გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

კოსმეა (Cosmos)

კოსმეა მოყვავილე ერთწლიანი, ან მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ასტრისებთა ოჯახიდან. მისი დასახელება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „Cosmeo” და თარგმანში ნიშნავს სამკაულს. მცენარის ბუნებრივი გავრცელების არეალი ამერიკის ტროპიკები და სუბრტოპიკებია. თუმცა, სახეობების უმეტესობა გვხვდება მექსიკის ტერიტორიაზე. სულ ცნობილია 20 სახეობა, ხოლო ჩვენში გავრცელებულია 3, და საინტერესო ისაა, რომ აქედან ერთი მრავალწლიანი მცენარეა, ორი კი ერთწლიანი.

კოსმეას ბუჩქის სიმაღლე 0,5-1,5მ-ს აღწევს. ყვავილი განთავსებულია მაღალ და საკმაოდ დრეკად ღეროზე. ფოთოლი ჰაეროვანი, აჟურული წვრილად დატოტვილია. თავისი ფორმით ყვავილი ძალიან წააგავს გვირილას. დაყვავილებისას იკეთებს მრავლობით, მოგძო ფორმის მოყავისფრო-მონაცრიფრო თესლს. გაყიდვაში შესაძლებელია შეგვხვდეს ხუჭუჭა კოსმეა, რომელიც სელექციონერებისაგან არის გამოყვანილი და ეს სახეობაც შეიძლება იყოს როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი. 

თესლიდან გამოყვანა: კოსმეას გამოყვანა შესაძლებელია როგორც ჩითილების გამოზრდის გზით, ასევე, პირდაპირ ღია გრუნტში დათესვით. ღია გრუნტში ითესება ან შემოდგომით, ან ადრე გაზაფხულზე. ადრე გაზაფხულზე დათესილი ბუნებრივია გაყვავდება უფრო გვიან, ივლისში-აგვისტოში. ითესება კოსმეა ჯგუფურად, 3-5 ცალი მარცვალი. ღრმავდება მხოლოდ 10მმ-ზე, ერთმანეთისაგან 0,3-0,4მ-თ დაშორებით. ნათესს ეფარება მიწა და ოდნავ იტკეპნება. თუ კოსმეა უკვე გვედგა ბაღში, მაშინ არაა გამორიცხული, რომ შემოდგომისას თესლი თავად ჩაცვივდა მიწაში, და ჩვენ ის ღა დაგვრჩენია, რომ ამოვიღოთ ჩითილი და გადავრგათ სასურველ ადგილას.

კოსმეას ჩთილების გამოყვანა ხდება დასათბურების მეთოდით. მარტის დასაწყისში გრუნტში თესლი ოდნავ იძირება, გრუნტის ზედაპირი ირწყვება და კონტეინერს, ან ქოთანს ეფარება ან ცელოფანი ან შუშა. კონტეინერი უნდა განთავსდეს თბილ და ნათელ ადგილზე. ოპტიმალური ტემპერატურა +18°-20°. შემდგომში პიკირებისა და გადარგვების რუტინის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია თესლი ჩაითესოს ინდივიდუალურად მცირე ზომის ჭურჭელში. თუ ყველაფერი კარგად ჩატარდა 7-15 დღეში ჩთილები ამოვა და მოძლიერდება.

ჩითილების ღია გრუნტში გადატანა ხდება, მაშინ, როცა უკვე კარგად დათბება და როცა ჩითილები 6-10სმ მიაღწევენ, მასისის თვეში მაგალითად. ნიადაგი უმჯობესია იყოს საკმარისად განათებულ ადგილზე, ზომიერად ნაყოფილერი, სუსტად მჟავე და დაცული ორპირიგან. ზედმეტად ნოყიერი ნიადაგი ხელს შეუშლის ყვავილობას და გამოიწვევს მცენარის მწვანე მასის ზრდას.

კოსმეას გადასარგავად საჭიროა გარკვეული მოსამზადებელი სამუშოების გაკეთება-ითხრება ორმოები, 0,3X0,3მ ზომაში, საკმარისად ღრმა. ორმოში უნდა ჩაისხას წყალი და კარგად დასველდეს. მცენარეების გაადრგვისას და ორმოების შევსების შემდეგ, ნარგავები ისევ უნდა მოვრწყათ. აზრი აქვს ჩითილებისათვის საყრდენი ჯოხის დამაგრებას, რომ სანამ ღერო მომსხვილდება და მომაგრდება, არ გადატყდეს. ფუშფუშა ბუჩქის მისაღებად უმჯობესია მცენარის წვერო გადაიჭრას, მაშინ, როცა კოსმეა 0,5მ-ს მიაღწევს. ჩითილებით გამოყვანილი კოსმეა ყვავილობას უფრო ადრე იწყებს.

მოვლის თავისებურებები: კოსმეა არ ითვლება პრეტენზიულ მცენარედ. მას უყვარს უხვი და გემრიელი მორწყვა. ყოველი მორწყვის შემდეგ გრუნტი უნდა გაფხვიერდეს. კვება სჭირდება სეზონზე სულ ცოტა სამჯერ. გამოიყენება მინერალური სასუქი მოყვავილე მცენარეებისათვის. კვება სჭირდება ვიდრე მცენარეს ჩამოუყალიბდება კვირტები. შემდეგ ვკვებავთ უკვე კვირტების ფორმირებისას და უშუალოდ ყვავილობის წინ. ზედმეტი კვება საზიანოა. პერიოდულად საჭიროა რევიზიის ჩატარება, დამჭკნარი ფოთლებისა და ყვავილების, ასევე ურჩი ღეროების გასხვლა.

თესლის შეგროვება: მრავალწლიანი კოსმეას გამრავლება შესაძლებელია დაკალმების გზით. ამ კოსმეას სჭირდება სპეციალური გამოზამთრება, ბუჩქი უნდა გაიკრიჭოს და შეიფუთოს, რომ დავიცვათ ყინვებისაგან.

ხოლო რაც შეეხება ერთწლიან მცენარეებს, მას შეუძლია მხოლოდ თესლით გამრავლება და ხშირად 3-5 წლის მანძილზე თვითდათესვის გზითაც მრავლდება. თუ სურვილი გვაქვს, რომ ავიღოთ თესლი, უნდა შევარჩიოთ რამოდენიმე დიდი და ჯანსაღი ყვავილი. თესლი მომწიფების შემდეგ მიწაში რომ არ ჩაცვივდეს, მომწიფებულ ყვავილებს ჩამოვაცვათ პარატა, მარლის, ან წულისაგან გაკეთებული ტომარა. თესლი მომწიფებულია მაშინ, როდესაც უკვე გამუქებულია, და ძალიან თავისუფლად ძვრება ღეროდან. მაგრამ,

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, რომ კოსმეა იმტვერება თვითდამტვერვის გზით და ასე აღებული თესლიდან შეიძლება აღმოცენდეს განსხვავებული ფორმისა და შეფერილობის ყვავილის მქონე მცენარე.

დაავადებები და მავნებლები: კოსმეა საკმაოდ მედეგია დაავადებებისა და მავნებლების წინააღმდეგ, ამიტომაც იშვიათად ავადობენ. მაგრამ, ახალგაზრდა მცენარეებს ხშირად ერჩიან ლოკოკინები და ლოქორები, ამიტომ, საჭირო გახდება მათი ხელით მოშორება.

პოპულარული სახეობები: Cosmos bipinnatus: ყვითელი გულის მქონე, ფერადი ყვავილებიანი კოსმეა. ეს მცენარე ერთწლიანია და წარმოშობით მექსიკიდანაა. იზრდება 1,5მ-მდე და გამოირჩევა უხვი ყვავილობით. ფოთლების ფორმა ძალიან წააგავს ცერეცოს ფოთლებს და საერთოდ, მცენარე გარეგნულად გავს ცერეცოს. (ცნობილია: Dazzler, Purity, Sonata Pink Blush)

Cosmos sulphureus: ეს არის ყვითელი და სტაფილოსფესი შეფერილობის მქონე ყვავილებიანი, ერწლიანი კოსმეა. საკმაოდ სითბოს მოყვარული ლათინოამერიკელია, ყვავილების ფურცლაკები დანაწევრებულია ორ, ან სამ სეგმენტად. (ცბობილია: Bilbo, Crest Lemon, Diablo)

Cosmos atrosanguineus: ეს კოსმეა მრავალწლიანი მექსიკელია. ამ კოსმეას აქვს სხვა დასახელებებიც, შავი კოსმეა, შოკოლადის კოსმეა, რადგან ყვავილის შეფერილობა საკმაოდ მუქი, ლამის შავია. ეს კოსმეა პოპულარულია იმითაც, რომ აქვს საკმაოდ მძაფრი, შოკოლადის არომატი. ეს მცენარე სითბოს მოყვარულია, ამიტომ ახარებენ უმეტესად ქოთანში, რომ ზამთრის სეზონზე მოხდეს მისი სახლის პირობებში დატოვება. თუ კოსმეა ღია გრუნტშია, მაშინ ბუჩქს სჭირდება შეფუთვა. (ცბობილია: Brightness, Antiquity, Double click rose bon-bon) ჩვენი გუნდი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

05 April 0 3 259

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно