სანსევიერას დაფესვიანება

სანსევიერას გამრავლების ყველაზე მარტივი და გამოცდილი მეთოდი არის მისი ფოთლების დაფესვიანება. ამ მეთოდის შეუცვლელობა განსაკუთრებით მაშინ ვლინდება, როცა სხვა და სხვა მიზეზის და გამო მცენარის ფესვები ფუჭდება და სხვა გზა არ არის, ფესვი უნდა მოეჭრას. ან და, უბრალოდ გვინდა გავამრავლოთ ეს ლამაზი და საკმაოდ უპრეტენზიო მცენარე. ფოთლიდან გამრავლებისათვის გამოდგება ნებისმიერი სეზონი, თუ ექსტრემალური სიტუაცია შეგვექმნა. მაგრამ, მაინც არ არის რეკომენდირებული ზამთარი, რადგან მცენარეში შენელებულია ყველა პროცესი. ზამთარი სანსევიერასათვის, ისევე, როგორც ოთახის სხვა მრავალი მცენარისათვის, მოსვენების პერიოდია და შესაძლოა ვეღარ განვითარდეს და ფოთოლი დაფესვიანების ნაცვლად დალპეს.

გრუნტის მომზადება: სასურველია სუბსრტატი იყოს მსუბუქი, წყალგამტარი, ისეთი, როგორიც სუკულენტებისთვის არის საჭირო. შეგვიძლია თავად გავაზავოთ ნიადაგი: კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა, ნეშომპალა და ქვიშა 2:2:1:1 პროპორციით. ასევე, შეგვიძლია დავუმატოთ ცოტა ხის ნახშირი. არის სუბსრტატის მომზადების მეორე მეთოდი: კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა, ქვიშა 4:2:1 პროპორციით, გაზავებული მცირე რაოდენობის ორგანული სასუქით, მაგალითად ტორფით.

სანსევიერას მოსწონს თიხის ან კერამიკის ქოთანი. თიხა, ისევე როგორც კერამიკა ატარებს ჰაერს და იჭერს ტენს, რაც აუცილებელია სანსევიერას ფესვებისთვის. ამასთან, ეს მასალა მძიმე და მედეგია და უძლებს, როგორც მცენარის გაბარიტებს, ასევე ფესვების ზეწოლას, იმ შემთხვევისათვის, თუ მცენარე ზედმეტად გაიზარდა ზომებში. ქოთანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სადრენაჟე ნასვრეტები და მიწის ჩაყრამდე უნდა გავაკეთოთ დრენაჟის ფენა: კერამზიტი, აგურის ნატეხები და ა.შ. ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, პირიქით, სიმჭიდროვეში მცენარე შეიძლება აყვავდეს კიდეც. ქოთანი უნდა იყოს უფრო ფართო და არა ღრმა.

როგორ ავირჩიოთ და ავჭრათ ფოთოლი გამოიყენება იმ მცენარის ფოთოლი, რომელიც უკვე ყვაოდა. უმჯობესია ავიღოთ ქვედა, ჯანმრთელი ფოთოლი. მოჭრილი ფოთოლი შემდეგ იჭრება სიგანეზე, 5-15სმ სიმაღლეში თითო ნაჭერი. აუცილებლად უნდა დავიმახსოვროთ, რომელია ფოთლის ძირი და რომელი თავი და წყალში, ან გრუნტში ჩადებისას, უნდა მოვათავსოთ ძირი ქვემოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე არ დაფესვიანდება.

წყალში დაფესვიანება

· ვამზადებთ ყველა საჭირო ნივთს: წყლიან ჭურჭელს, სუფთა მაკრატელს, ფოთოლს და დამაფესვიანებელ პრეპარატს (მაგ. კორნევინი);

· დავამატოთ წყალში ცოტა დამაფესვიანებელი პრეპარატი;

· ფოთლები წყალში ჩავაწყოთ ქვედა მხრიდან;

· ფესვების გამოტანის შემდეგ მცენარე გადაგვაქვს ცალკე ქოთანში, გრუნტში.

მიწაში დაფესვიანება

· გვჭირდება კონტეინერი, დაბალი და ფართო; გრუნტი (ქვიშა, პერლიტი), დამაფესვიანებელი პრეპარატი, მცენარის ჯანსაღი ფოთლი, მაკრატელი;

· დაჭრილი ფოთლები გავაჩეროთ დალაგებული და გავაშროთ;

· ფოთლების ქვედა მხარე დავამუშოთ დამაფესვიალებელი პრეპარატით;

· ჩავყაროთ კონტეინერში გრუნტი და ჩავალაგოთ ფოთლები 1,5-2სმ სიღრმეზე, დახრილად, ასე 45 გრადუსით. ფოთლებს შორის რეკომენდირებული დაშორებაა 3-4სმ.

· დაავადებებისაგან დაცვიც მიზნით სასურველია კონტეინერი და მცენარე დაინამოს ფუნგიციდით;

· როგორც კი მცენარეს გამოუვა ფესვები, უნდა გადავიტანოთ ცალ-ცალკე ქოთნებში.

დაფესვიანებისათვის საჭრო პერიოდი არის 1,5-2 თვე. კონტეინერს დასათბურება-გადაფარება არ სჭირდება, რადგან მომატებულმა ტენმა შიძლება დაალპოს მცენარე. ქოთნები უნდა დაიდგას ნათელ ადგილზე, მაგრამ მოვარიდოთ პირდაპირ მზეს და მოვრწყათ ზომიერად, ისე, როგორც სუკულენტები. სანსევიერა სითბოს მოყვარული მცენარეა და ამიტომ დავიჭიროთ ტემპერატურის საჭირო დიაპაზონი +20°-22°.
ჩვენი ჯგუფი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.
 თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

23 March 0 903

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно