სედუმი (Sedum)

ზოგიერთი ბოტანიკოსი ვარაუდობს, რომ ამ მცენარემ ასეთი დასახელება სედუმი (Sedum) მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ უპირატესობას ანიჭებს მკაცრ ადგილებში არსებობას, თითქოს და ქვებს შორის ჩამჯდარა-არც ღერო აქვს, არც ფოთოლი და ასე ხრიოკ გრუნტზე დასკუპებულა. და მართლაც, ლათინური სიტყვა-„Sedeo” ნიშნავს „ჯდომას“.

ის, რომ დასახელება ნამდვილად ლათინური ენიდან მომდინარეობს, ფაქტია, მაგრამ არსებობს მეორე ინტერპრეტაცია, რომ სინამდვილეში ეს სახელი მოდის ამ მცენარის სამკურნალო,  ტკივილგამაყუჩებელი და დამწვრობის დამაამებელი თვისებიდან გამომდინარე. ლათინური სიტყვა-„Sedo” თარგმანში ნიშნავს „დამშვიდებას“, „დაამებას“. 

სედუმი სუკულენტური, ბალახოვანი, დაბალტანიანი მცენარეა. აქვს მკვრივი, დაბუშტული ფოთლები, რომლებიც ასხედან ღეროს. სედუმები გვხვდებიან თითქმის ყველგან, ყველა კლიმატურ სარტყელში, თითქმის ყველა ტიპის ლანდშაფთზე, და რა თქმა უნდა, არსებობს მრავალი ჰიბრდული სახეობა.  მის ფოთლებში მცენარე უხვად იგროვებს ტენს და ცხელი სეზონის შემთვევაში „იზოგავს“, ამცირებს რა აორთქლებას ზედაპირიდან. საერთო ჯამში მსუქანათა ოჯახში, რომელშიც სედუმი შედის, 600 მეტი სახეობა გვხვდება.  

სუკულენტებს მოვლის თავისებური პირობები  სჭირდებათ, რაც დაკავშირებულია როგორც გრუნტის, ასევე განათების, ტემპერატურისა და მორწყვის პირობებთან. სედუმი ღია ცის ქვეშ კარგად ხარობს პირდაპირ, თაკარა მზეზეც, ირწვება ბუნებრივად წვიმების დროს და მორგებულია სეზონის ცვალებადობას ისე, რომ იტანს როგორც მკაცრი ზამთრის ყინვებს, ასევე ზაფხულის პაპანაქებას. მაგრამ, გასაგებია, რომ სახლის პირობებში განხვავებული გარემო გვხვდება, და ამიტომ სედუმები განხვავებულად რეაგირებენ მოვლაზე. ამ სტატიაში  განვიხილავთ სედუმების მოვლის საერთო პრინციპებს.

განათება: სედუმს ძალიან უყვარს მზე, ამიტომ მისი სწორად განვითარებისათვის პირდაპირი მზის სხივები სასიცოცხლოდ აუცილებელია. სახლის პირობებში, თუ ეს შესაძლებელია, განვათავსოთ ქოთანი ყველაზე მზიანი ფანჯრის რაფაზე. ასევე, აზრი აქვს მცენარე გავიტანოთ აივანზე ან ვერანდაზე. გასათვალისწინებელია ერთი, მნიშვნელოვანი რამ. თუ მცენარე ჯერ სახლში გვაქვს და გადავწყვიტეთ, რომ გავიტანოთ აივანზე, პირდაპირი მზის სხივების ქვეშ, უმჯობესია მცენარე ნელ-ნელა შევაგუოთ ასეთ პირობებს. თავიდან დავრჩდილოთ პირდაპირი მზე, განსაკუთრებით ზაფხლის შუადღეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში სინათლის მკვეთრი ცვალებადობა გამოიწვევს მცენარის ზედაპირზე დამწვრობებს. პრობლემატურია სედუმის გამოზამთრება, რადგან სინათლის ნაკლებობის გამო მცენარე სიმაღლეში იწელება და კარგავს ფუმშფუშა ფორმებს. ამიტომ, უმჯობესია ვიფიქროთ დამატებითი, ხელოვნური განათების მოწყობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ სედუმმა დაიწყო გაწელვა და ფორმების დაკარგვა, უნდა ვიფიქტოთ იმაზე, რომ მცენარეს აკლია სინათლე. სწორი განათების შემთხვევაში სედუმებს სასიამონოდ „დაებრაწებათ“ ხოლმე ფოთლები. არსებობენ ისეთი სახეობები, რომლებიც ბუნებრივად ფლობელ ზედაპირის ფრაგმენტულ, ან სრულ სიწითლეს და დაბალი განათების პირობებში კარგავენ ბუნებრივ მოწითალო პიგმენტს და ფერმკრთალდებიან.

ტემპერატურა: მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტიპის მცენარეები და სედუმიც მათ შორის, სახლის პირობებში ჰაერის ტემპერატურის დიდ დიაპაზონს იტანს, მისი სრულყოფილი განვითარებსთვის მაინც სასურველია დავიჭიროთ მაღალი ტემპერატურა +24-28° ფარგლებში. ეს მცენარე საჭიროებს გამოზამთრებას, ამიტომ, ვქმნით შესაბამისს პირობებს და უმჯობესია განვათავსოთ იქ, სადაც ჰაერის ტემპერატურა +5-12° დიაპაზონში იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე გაიწელება და დაკარგავს ფორმას. სედუმების ზოგიერთი სახეობა უძლებს ხანმოკლე ყინვებსაც, განსაკუთრებით თუ ექცევა თოვლის საფარის ქვეშ. მაგრამ, ჩვენ უმჯობესია ექსპერიმენტები არ ჩავატაროთ და თუ არ ვიცით, რომ კონკრეტული სახეობა ყინვამედეგია, არ გავიტანოთ ზამთარში ღია ცის ქვეშ.

ჰაერის ტენიანობა: ტენიანობის მიმართ სედუმები დიდად მომთხოვნები არ არიან, განსაკუთრებით სახლის პირობებში. ამიტომ, სპეციალურად ჰაერის ტენიანობის აწევა არ გვჭირდება. მაგრამ, მცენარე რაკი მტვრით იფარება ხოლმე, უნდა გავწმინდოდ ზედაპირი ან ბამბის ტამპონთ, ან შევასხუროთ ხოლმე წყალი.

მორწყვა: სედუმი საჭიროებს ზომიერ მორწყვას, განსაკუთრების ვეგეტაციის პერიოდში, ისე რომ სუბსტრატი ძალიან არ უნდა გამოშრეს. შემოდგომის დადგომასთან ერთავ თანდათან ვამცირებთ მორწყვას, ხოლო ზამთარში, ვრწყავთ იშვიათად, ისე, რომ გრუნტი ძალიან არ გაშრეს. მოწრყვის რეჟიმის დარეგულირებისას, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ მცენარისათვის ზედმეტი წყლის დაგუბება ქოთანში უფრო სახიფათოა, ვიდრე სიმშრალე.

კვება: სედუმის გამოკვების ოპტიმალური ჯერადობაა თვეში ერთხელ და კვება საჭიროა გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.  მოსვენების პერიოდში მცენარეს კვება არ სჭირდება. უმჯობესია გამოვიყენოთ კაქტუსებისათვის განკუთვნილი სასუქი ინსტრუქციეაზე მითითებული რეკომენდაციების დაცვით.
გამრავლება: მრავლდება როგორც დაკალმებით, ასევე თესლით. დაკალმება საკმაოდ მარტივი პროცესია. ხდება როგორც ფოთლით, ასევე ღეროთი. დარგვისათვის გამოიენება დაბალი, ფართოპირიანი ჭურჭელი. ნიადაგი შეიძლება ავიღოთ ნებისმიერი, მაგრამ, უმჯობესია ნეშომპალა, ფოთლოვანი მიწა, ქვიშა 4:2:1 პროპორციით. სედუმის ფოთლები და ღეროები შეგვიძლია დავალაგოთ გრუნტზე უშუალოდ მოჭრის შემდეგ, ზემოდან ნიადაგის დაყრა არაა საჭირო. ვნამავთ გრუნტს პერიოდულად, და ვერიდებით ზედმეტ სისველეს. კალმებს ფესვები საშუალოდ 2-3 კვირაში გამოაქვთ. შემდეგ უკვე შესაძებელია გადრგვა მუდმივი განთავსების ადგილზე გრუნტში შემდეგი შემადგენლობით: კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა, ქვიშა - 1:1:1. დაკალმებისათვის გამოიყენება წელიწადის ნებისმიერი დრო, მაგრამ გაზაფხული და შემოდგომა, ბუნებრივია, უფრო შესატყვისი პერიოდია.

თესლით გამრავლებისათვის ხელსაყრელი პერიოდი არის ადრე გაზაფხული, ან გვიანი შემოდგომა. გამოიყენება დაბალძირიანი ჭურჭელი, და იგივე შემადგენლობის გრუნტი, როგორც დაკალმებისას. იმისათვის, რომ თესლის ამოსვლა დავაჩქაროთ, სასურველია ნათესი დავსათბუროთ, პერიოდული განიავებითა და გრუნტის დანამვით. ცალ-ცალკე გადრგვა შესაძლებელია მაშინ, როცა მცენარე 3 ფოთოლს მაინც გაიკეთებს.

გადარგვა: სედუმი საჭიროებს გადარგვას, 2-3 წელში ერთხელ მაინც, თუმცა უნდა ვიმოქმედოთ უკიდურესად ფრთხილად, რადგან შეხებისას ცვივა ფოთლები და მცენარე კარგავს ფორმას. გადარგვისათვის საჭიროა დაბალიძირიანი ქოთანი. ქოთანს აუცილებლად უკეთდება სადრენაჟე ფენა, ხოლო გრუნტი სასურველია იყოს შემდეგი შემადგენლობის: კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა, ქვიშა - 1:1:1, ან შევიძინოთ სუკულენტებისათვის სპეციალურად გაზავებული მიწა. გრუნტში შეგვიძლია გავურიეოთ ხის ნახშირის ნატეხები, ხოლო ზედაპირი გავაფორმოთ დეკორატიული ქვებით.

გავრცელებული პრობლები:

· ღეროს გაშიშვლება - სინათლის ნაკლებობის გამო ღერო იწელება, ან შეიძება სიშიშვლე განუვითარდეს მექანიკური შეხების გამო;

· ფესვების ლპობა - გრუნტის ზედმეტი დატენიანება, ან ზამთრის სეზონზე ცივი წლით მორწყვა იწვევს ფესვების ლპობას;

· ფოთლების ხმობა - ტენის უკმარისობაზე მცენარე ამგვარად რეაგრებს. ნიადაგი არ უნდა გამოშრეს. თუ ფოთლებმა დაიწყო ჭკნობა, მაშინ დავაკორექტიროთ მორწყვის რეჟიმი;

· ღეროს გაწელვა - სინათლის უკმარისობა. საჭიროა უფრო განათებულ და მზის სხივებით გამდიდრებულ ადგილზე განთავსება;

· მავნებლები და დაავადებები - მოვლის პირობების დარღვევის გამო, ზედმეტი მორწყვის შემთხვევაში, ფესვებზე ჩდებიან მატლები.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ჯგუფში ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

07 April 0 786

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно