ყვავილები შოკოლადის არომატით

ყველა ყვავილს აქვს განსაკუთრებული არომატი, რომელიც არა მარტო ფუტკრებსა და პეპლებს იზიდავს, არამედ სასიამოვნოა ადამიანისთვისაც. მილიარდ ყვავილსა და არომატს შორის, ჩვენ განსაკუთრებულად გვინდა გამოვარჩიოთ ის მცენარეები, რომელთა ყვავილები აფრქვევენ არც ცოტა, არც მეტი შოკოლადისა და ვანილის სურნელს.

ბერლანდიერა (Berlandiera lyrata) „შოკოლადის გვირილა“, ასეთი სახელიც აქვს ამ სამხრეთამერიკელ ლამაზმანს, რომელიც მცენარეებს შორის შოკოლადის ყველაზე ძლიერ სურნელს აფრქვევს. განსაკუთრებული სიძლიერით მათრობელა არომატი იგრძნობა სისხამ დილას. ეს ერთ-ერთი უპრეტენზიო მცენარეა, რომელიც ხარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. უყვარს სინათლე, მაგრამ ვერ ეგუება ზედმეტ დატენიანებას. მისი გაზრდა შესაძლებელია როგორც ღია გრუნტში, ასევე ქოთანში.
მეწამული კოსმეა (Cosmos atrosanguineus) “შოკოლადის კოსმეა“, „შავი კოსმეა“ ამ სახელებითაც ვიცნობთ ამ მომნუსხველ მცენარეს. მისი ყვავილების მუქი ბორდოსფერი, თითქმის შავი, ხავერდოვანი ფურცლაკები მომაჯადოვებლად მოქმედებს მხედველობაზე, მაშინ, როდესაც შოკოლადისა და ვანილის სურნელების ნაზავი აბრუებს ყნოსვას. მისი დასახელება სრულად ეხმიანება მის ვიზუალურ მხარეს, რადგან ბერძნულად სიყტვა „Cosmos” თარგმანში ნიშნავს სამკაულს და მართლაც, ეს მცენარე ნამცვილი სამკაულია აპლური და ყვავილოვანი ლანდშაფტებისა და დეკორისათვის. კოსმეა კარგად გრძნობს თავს თბილ გარემოში, სადაც დარგულია ფხვიერ, ჰაერის გამტარ გრუნტში. მაგრამ, ეს მცენარე ვერ უძლებს ყინვებს.
აკებია (Akebia quinata) აღმოსავლეთ-აზიელი ლამაზმანი ცნობილია ასევე „შოლოკადის ლიანის“ ან „შოკოლადის ვაზის“ დასახელებით თავისი მოყავისფრო შეფერილობის ყვავილებისა და შოკოლადის არომატის გამო. აკებია მომთხოვნია სინათლისა და ნიადაგის მიმართ. უყვარს მკვეთრი განათება და ნაყოფიერი გრუნტი. შეგვიძლია გავზარდოთ როგორც ღია ცის ქვეშ, ბაღში და ასევე სათანადო მოვლის პირობებში კარგად გრძნობს თავს ქოთანში, ოთახისა და ორანჟერეის პირობებში. იტანს სიცივეს, ტემპერატურის ცვალებადობას და ორპირსაც კი. და საინტერესო ისაა, რომ აკებია არის ბუნებრივი ინსექციდი, ანუ, არ ეშინია მავნებლების და უფრო მეტიც, შეუძლია დაიცვას მეზობელი მცენარეები დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან.
მაგონია (Мahonia aquifolia) კიდევ ერთი სამხრეთამერიკელი, მცირე ზომის ბუქოვანი მცენარე, რომელიც ყვავილობისას იფარება წვრილი, კვასკვასა ყვითელი ყვავილებით და რძიანი შოკოლადის არომატს აფქრვევს. მაგონია საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, არ აქვს განსაკუთრევული მოთხოვნები გრუნტის, ტემპერატურის, განათებისა და ა.შ. მიმართ. უფრო მეტიც, იტანს ყინვებსა და გვალვას. მაგრამ, თუ გვინდა, რომ გაგვაოცოს თავისი უხვი ყვავილობით და შკოლადის არომატით, მაშინ უმჯობესია შევუქმნათ მოვლის სათანადო პირობები, ნიადაგი უნდა იყოს ან ნეიტრალური, ან სუსტად მჟავე რეაქციის, და სინათლე მკვეთრი და გაფანტული.
პორტლანდია (Portlandia grandiflora) ეს არის ბუჩქოვანი მცენარე, რომელიც ყვავის, საოცარი, ზარის ფორმის ყვავილებით და გამოსცემს შოკოლადის სურნელს. არომატი განსაკუთრებით მძაფრდება საღამოს ჟამს. ითვლება ერთ-ერთ იშვიათ და პრეტენზიულ მცენარედ. უყვარს ნათელი, მაგრამ გაფანტული სინათლე. ვერ ეგუება ზედმეტ დატენიანებას, უპირატესობას ანიებს ფხვიერ ნიადაგს, რომელიც არ უნდა დასველდეს და ჰაერის მაღალ

ტენიანიბას. ამიტომ, მცენარეზე რეგულარუდან უნდა მოხდეს წყლის შესხურება. მოკლედ, ეს არის ტროპიკების ლამაზი, სურნელოვანი და ჯიუტი არსება.
ჰელიოტროპი (Heliotropium peruvianum) ეს ულამაზესი, მომელნისფრო-ვარდიფერ ყვავილებიანი ლამაზი ბუჩქი სიცხეში აფრქვევს თაფლისა და ვანილის არომატს. სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან და ითარგმნება, როგორც „მზისკენ შეტრიალება“. და მართლაც, ამ მცენარის ყვავილებს აქვს ეს თვისება, დღის განმავლობაში „ტრიალდება“ მზის მიმართულებით. წარმოშობით მცენარე არის პერუსა და ეკვატორიდან. ამიტომ გასაგებია, რომ უყვარს მკვეთრი განათება. ამის გამო ხშრად, შევხვდებით სახლში-ქოთნებში, რადგან ღია გრუნტში, დაბალი ტემპერატური პირობებში, არსებობს მცენარის დაღუპვის საშიშროება. მაშ ასე, ნაყოფიერი გრუნტი, კარგი სინათლე და ჰაერის მაღალი ტენიანობა წარმოადგენს ჰელიოტროპის ყვავილობისა და შესაბამისად, სახლისა და ბაღის თაფლის სურნელით ავსების გარანტიას.ჩვენი ჯგუფი facebook_ს ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოვიერთდით.

თარგმანი ხ.კალატოზიშვილი

20 March 0 647

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно