გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ჰებე,მარადმწვანე მოყვავილე ბუჩქი

სახელწოდება Hebe მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიური პანთეონიდან და ეს არის მარადიული ახალგაზრდობისა და კეთილდღეობის ქალღმერთის სახელი. და მართლაც, მარადმწვანე,მომცრო ფოთლები ასოცირდება მარადიულ ახალგაზრდობასა და სილამაზესთან. ჰებე შეიძლება შეგვხვდეს მრავალი სახეობისა და ზომის, ცეროდენა-ჯუჯა და გიგანტიც კი (2მ-მდე). ბუნებაში გავრცელებულია 100-მდე სახეობა, რომელიც შეიძლება გავზარდოთ როგორც სახლის პირობებში, ასევე ღია ცის ქვეშ. წარმოშობით ეს მცენარე აღმოსავლეთ აზიიდან  და ავსტრალიის არქიპელაგიდან არის, და გასაგებია,რომ მცენარეს სრულფასოვანი განვითარებისათვის დასჭირდება შესამაბისი პირობები. განსხვავებული აქვს ამ მცენარეს ფოთლების შეფერილობაც, უმეტესად გვხვდება სხვადასხვა ტონალობის მწვანე ფერის, თუმცა შეიძლება წავაწყდეთ ვარიეგატულ სახეობებსაც.საკმაოდ ლამაზი და მრავალფეროვანი აქვს ყვავილობაც, ყვავილების მტევნები გამოაქვს ღეროების ბოლოებზე. ყვავილედი იფარება წვრილი, სხვა და სხვა ფერის ყვავილებით. უმეტეს შემთხვევაში გვხვდება თეთრი, ვარდისფერისა და იასამნისფერის სხვა და სხვა ვარიაციები.
ჰებე სახლის პირობებში სახლის პირობებში,ქოთნებში გამოდგება ჰებეს ჯუჯა სახეობები. მცენარე უნდა იდგას საკმაოდ განათებულ ადგილზე, მაგრამ არა პრდაპირი მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ. გრუნტი სჭირდება მსუბუქი და მჟავე რეაქციის. ნიადაგი უნდა იყოს მუდმივად ტენიანი, დაუშვებელია როგორც ზედმეტად დასველება,ახევე გრუნტის გამოშრობა.მცენარის კარგად განვითარებისათვის საჭირო იქნება ჰებეს მოყვავილე მცენარეებისათვის განკუთვნილი მინერალური სასუქებით გამოკვება. გადარგვას არ საჭიროებს საორიენტაციოდ 2-3 წელიწადში ერთხელ, ისიც იმ შემთხვევაში,თუ ფესვები ძალიან გაეზრდება. ფესვთა სისტემა ნაკლებად განვითარებული აქვს და ამიტომ სახიფათოა მისი დაზიანება. ჰებეს უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ აზრი აქვს თბილ ზესონებზე მცენარე გავიტანოთ ღია ცის ქვეშ.
ჰებე ღია ცის ქვეშ ეს მცენარე საოცრად უხდება ლანდშაფტურ დეკორებს, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, ჰებეს ყველა სახეობა ვერ უძლებს ყინვებს. ამიტომ საჭიროა გამოზამთრების ოპტიმალური მეთოდების მოფიქრება. აუცილებელი იქნება ბუჩქების შეფუთვა და მომზადება, რაც გამოიხატება კალიუმით გამდიდრებული სასუქებით გამოკვებაში.კვებას აძლევენ ივნისს-აგვისტოში. კარგი იქნება თუ სპეციალურად შევურჩევთ მცენარეს ადგილს, უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებსა და ორპირს. ნიადაგი, რომელშიც ჩავრგავთ ჰებეს, უნდა იყოს სუსტად მჟავე ან მჟავე რეაქციის მქონე, გამდიდრებული ნეშომპალითა და ტორფით. ჰებე ვერ განვითარდება კირით მდიდარ ნიადაგზე. არ საჭიროებს გასხვლას, რადგან ჩვენს სარყტელში ეს მცენარე ვერ აღწევს უსარმაზარ ზომებს. უბრალოდ შეიძლება ოდნავ დავაკორეტიროთ ფორმა. გამრავლებითაც საკმაოდ ადგილად მრავლდება დაგაწიდვნის მეთოდით. ახალი მცენარე ცალკევდება აგვისტოში და ირგვება ცალკე ჭურჭელში.
დაავადებები და მავნებლები ჰებეს სუსტი მედეგობა აქვს სოკოვანი დაავადებების მიმართ. ასევე შეიძლება დაეწყოს დაობება და ფოთლების გაყვითლება. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ფუნგიციდები დამუშაბისათვის.
მავნებლებიდან შეიძლება მცენარეს გაუნდეს ბუგრი და ტრიფსები. შემოუერთდით ჩვენს ჯგუფს facebook_ზე  ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი
03 April 0 3 064

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно