გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

კალანხოე,რჩევები შეძენისას

მნიშვნელოვანია, რომ ეს ლამაზი, მოყვავილე სუკულენტი შეძენისას სწორად შევარჩიოთ. ბუნებრივია, რომ კალანხოეს ყვავილების სიკაშკაშემ შეიძლება მიიქციოს ჩვენი ყურადღება და გამოგვეპაროს რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, ასე მაგალითად:

ფოთოლი: უნდა იყოს დაზიანებების გარეშე, სრიალა ზედაპირით, მკვრივი, თითქოს წყლით სავსე, ერთგვაროვანი ფერის და ღეროზე მყარად მიმაგრებული. ნუ შეიძენთ ლაქებიანი, შეყვითლებული, შერბილებული ან ნაჭდევებიანი ფოთლების მქონე მცენარეს. მიანიჭეთ უპირატესობა ჯუჯა ეგზემპლიარს. თუ მცენარე გაწელილია სიმაღლეში, ეს სინათლის უკმარისობის ნიშანია და სახლში მიტანისას საჭირო იქნება მისი გადაჭრა.

ყვავილი: კოკრების შეფერილობის მიხედვით შესაძლებელია მომავალი ყვავილის ფერის გამოცნობა. აჯობებს შევიძნოთ მცენარე პატარა საყვავილე კოკრებით. ასეთ შემთხვევაში ყვავილობა უფრო ხანგრძლივი იქნება.

დაავადებები: ერთი შეხედვით დაავადებების ნიშნები შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ. სასურველია ფოთლის ორივე მხარის დათვალიერება: სისველე, ნაცრიფერი ნადები და ნაჭდევები სხვა და სხვა დაავადებების არსებობაზე მიგვანიშნებს.

მავნებლები: ფოთლების უკანა მხარის და ღეროების დათვალიერებისას არ არის გმორიცხული შევნიშნოთ ცრუფარიანები, ტკიპები და ბუგრი. ეს პრობლემაა, თუ გადავწყვეთ ამ მცენარის შეძენას, აუცილებლად უნდა დავამუშოთ მავნებლებზე. საინტერესო სურათს შეიძება წავაწყდეთ ყვავილების დათვალიერებისას-ჩაიხედეთ ფურცლაკებში, დააკვირდით ხომ არ არის წერტილოვანი ლაქები ან ობის კვალი ყვავილებზე, ან ნადები ყვავილების ღეროებზე, მწერი ან ტკიპა. თუ ფოთლები და ყვავილები არაბუნებრივად დახუჭუჭებულია, მაშინ მცენარე ავადაა.

სახლის პირობებთან ადაპტაცია: მცენარე გარემოს შეცვლის გამო, თუნდაც რომ უფრო ხელსაყრელი პირობები შეექმნას, ვიდრე სათბურში ქონდა, მაინც განიცდის სტრესს. სწორი მოვლის პირობებში ჩვენ შეგვიძია შევამოკლოდ ადაპტაციის პერიოდი. ამისათვის საჭიროა:

· კარანტინის მოწყობა-აუცილებელია ორი კვირის მანძლზე მცენარე დავდგათ სხვა მცენარეებისაგან მოშრებით. თუ შესაძლებელი იქნება განვათავსოთ სხვა ოთახში.

· ადგილის შერჩევა-კალანხოეს უყვარს სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. მცენარისათვის საუკეთესოა დასავლეთ ან აღმოსავლეთ ფანჯრები. სამხრეთ ფანჯარაზე დადგმის შემთხვევაში ზახფულის პერიოდში მოგვიწევს მზისაგან დაჩრდილვა.

· მორწყვა-გრუნტი არ უნდა იყოს ზომაზე სველი.კარანტინის პირობებში მცენარე თანდათან უნდა შევაგუოთ ზომიერ მორწყვას.

· კვება-სახლში მოტანიდან პირველი 14 დღის მანძლზე კვება არაა რეკომენდირებული.

გადარგვა: მცენარე, როგორც წესი, განთავსებულია შეფუთვაში-ცელოფანში, რომელიც ამავე დროს ეხმარება უსაფრთხო ტრანსპორტირებაში და ჩარგულია სუბსტრატში, რომელიც, ასევე განკუთვნილია რტანპორტირებისათვის. კალანხოე უნდა ამოვიღოთ შეფუთვიდან, მაგრამ გადარგვა მაშინვე არაა რეკომენირებული. უმჯობესია 5-7 დღის მანძლზე მცენარემ გაიაროდ ადაპტაცია სახლის ახალ გარემოსთან და მერე გადარიგას. მაგრამ, თუ შეამჩნევთ, რომ კალანხოე მოყოჩაღდა, ახალი საყვავილეები გაშალა და თავს შესანიშნავად გრძნობს, შეილძება დაველოდოთ დაყვავილებას და მერე გადავრგათ. ქოთანი სასურველია იყოს თიხის, ოდნავ დიდი და აუცილებლად ვაკეთებთ სადრენაჟე ფენას ¼-ზე. გრუნტად გამოდგება კორდის მიწის, ფოთლოვანი მიწის, ტორფისა და ქვიშის ნაზავი 4:2:1:1 პროპორციით. ჰაეროვნებისათვის შესაძლებელია მცირე რაოდენობის პერლიტის დამატებაც.

ასევე იხილეთ სტატიები კალანხოეს მოვლის შესახებ: https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/102-kalanhoe-1.html
ჩვენი ჯგუფი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

15 March 0 14 445

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно