ქოქოსის პალმა (Cocos nucifera)

გიფიქრიათ იმაზე, თუ რატომ არის ქოქოსის კაკალი ასეთი უნიკალური ფორმის, ზომისა და შემადგენლობის? ფრიად საინტერესო თემაა! ბოტანიკოსები ვერ შეთანხმებულან თუ რომელი ქვეყანაა ქოქოსის პალმის სამშობლო. ვერ შეთანხმდნენ მის სახელწოდებასთან დაკავშირებითაც კი. ითვლება, რომ სახელი მომდინარეობს პორტუგალიური ენიდან, სადაც სიტყვა “Coco” ნიშნავს მაიმუნს.

ქოქოსის პალმა ასოცირდება ოკეანის და ზღვის სანაპიროსთან და ასეთი ალუზია სწორეა, რადგან ქოქოსის კაკალი, არის უნიკალური „კონსტრუქცია“, რომელიც განკუთვნილია მარილიან წყალში „სამოგზაუროდ“.  პალმის ჩანასახი საკმაოდ სერიოზულად არის დაცული, მას გარს აკვრია მყარი, სქელი ნაჭუჭი, ხოლო თავად ნაჭუჭი გარედან დაფარულია უხეში, მაგრამ დრეკადი ბოჭკოებით. მთელი ეს კონსტრუქცია მოწოდებულია იმისათვის, რომ კაკალი არ ჩაიძიროს წყალში და ძლიერი ტალღების შემთხვევაში დაიცვას ნაპირზე დარტყმებისაგან. შესანიშნავად ვიცით, თუ როგორ სირთულეს წარმოადგენს კაკლის გატეხვა. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ უზარმაზარი კაკლები თვეების მანძილზე ტივტივებენ ზღვებისა და ოკეანის წყლებში, სანამ დინება და ტალღები არ გამორიყავთ მათ ნაპირზე. იმისათვის, რომ პალმა აღმოცენდეს „ნამოგზაურები“ კაკლისაგან, საერთოდ არაა საჭირო მტკნარი წყალი. ქოქოსი შეიცავს შიგთავსს, რომელიც არის წყალში გაზავებული საკვები ნივთიერებების კოქტეილი. და ყველაზე საოცარი არის ის, რომ ამ პალმის კულტივაცია შესაძლებელია სახლის პირობებშიც კი.

ოთახში ახალგაზრდა პალმა საკმაოდ ეფექტურად გამოყურება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სახლის პირობებში ქოქოსს გაუჭირდება, ამიტომ უმჯობესია მისი ორანჟერეაში დადგმა. თუ ბუნებრივ გარემოში პალმის სიმაღლე 30მ-ს და ფოთლის სიგრძე 5-6მ-ს აღწევს, სახლის პირობებში პალმა ჩიავდება და მხოლოდო 2-2,5მ-მდე იზრდება. მცენარიდან კაკლის მოშორება დაუშვებელია(!), რადგან პალმა იქედან საზრდოობს საკვები ნივთირებებით და სულ ცოტა 3 წელი იქნება მიმაგრებული კაკალზე.

განათება: პალმას სჭირდება ძლიერი სინათლე. თავისუფლად იტანს პირდაპირი მზის სხივებს. ზაფხულში რა თქმა უნდა, პალმას ყოფნის განათება, თუ ნათელ ფანჯარასთან დგას, მაგრამ ზამთარში აუცილებლად დასჭირდება ხელოვნური განათების მობილიზება.

ჰაერის ტემპერატურა: მთელი წლის მანძილზე უნდა იყოს საკმაოდ მაღალი, გასაგებია რომ პალმას უყვარს სითბო, ამიტომ ოპტიმალური დიაპაზომი არის +22°-25°, ხოლო ზამთარში +18°. 

მორწყვა და ჰაერის ტენიანობა: სჭირდება უხვი მორწყვა, მაგრამ დაუშვებელია წყლის დაგუბება სუბსტრატში. ზამთარში მოწყვას ვამცირებთ, თვეში ერჯერადად საკმარისია, მაგრამ გრუნტი უნდა დარჩეს ტენიანი. პალმა ძალიან მომთხოვნია ჰაერის ტენიანობის მიმართ. მთელი წლის მანძილზე აუცილებელია ფოთლების დანამვა რბილი და ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი წყლით. ზედმეტი მტვერი აუცილებლად უნდა მოშორდეს ფოთლებს, რომ მცენარემ შეძლოს სუნთქვა.

გრუნტი: ნიადაგი უნდა იყოს ან ნეირტალური მჟავიანობის ან სუსტად მჟავე. გრუნტი შედგება კორდის მიწისაგან, ნეშომპალისა და ტორფის ნარევისაგან 1:1:1 პროპორციით. შემდეგ ეს ნაზავი უნდა გაერიოს თიხას, კერამზიტსა ან ქვიშას. შესაძლებელია ასევე პალმებისათვის განკუთვნილი მზა გრუნტის გამოყენებაც.

კვება: სჭირდება გაზაფხულის დადგომისთანავე, 2-4 კვირაში ერთხელ მინერალური და ორგანული სასუქებით გამოკვება. შემოდგომით და ზამთარში, უმჯობესია კვება შევწყვიტოთ.

გადარგვა: ახალგაზრდა პალმას ყოველ წლიურად რგავენ. მაგრამ 3 წლის ასაკიდან გადარგვას აღარ საჭიროებს, საკმარისია გრუნტის ზედა ფენის გამოცვლა (საორიენტაციოდ 1/3).

გამრავლება: შესაძლებელია გამრავლება მხოლოდ ნაყოფით. ამისათვის ქოქოსის ჯანმთელ კაკალს ათავსებენ ნესტიან ტორფზე და ასათბურებენ +25° ტემპერატურაზე. სათბურს პერიოდულად სჭირდება განიავება, რომ კაკალი არ დაობდეს. ჩითილის აღმოცენების შემდეგ კაკალი გადაიტანება პალმებისათვის განკუთვნილ გრუნტში, ისე, რომ არ შორდება პატარა პალმა და ნიადაგში იძირება კაკლის მხოლოდ ქვედა ფენა.

ყვავილობა: სახლის პირობებში ქოქოსის პალმა არ ყვავის, მაგრამ ბუნებრივ გარემოში, თუ ერთხელ აყვავდა, შემდეგ ყვავის მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე. ერთსქესიანი ყვავილები განთავსებულია ცოცხისმაგვარ ყვავილედზე, რომელმაც შეიძლება მიარწიოს სიგრძეში 1-1,2მ-ს. საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ყვავილებისაგან გამოყოფილი ნექტარით კეთდება შაქარი და ღვინო.

დაავადებები და მავნებლები

  • ფოთლების სიყვითლე: გამოწვეულია მორწყვის უკმარისობით. უნდა გავზარდოთ მორწყვის ინტენსივობა, მაგრამ ზედმეტი წყალი არ უნდა დარჩეს ქოთანში.
  • ფოთლის კიდეების გამუქება: გამოწვეულია ჰაერის ზედმეტი სიმშრალით. აუცილებლად ვზრდით ტენიანობას პალმის გარშემო, ვამრავლებთ შესხურებების ინტენსიობას და ვანიავებთ ოთახს.
  • ფოთლის მოჭკნობა: დაბალი ტემპერატურის პირობებში ფოთოლი ჭკნება.

მავნებლებიდან ქოქოსის პალმას ყველაზე ხშირად აბლაბუდა ტკიპები სტუმრობენ. ამ შემთხვევაში მცენარის ფოთლები იწმინდება და მუშავდება აკარიციდით. ანალოგიური ქმედებების განხორციელება მოგვიწევს ფარიანების, ცრუფარაიანების, ბუგრისა და ტრიპსების გაჩენის შემთხვევაში.
სემოგვიერთდით ჯგუფში დაგვისვით კითხვები facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

28 March 0 468

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно