ხამედორეა (Chamaedorea)
პალმა ხამედორეა, იგივე ლერწმის (ბამბუკის) პალმა, უკვე საკმაოდ ხშირად გვხვდება ოთახებსა და ოფისებში. ეს მრავალწლიანი მცენარე, პალმისებთრა ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც აერთიანებს 130 სხვადასხვა სახეობას. ბუნებრივ პირობებში გხვდება თითქმის ყველგან, მათ შორის კავკასიაში. ხამედორეა არის პალმა, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს როგორც ბუჩქის ან ერთღეროიანი ხის, ასევე ლიანას სახითაც. ყვავილების ფორმითა და ტიპით განარჩევენ მდედრობით და მამრობით ხამედორიებს. მდერდობითი ყვავილი ძირითადად სტაფილოსფერია, მამრობითი-თეთრი და წითელი. მაგრამ, ყველანაირ სახეობას აქვს ერთი საერთო თვისება, ეს პალმა იზრდება ძალიან ნელა, წელიწადში იკეთებს ერთ ან იშვიათად 2 ტოტს და სახლის პირობებში თითქმის არ ყვავის. ამ პალმას მიაწერენ ძალიან მნიშვნელოვან სასარგებლო თვისებას, ის ასუფთავებს ოთახის ჰაერს, რადგან შეუძლია შთანთქოს მავნე აირები და მათ შორის ჰაერში მფრინავი მავნე ელემენტები.
განათება: ეს პალმა თავს კარგად გრძნობს ჩრდილშიც, თუმცა მისი განთავსების ოპტიმალური მიმართულება არის აღმოსავლეთ ფანჯარა. ზედმეტად კაშკაშა სინათლემ შეიძლება ცუდად იმოქმედოს, მისი ფოთლები ყვითლდება და დროთა განმავლობაში მცენარე ფუჭდება.
ტემპერატურა: ხამედორეა ვერ იტანს ჰაერის მაღალ ტემპერატურას. ზაფხულობით ხშირად უნდა გაანიავოთ ოთახი, თუმცა ორპირიც დამღუპველია მცენარისათვის. ზამთარში უმჯობესია მცენარეს შევუქმნათ გრილი გარემო, +12-18°. უფრო დაბალი ტემპერატურა სასარგებლო არაა, თუმცა ხანმოკლე სიცივეების გადატანა პალმას შეუძლია.
ჰარის ტენიანობა: ყველაზე კარგად პალმა თავს გრძნობს ჰაერის ზომიერი ტენიანობის დროს - 50%. ზაფხულობით განსაკუთრებით, აუცილებელია მცენარის დანამვა პულივიზატორით. თუ ჰაერის ტენიანობა საჭირო ნიშნულზე დგას, მაშინ კვირაში 2-3 ჯერ, ხოლო ზამთარში 1 -ხელ საკმარისია წყლის შესხურება. მშრალი ჰაერი აშრობს პალმას და ზრდის დაავადებების რისკს, მცენარეს შეიძლება აბლაბუდა ტკიპა გაუჩნდეს.
მორწყვა: ხამედორეა ტენისმოყვარული მცენარეა და კვირაში 2-3 ჯერად მორწყვასაც კი საჭიროებს, ისე, რომ გრუნტი არ უნდა გამოშრეს. თუმცა, ზედმეტი წყალი უმჯობესია გადმოიღვაროს ქოთნიდან, რადგან დამდგარმა სითხემ შეიძლება დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს.
გადარგვა: ხამედორეასათვის ქოთნის სიდიდეზე ერთიანი აზრი არ არსებობს, რომელია უმჯობესი, დიდი თუ პატარა, მცენარეების მოყვარულები პოულობენ როგორც დადებით ისე უარყოფით გავლენას ორივე შემთხვევაში. ამიტომ, აიღეთ ისეთი ქოთანი რომელიც 2-3სმ გასცდება ფესვეთა სისტემის დიამეტრს.
ნიადაგი უნდა იყოს მაღალი საკვები ღირებულების: სასურველია ავიღოთ კორდისა და ტორფის მყარი გრუნტი და გავურიოთ ფოთლოვან მიწასა და ქვიშაში. ან გამოვიყენოთ ნიადაგი სპეციალურად განკუთვნილი პალმებისათვის, ოღონდ საჭიროა მასში ცოტაოდენი ქვიშის გარევა. გრუნტი უნდა იყოს სუსტადმჟავე რეაქციის, 5-6,5 pH.
ახალგაზდრდა ბუჩქი შედარებით ხშირად საჭიროებს გადარგვას, დაახლოებით 1-4 წელიწადში ერთხელ, იმისდა მიხედვით თუ როგორ იზრდება მცენარის ფესვთა სისტემა. დიდი ხე ვეღარ რეაგირებს გადარგვაზე დადებითად, სახიფათოა მის ფესვთა სისტემასტან შეხება, ამიტომ უმჯობესი იქნება გამოიცვალოს გრუნტის ზედა 1/3. ზრდასრული მცენარე გადაირგვება მხოლოდ მაშინ, როდესაც ფესვთა სისტემა ძალიან განვითარებულია და ფესვები გამოდიან სადრენაჟე ნასვრეტებიდან.
კვება: წელიწადის თბილ სეზონზე პალმას სჭირდება თვეში ორჯერადი კვება უნივერსალური კომპლექსური სასუქით. თუმცა, სასურველია გამოიყენოთ ½ შეფუთვაზე მითითებული დოზირების სანაცვლოდ. ზამთრის სეზონზე გრუნტის გამდიდრება სასუქებით აღარ ხდება.
ყვავილობა. სახლში ხამედორეა იშვიათად ყვავის. თუმცა, თუ აღმონდა ხელსაყრელი პირობები, გაყვავება მე-3 წლიდან შეუძლია. განსაკუთრებული ეფექტისათვის, უმჯობესია ქოთანში განთავსდეს რამოდენიმე ბუჩქი. თუმცა, ყვავილობა დიდ ენერგიას აცლის მცენარეს, ამიტომ, ახალგაზრდა პალმას სასურველია ყვავილი მოვაჭრათ.
გასხვლა: ფერშეცვლილი ფოთლები აუცილებლად იჭრება ისე, რომ ოდნავ მოყვეს ფოთლის ჯანმრთელი უბანი. უნდა გამოვიყენოთ ბასრპირიანი დანა, ხოლო გადაჭრის ადგილი დამუშავდეს ფუნგიციდით.
გამრავლება: ხამედორეას გამავლება ხდება როგორც თესლით, ასევე ახალგაზრდა ამონაყარის გადარგვის გზით. თესლით გამრავლება რიგ სირთულეებთან არის დაკაშირებული, ამიტომ უმჯობესია მივმართოთ მეორე ხერხს. გვერდითა ამონაყარი უფრთხილესად უნდა ამოვიღოთ და გავრეცხოთ გამდინარე წყლით. ახალგაზრდა პალმას უნდა ქონდეს უკვე დამოუკიდებელი ფესვთა სისტემა, რომ შემდეგ ცალკე ქოთანში გადაირგას. ახალგაზრდა მცენარეს ხანგრძლივი ადაპტაციის პერიოდი, დაახლოებით 30 დღე, სჭირდება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მცენარეს უკვე დაეტყობა დინამიკა განვითარებაში.
ხამედორეას პოპულარული სახეობები
მშვენიერი ხამედორეა (Chamaedorea elegans) – ერთღეროიანი მრავალწლიანი პალმა, იზრდება 1,5-2მ სიმაღლეში. პრიალა ღეროზე იზრდის 7-8 ფოთოლს, რომელით თავის მხრივ დაყოფილია ლანცეტისებურ მუქი მწვანე ფერის სეგმენტებად, რომელთა რაოდენობა 8-15 მერყეობს. ყვავის მოწითალო-მოსტაფილოსფრო ყვავილებით, დაყვავილების შემდეგ იკეთებს შავ, წვრილ ნაყოფს.ერნესტ-ავგუსტის ხამედორეა (Chamaedorea Ernesti-Augusti) - ამ ხამედორეას მუქი მწვანე ფოთლები სექმენტებად არ იყოფა. უიშვიათეს შემთვევაში ძველი ფოთოლი შეიძლება გაიყოს ორად. ერთი ფესვის ბუდიდან ამოიზდება მხოლოდ ერთი მცენარე-ღერო, რომელზეც იკეთებს ფოთლების ფირფიტებს. გამოირჩევა ძალიან დინჯი ზრდის ტემპით. ყვავილობს წითელი შეფერილობის ბურთის ფორმის ყვავილებით.
მაღალი ხამედორეა (Chamaedorea Elatior) - გარეგნულად ეს ხამედორეა ძალიან წააგავს ლერწამს. ღეროზე იზრდება მუქი მწვანე, 4-6 დაგოფრილი, ლანცეტისწებური ფოთოლი. ქაოტური ფორმის ყვავილედი ყვავის მკვეთრი სტაფილოსფერი ყვავილებით.
ერთფერიანი ხამედორეა (Chamaedorea Concolor) - აქვს ბუჩქის ფორმა, ფესვიდან იზრდება რამოდენიმე წვრილი ღერო, მხოლოდ 1მ სიმაღლეში. ფოთლების ფირფიტები დაყოფილია ლანცეტისებული ფორმის ნაწილებად. ყვავის მოყვითალო, წაგრძელებული ფორმის ყვავილებით. ეს სახეობა ყველაზე ამტან სახეობად არის მიჩნეული.
მეტალისებური ხამედორეა (Chamaedorea Metallica) - აქვს ძალიან მუქი მწვანე, მეტალის ეფექტით დაფერილი ფოთლები. ფოთლები არ იყოფა. იზრდება 2მ სიმაღლეში, თუმცა ოთახის პირობებში უფრო ჩია ტანის რჩება.
ჩვენი ჯგუფი facebook_ზე შემოგვიერთდით. ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი