ვანილის ორქიდეა (Vanilla orchid)

უმეტესობამ ალბათ არც იცის, რომ ისეთი უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი კულინარიასა და პარფიუმერიაში, როგორიც არის ვანილი, ორქიდეასაგან მზადდება. მსოფლიოში ვანილის ორქიდეას 100-მდე სახეობაა ცნობილი, მაგრამ ამ რაოდენობის სილამაზიდან, მხოლოდ ორი სახეობა გამოდგება ვანილის საწარმოებლად.

ვანილის ორქიდეა წარმოშობით ტროპიკებიდანაა და საკმაოდ დიდი პოპულარულობა მოიპოვა არა მხოლოდ მისი არომატისა და სილამაზის გამო, არამედ, იმით, რომ ტროპიკებში, ბუნებრივ გარემოში, ეს მცენარე იზრდება როგორც ლიანა, რომელსაც შეუძლია 30მ სიგრძეს მიაღწიოს. ყვავის უხვად, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ყვავილის სიცოცხლის ხანგრძლივობა ლამის 24 საათია, მისი ყვავილობა მაინც ულამაზესია, რადგან ღეროები უხვად იხუნძლება კოკრებით და იპენტება მოკრემისფრო ყვავილებით. სქელი, ტყავისებური, ლანცეტის ფორმის, მსუყე მწვანე ფერის ფოთლები ღეროზე განლაგებულია მორიგეობით. ყოველ მუხლზე იზრდება საჰაერო ფესვი, რომლითაც ლიანა ემაგრება საყრდენს და მიიწევს სინათლისაკენ.  სახლის პირობებში ორქიდეა ნაყოფს არ იკეთებს, მაგრამ შესაბამისი მოვლის შემთხვევაში ყვავილობას შეიძლება მივაღწიოთ.

განათება: ამ ორქიდეას მოვლა არც თუ ისეთი რთულია, თუ გარემოს მივუახლოვებთ ტროპიკებს. ამისათვის საჭიროა საკმაოდ მკვეთრი განათება მთელი დღის მანძილზე და ბუნებრივია, უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს, რომ მცენარე დავიცვათ დამწვრობისაგან. სინათლის უკმარისობა ცუდად აისახება ყვავილობაზე. ამიტომ ზამთრის პერიოდში და მაშინაც, თუ ოთახში სინათლის პრობლემაა, აზრი აქვს ხელოვნური განათების დამატებას.

ტემპერატურა: ვანილი ძალიან სითბოსმოყვარული ორქიდეაა, მისთვის მისაღები დიაპაზონია +28-30° დღისით, ღამით +18-22°. უფრო ზრდასრული მცენარე იტანს განხვავებულ ტემპერატურულ რეჟიმსაც.

ტენიანობა და მორწყვა: ვანილს ძალიან მაღალი ტენიანობა სჭირდება 80-90%. ამისათვის უმჯობესია ხშირი მორწყვა და შესხურება, ასევე ოთახში ჰაერის დატენიანება. მორწყვის ინტენსიობა პირდაპირაა დამოკიდებული ტემპერატურასა და ჰაერის ტენიანობაზე. გრუნტი არ უნდა გამოშრეს და საჭიროა თბილი და გამოხდილი წყლის გამოყენება. ასევე, ურიგო არ იქნება მცენარისათვის თბილი შხაპის მოწყობა. ზამთრის დასასრულს მცენარეს იწყებს მოსვენების ფაზაში შესვლას და ამ დროს  ვამცირებთ წყლის პროცედურებს.

გრუნტი: ვანილის ორქიდეას სტანდარტული ორქიდეებისათვის განკუთვნილი გრუნტისაგან განსხვავებული გრუნტი სჭირდება. შემადგენლობაში შედის ხის ქერქი, ხავსი სფაგნუმი, ხის ნახშირი, გვიმრის ფესვები, ცოტა პერლიტი და ტორფი. ნებისმიერ შემთხვევაში, სუბსტრატი უნდა იყოს მსუბუქი, ჰაერგამტარი, ტენიანი და ნოყიერი.

კვება: ძალიან კარგად რეაგირებს კვებაზე. სჭირდება მთელი წლის მანძილზე, 2-3 ჯერ კვირაში სპეციალურად ორქიდეებისათვის განკუთვნილი სასუქი, იმ განხვავებით, რომ ვამცირებთ დოზას 2-ჯერ. კვება შესაძლებელია როგორც ფოთლიდან, ასევე ფესვებიდან.

გადარგვა: უმჯობესია გადარგვა განვახორციელოთ გაზაფხულზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფესვთა სისტემა ვეღარ ეტევა ქოთანში. ვანილის ორქიდეას არ უყვარს გადარგვა, ძნელად ეგუება ახალ გარემოს ანელებს ზრდას და შეიძლება შეაჩეროს ყავილობა. ძალიან ფრთხილად უნდა ამოვიღოთ ქოთნიდან, ისე, რომ არ შევეხოთ და არ დავუზიანოთ ფესვები. ახალი ქოთანი ოდნავ დიდი უნდა იყოს ძველზე და არ დაგვავიწყდეს, რომ ახლადგადარგულ მცენარეს არ ვრწყავთ! და ასევე, უმჯობესია დავდგათ უფრო ნაკლებ ინტენსიურ ნათებაზე და დროთა განმავლობაში შევაჩვიოთ მკვეთრ სინათლეს.

გამრავლება: მრავლდება კალმებით, რომელსაც აქვს სამი მუხლი და სულ ცოტა ორი დიდი საჰაერო ფესვი. სასურველია კალამზე ზრდის სტიმულატორის წასმა. ირგვება დატენიანებულ გრუტში, სასურველია ქვიშაში. გადარგული მცენარე უნდა დავასათბუროთ, გადავაფაროთ ღია ფერის გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტი. მანამდე, სანამ ლიანა არ დაიწყებს ზრდას. ამასთან სუბსტრატი მუდმივად უნდა იყოს ტენიანი. პერიოდულად ვანიავებთ სათბურს და ვნამავთ მცენარეს. როცა უკვე მცენარეს შევამჩნევთ პროგრესს, შეგვიძლია ცელოფნის მოცლა და გრუნტში გადატანა. სასურველია ქოთანს ქონდეს მრავალი სადრენაჟე ნასვრეტი და არ დაგვავიწყდეს ჯოხი, რადგან ეს არის ლიანა და საყრდენი მისთვის აუცილებელია.

გასხვლა: ვანილის ორქიდეასათვის გასხვლის პროცედურა სახლის პირობებში მოვლის აუცილებელი ნაწილია. გასხვლა სჭირდება რეგულარულად, რომ არ გაიზარდოს სიგრძეში. ასე მცენარე უფრო ახალგაზრდავდება და გვერდითი ამონაყარს იკეთებს, რის გამოც ბუჩქი უფრო ფუშფუშა იზრდება. გასვლისათვის საჭიროა წინასწარ დაზემფიცირებული ინსტრუმენტის გამოყენება. გადაჭრის ადგილები მუშავდება სააფთიაქო ნახშირით.

მავნებლები და დაავადებები: მავნებლების მიმართ ეს ორქიდეა მედეგია, რასაც ვერ ვიტყვით დაავადებებზე. დაავადების პროვოცირება ძირითადად ხდება არახელსაყრელი პირობების გამო. სახიფაოა როგორც ზედმეტი მორწყვა, ისე გრუნტის მთლიანად გამოშრობა და დაბალი ტენიანობა. მორწყვამ შეიძლება გამოიწვიოს ფესვის ან ღეროს პლობა. ამ შემთხვევაში აუცილებელი ხდება მცენარის გადატანა ახალ გრუნტში. სიმშრალე იწვევს ფოთლების გამოშრობას და ხმობას. ხოლო ზედმეტი კვების გამო ორქიდეას შეიძლება  გაუშავდეს საჰაერო ფესვები.
ჩვენი გუდი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

04 April 0 467

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно