ლედებურია (Ledebouria)

თავისი გამძლეობითა და უპრეტენზიო მოვლის პირობების გამო ამ მცენერეს ხშირად სარეველასაც კი ადარებენ. მოვლის სიმარტივე შესანიშნავად ერწყმის განსაკუთრებულ ვიზუალს და ამიტომაც მან დაიმკვიდრა ერთ-ერთი ლამაზფოთლება ეგზოტის სტატუსი. საოცრად ლამაზი, მბზინავი ვერცხლისფერი ლაქებით დაფარული მწვანე, ბოლქვებიდან ამოზრდილი ფოთლები განსაკუთრებით შთამბეჭდავია მზის სხივების ქვეშ.  ვიზუალური მსგავსების გამო, ეს მცენარე სცილას სახელითაც არის ცხობილი.

ლედებურიას რომელიმე სახეობასთან მიკუთვნების შესახებ დიდი ხანია მიდის სჯა-ბაასი, რადგან ფორმით ძალიან წააგავს ბოლქვოვანებს და ერთი პერიოდი მიაკუთვნებდნენ შროშანისებრთა ოჯახს. მაგრამ, საბოლოოდ დაიკავა საპატიო ადგილი ასპარაგუსების (სატაცურების) ოჯახში. ლედებურია ვითარდება როგორც ბოლქვოვანი, სივრცეში გაშლადი ბუჩქი. მცირე ზომის ბოლქვებიდან ამოზრდილი ლანცეტისებური და ნაზი ფოთლები სიგრძეში 13სმ-მდე აღწევს, თუმცა შეფერილობის წყალობით უფრო დიდი და მყარი ფოთლების შთაბეჭდილებას ტოვებს.

ლედებურია მოყვავილე მცენარეა და ყვავის გვიან გაზაფხულიდან ზაფხულის ჩათვლით. როზეტის ძირიდან იზრდება ერთი საყვავილე, რომელზეც განლაგებულია პირამიდის ფორმის ყვავილედი. ყვავილები მსუბუქი, ჰაეროვანი, მინიატურული ზომის, მოკრემისფრო ან მოვარდისფროა.

განათება: ლედებურია არ მოითხოვს განსაკუთრებულ პირობებს და მისი მოვლა გაუადვილდება დამწყებ ფლორისტსაც კი. მცენარეს არ ეშინია პირდაპირი მზის სხივების, პირიქით მთელი მისი დიდებულება მჟღავნდება მზის სხივების გავლენით. კარგ განათებაზე მცენარე უფრო ჯანმრთელი და შთამბეჭდავი ფერების იზრდება. სინათლის ოდნავი ნაკლებობაც კი აისახება ფოთლების შეფერილობაზე და თავად მცენარის ფორმაზე-იწელება და შეფერილობა ფერმკრთალდება.

ტემპერატურა: უპირატესობას ანიჭებს ზომიერ ტემპერატურას. ოპტიმალური დიაპაზონი შეადგებს +21°-24°, ზამთარში +18°, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში +16°. მინიმალური ტემპერატურა, რომელიც შეუძლია აიტანოს მცენარემ არის +8°, თუმცა ამ პირობებში შეიძლება მთლიანად დაკარგოს დეკორატიულობა. ზაფხულში შესაძლებელია ლედებურიას გატანა ღია ცის ქვეშ, ჰაერზე, მაგრამ საჭირო იქნება პირდაპირი მზის, ნალექისა და ორპირისაგან დაცვა.

მორწყვა და ჰაერის ტემპერატურა: საჭიროა გარკვეული აკურატულობა და სტაბილურობა, რომ გრუნტი იყოს ნამიანი. ლედებურია ძალიან მიდრეკილია ლპობისაკენ, ოდნავი სინესტე, ზედმეტი მორწყვა, ფოთლების ზედმეტი სისველე სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორებია. ამიტომ, მცენარე უნდა მოირწყას მაშინ, როცა გაშრება გრუნტის ზედა ფენა. მსუყე მორწყვა უფრო საშიშია, ვიდრე ხშირი და ცოტა რაოდენობის წყლის დასხმა. თუ მცენარეს უფრო მეტი მორწყვა დასჭირდება, თავად ლედებურიას ექნება რეაგირება-დაურბილდება ფოთლები. ზამთარში მორწყვა საგრძნობლად მცირდება. ლედებურიას არ სჭირდება დარბილებული წყალი და შესაძლებელია ონკანის, ნადგამი წყლის გამოყენება.

ლედებურიას არ სჭირდება განსაკუთრებით მაღალი ტენანობა, ზომიერად მორწყვის, შესხურების პირობებში, ყველაფერი ჩაივლის ზედმეტი პრობლემების გარეშე. ფოთლების ჰიგიენისათვის, აუცილებელია მათი მტვრისაგან რეგულარული გაწმენდა.

კვება: ლედებურია არ საჭიროებს ხშირად კვებას. პროცედურის სიხშირე დამოკიდებულია განვითარების ინტენსიურობაზე. თუ მცენარეს ამოაქვს ახალი ბულბები, იზრდება და ვითარდება, კვებისაგან შეგვიძლია შევიკავოთ თავი. თუ მცენარე აფერხებს ზრდას, შეგვიძლია გამოვკვებოთ თვეში ერთხელ. გამოიყენება სტანდარტული, კომპლექსური სასუქი შეფუთვაზე რეკომენდირებული დოზებით. უფრო ხშირი და ინტენსიური კვება სახიფათოა.

გასხვლა: გასხვლისა და ფორმირების პროცედურა შემოიფარგლება დამჭკნარი ფოთლებისა და ყვავილების მოცილებით. თუ მცენარე დაკარგავს დეკორატიულობას, მაშინ ბუჩქი უნდა გაახალგაზრდავდეს, ძველი ბოლქვები მოშორდეს. 

გადარგვა: რაც უფრო იშვიათად გადაირგვება ლედებურია, მით უკეთესი. ბუჩქი წარმატებით იზრდება შეჩვეულ გარემოში. ქოთნის გამოცვლა სჭირდება იმისდა მიხედვით, შეავსო თუ არა მცენარემ არსებული. საორიენტაციოდ გადარგვა დასჭირდება 3 წელიწადში ერთხელ. მცენარეს სჭირდება მსუბუქი გრუნტი, შესაძლებელია უნივერდალური ნაზავის გამოყენებაც. თუ თავად გავაზავებთ, მაშინ ვიყენებთ, ფოთლოვან მიწას, კორდის მიწას და ქვიშას 2:1:1.

ლედებურიას სჭირდება განიერი ქოთანი, რადგან მცენარე ვითარდება სიგანეში, ხოლო ფესვთა სისტემა არ აქვს დიდი და ღრმა. დრენაჟის გაკეთება აუცილებელია და ქოთნის ზედაპირზე უნდა იყოს საკმარისად თავისუფალი სივრცე, რომ მცენარე თავისუფლად გაიზარდოს. გადარგვისას, მცენარის სიღრმე უნდა დავიჭიროთ იგივე, ბოლქვები არ უნდა ჩაიძიროს ნიადაგში.

დაავადებები და მავნებლები: ლედებურიასათვის საფრთხეს წარმოადგენს სიდამპლე და სოკოვანი ინფექციები, რომელიც გამოწვეულია მოვლის რეჟიმის დარღვევის, უმეტეს წილად, ზედმეტი მორწყვის გამო. თუ მცენარე განთავსებულია სხვა დაავადებული მცენარეების ახლოს, ან ღია ცის ქვეშ, მაშინ შეიძლება გაუჩნდეს ბუგრი.

გამრავლება: გამრავლება შესაძლებელია როგორც ბუჩქის დაყოფით, ისე თესლით. თესლით გამრავლება ხდება სტანდართული ჩითილების გამოყვანისა და დასათბურების მეთოდით. ლედებულია ნელა იზრდის ფოთლებს ძველ ბოლქვებზე, მაგრამ  ახალი ბოლქვები ეზრდება საკმაოდ მალე და ინტენსიურად. გამრავლებისათვის გამოიყენება ახალი, გვერდითა ბოლქვები, რომელიც უნდა მოიჭრას ბასრი დანით და დამუშავდეს ნახშირით განაჭერი ადგილები. თუ მცენარეს არ აქვს ფესვები, გრუნტში ბოლქვი უნდა ჩაღრმავდეს ნახევრამდე და დაეფაროს თავზე გამჭვირვალე ჭურჭელი. დროთა განმავლობაში მცენარეს უნდა მოვხადოთ ჭურჭელი, განიავებისათვის და მომდევნო პერიოდში მოვუხშიროთ განიავების, ახალ გარემოსთან შეჩვევის პროცედურებს. თუ გაყოფილ მცენარეს აქვს თავისი ფესვი, უბრალოდ ირგვება ახალ ქოთანში და ვუვლით ჩვეული რეჟიმის მიხედვით.
დაგვისვით კითხვები facebook_ზე გაწევრიანდით ჯგუფში ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

03 April 0 515

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно