ტორენია,ოთახისა და ვერანდის ფერადი ინტერიერისათვის

ეს მშვენიერი მცენარე დღეს ცნობილია, როგორც ოთახის ბინადარი, თუმცა შესაბამისი მოვლის შემთხვევაში  საკმაოდ არისტოკრატიულ ელფერს შესძენს აივნებსა და ვერანდებს. ტორენიას საოცარი ფორმისა და გარდამავალი ტონალობის ყვავილები შერწყმულია ლამაზ ფოთლოვან სისტემასა და საკმაოდ კაპრიზულ ხასიათთან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მისი დათესვა და ჩითილებიდან გამოყანა საერთოდ არაა რთული.

ტორენია ერთ-ერთი ყველაზე მდიდრულად მოყვავილე ერთწლიანი მცენარეა. მცირე ზომის ხავერდოვანი ზანზალაკების ფორმის ყვავლები განლაგებულია ამპელური ტიპის ღეროებზე. საკმაოდ მდიდარი ფერთა გამით არის ეს მცენარე წარმოდგენილი, დაწყებული თეთრიდან, მუქ მეწამულამდე. ტორენია ყვავის მთელი ზაფხული, ხოლო შემოდგომით იკეთებს ნაყოფის კოლოფებს. ტორენიას გამრავლება შესაძლებელია მხოლოდ ჩითილების გამოყვანით.

გრუნტის მომზადება: კონტეინერი, ან ქოთანი, რომელშიც ვეპირებით ტორენიას გამოყვანას, უნდა იყოს ფართო, არც თუ ისე ღრმა, მაგრამ საკმარისი სიღმის, რომ შესაძლებელი იყოს სადრენაჟე შრის გაკეთება. გრუნტად გამოდგება უნივერსალური მიწა ყვავილოვანი მცენარებისათვის, თუმცა რეკომენდირებულია მცირე რაოდენობის პერლიტის ან ქვიშის გარევა. თუ შესაძლებელი იქნება, იმისათვის რომ გრუნტი ძალიან არ გამოშრეს, გამოვიყენოთ ჰიდროგელი. დათესვის წინ რეკომენდირებულია გრუნტის დადეზინფიცირება (ასე მაგალითად ცხელ ორთქლში გატარება).

თესლის დამუშვება და დათესვა: ტორენიას დათესვისათვის გამოიყენება სტანდარტული პერიოდი, თებერვალი, მარტის დასაწყისი. ითესება სტანდარტული მეთოდიკის მიხედვით:

  • კონტეინერში კეთდება დრენაჟი, იყრება გრუნტი თანაბრად, ისე რომ მიწა არ დაიტკეპნოს;
  • მიწის ზედაპირი უნდა დაინამოს;
  • თესლი აკურატულად ნაწილდება გრუნტის ზედაპირზე და ეფარება თხელი ფენა მიწა ან ქვიშა;
  • დათესილი გრუნტი ისევ უნდა დაინამოს;
  • კონტეინერს ეფარება ცელოფანი, ან შუშა და იდგმევა კომფორტულ პირობებში.

თესლის აღმოცენებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი გარემოს შექმნა, საჭიროა ზომიერი ტემპერატურა +23° და კარგი განათება. თუ მზის სინათლე ნაკლებია, მაშინ უნდა ვიზრუნოთ ხელოვნურ განათებაზე.

პირველი ჩთილები 5 დღის შემდეგ ამოდიან, მაგრამ მასიურად ჩითილების აღმოცენება ხდება ორი კვირის მანძლზე. ტორენია საკმაოდ მალე ვითარდება, მთავარია მოვრწყათ სწორად, ბოლომდე არ გამოშრეს გრუნტი და შევასხუროთ წყალი პულივიზატორით. პირველივე ფოთლების გამოჩენისთანავე უნდა მოვუხშროთ განიავების პროცედურებს და შემდეგ საერთოდ მოვხადოთ თავი კონტეინერს, და შევეცადოთ შევუქმნათ ტემპერატურული სხვაობა დღე-ღამეს შორის. ღამის  ტემპერატურა სასურველია დავიჭიროთ +18°.
ჩითილების გადარგვა(პიკირება):  რაც უფრო ადრე გადაირგვება ტორენიას ჩითილი ცალკე, მით უკეთესი, მაგრამ აუცილებლად უნდა ქონდეს 2 ნამდვილი ფოთოლი მაინც. ჩითილები ირგვება თითო თითო, შეიძლება ორ-ორის დარგვაც პატარა კონტეინერებში. მოვლის პირობები რჩება იგივე, როგორც საერთო კონტეინერში, მაგრამ უმჯობესია ოდნავ გრილი გარემოს შექმნა, +16°-18°. როგორც კი წამოიზრდება ჩითილი, დაბუჩქული ფორმის მიღებისათვის ეჭრება წვეროები. გადარგვიდან 10 დღის შემდეგ, სასურველია დავიწყოთ მცენარის კვება, სტანდარტული მოყვავილე მცენარეების სასუქით. განსაკუთრებით კვება სჭირდება იმ შემთხვევაში, თუ მცენარის გაზრდას ვაპირებთ ქოთანში. ასევე, ჩითილები უნდა შევაჩვიოთ ღია გარემოს, ანუ, კარგ ამინდებში გავიტანოთ ჰაერზე, ამ დროს დასაშვები მინიმალური ტემპერატურა შეადგენს +15° და გაზაფხულზე, სანამ კარგად არ დათბება, უმჯობესია ჩითილი ღამე ოთახში შემოვიტანოთ. ტორენიას უყვარს მზე, თუმცა ვერ უძლებს ზაფხულის მზის მცხუნვარებას, ამიტომ, წინასწარ უნდა ვიზრუნოთ ადგილის შერჩევაზე. საბოლოო განთავსების ადგილის შერჩევისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტორენიას ნერგებს შორის დაშორება უნდა შეადგენდეს 10-12სმ. მიწა აუცილებლად უნდა იყოს ნაყოფიერი. მცენარეს ვიცავთ სიცივისაგან, პირდაირი მზისაგან, უხვი ნალექისა და ორპირისაგან.

იმისათვის, რომ მცენარეს შეუნარჩუნდეს ლამაზი, მდიდრული ყვავილობა, საჭროა რეგულარული მორწყვა, გრუნტი მუდამ უნდა ოყოს ნოტიო, მაგრამ არა სველი. ზაფხულის ცხელ დღეებში აზრი აქვს წყლის შესხურების პროცედურების ჩატარებას დილას ან საღამოს. მცენარეს აუცილებლად სჭირდება კვება, მინერალური, კომპლექსური სასუქით 2 კვირაში ერთხელ.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს,დაგვისვით კითხვები facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

28 March 0 449

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно