დასავლეთ ფანჯარა. მარწყვს სჭირდება რეგულარული მორწყვა, დანამვა და კვება. ამასთან, მორწყვისა და შესხურების დროს აუცილებელი იქნება გამოვიყენოთ რკინის შემცველი პრეპარატები, რადგან სწორედ რკინა უზრუნველყოფს მარწვის უხვს მოსავალს. თუ მარწყვის მოყვანით დავკავდებით ზამთარში, მაშინ უნდა დავიჭიროთ ზომიერი ტემპერატურა +20° და სულ ცოტა 12 საათიანი განათება ფიტონათურებით. მარწყვს მაღალი ტენიანობა სჭირდება, საშუალოდ 70%, რისი უზრუნველყოფაც არც თუ ისე მარტივი საქმეა. ამიტომ ფრთხილად უნდა დავუნამოთ ფოთლები. სახლის პირობებში რთულია მცენარის დამტვერვა, ამიტომ კარგი იქნება თუ ყვავილებს პერიოდულად შემოვატარებთ ფუნჯს.  

თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, ორი თვის შემდეგ მივიღებთ პირველ გემრიელ მოსავალს ფანჯრის რაფაზე. მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს, მარწყვს შეიძლება შეესიოს მავნებლები. მათთან საბრძოლველად რეკომენდირებულია ნივრის ნაყენის გაკეთება და მცენარის დამუშვება (2 საშუალო ზომის დაჭრილი კბილს დავასხათ 100 გრ წყალი და ორი საათის შემდეგ დავნამოთ მცენარე).

მარწყვს უყვარს ულვაშების გამოტანა, ასეთი მცენარე რაფაზე ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ულვაშები ენერგიას აცლიან დედა მცენარეს და ეს ამცირებს მოსავლიანობას. ამიტომ, თუ ჩვენი სურვილია მივიღოთ არომატული მოსავალი, დედა მცენარეს უნდა დავაჭრათ ულვაშები.

მარწყვის სათანადოდ მოვლის შემთხვევაში ჩვენი ფანჯრის რაფა იქნება ულამაზესი მთელი წლის მანძილზე მწვანე ფოთლებიან ბუჩქზე დაპენტილი თეთტი-მოვარდისფრო ყვავილებითა და არომატული კენკრით. ჩვენი ჯგუფი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

11 April 0 1 206

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно