პელიონია (Pellionia)

პელიონია ჭინჭრისებრთა ოჯახის არც თუ ისე პოპულარული წარმომადგენელია. ეს არის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე, რომელიც 50-მდე სახეობას მოითვლის. ბუნებაში გვხვდება პოლინეზიასა და აღმოსავლეთ აზიაში. სახლის პირობებში მხოლოდ რამოდენიმე სახეობის გაზრდაა შესაძლებელი, რადგან სახლში არსებული გარემო ამ მცენარისათვის მაინდამაინც ხელსაყრელი არ არის. ეს მცენარე არც თუ ისე ხშირად გვხვდება მოყვარულთა კოლექციებში, თუმცა, მოვლის პირობებისადმი ძალიან მომთხოვნი არაა. თავისი ვიზუალის გამო უფრო ხშირად გამოიყენება ტერარიუმებში, ფლორარიუმებსა და აკვარიუმებში.

განათება: პელიონიასათვის საუკეთესო გარემოდ ითვლება განათებული ოთახის სიღრმე. მცენარე ჩრდილის ამტანია, და ნამდვილად არ საჭიროებს პირდაპირი მზის სხივების მოხვედრას. მისი გაზრდა შესაძლებელია მზის სინათლის გარეშეც, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელი იქნება ფიტონათურების მობილიზება.

ტემპერატურა: უყვარს სითბო, მაგრამ მაღალი ტემპერატურა ამ მცენარისათვის დამღუპველია. ცხელ სეზონზე ტემპერატურა უნდა მოექცეს +20°-24° დიაპაზონში. ზამთრის სეზონზე ტემპერატურა უნდა შემცირდეს +16°-მდე. ოთახი აუცილებლად უნდა განიავდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ მოარიდეთ მცენარე ორპირს.

მორწყვა: მთელი წლის მანძილზე სჭირდება უხვი, სისტემატური მორწყვა გამთბარი, ნადგამი წყლით. ნიადაგი უნდა იყოს ნამიანი, მაგრამ არა სველი. დაუშვებელია ქოთანში ზედმეტი ტენის გაჩერება, რადგან მცენარე ამ შემთხვევაში ავადდება.

ჰაერის ტენიანობა: პელიონიას მაღალი ტენიანობა უყვარს. ამისათვის საჭირო იქნება დამატებით წყლიანი ჭურჭლის განთავსება მცენარესთან ახლოს და სულ ცოტა, დღე-ღამეში 2 ჯერ წყლის მისხურება.

გრუნტი: სჭირდება მაღალის საკვები ღირებულების ფხვიერი ნიადაგი. შეიძლება ასევე უნივერსალური, ყვავილებისათვის განკუთვნილი გრუნტის გამოყენება, თუმცა საჭირო იქნება დამატებით გამაფხვიერებლების გარევა. შეგვიძლია გრუნტი მოვამზადოთ თავად, ასე მაგალითად, უნდა აირიოს ნეშომპალა, ფოთლოვანი მიწა, ტორფი, მსვილი ქვიშა 1:2:1:1 პროპორციით. ქოთანი გვჭირდება ფართოპირიანი და დაბალი. არ გვავიწყდება სადრენაჟე ფენის გაკეთება ქოთანში.

კვება: სჭირდება აქტიური ვეგეტაციის პერიოდში კომპლექსური მინერალური სასუქით თვეში ერხელ მაინც. მაგრამ გამოიყენება სასუქის შეფუთვაზე რეკომენდირებული დოზის ½. ზამთარში მცენარე კვებას არ საჭიროებს.

გასხვლა: იმისთვის რომ მივიღოთ ლამაზი ბუჩქი, ახალგაზრდა მცენარე საჭიროებს კენწეროების გასხვლას. ზრდასრულ მცენარეს ასეთი პროცედურა უკვე აღარ სჭირდება. საკმაოდ მალე იზრდება, 1-2 წელიწადში მივიღებთ სოლიდურ ბუჩქს, მაგრამ პელიონიას სჭირდება ხომე განახლება. ამ მიზნისათვის მცენარის გადრგვა აუცილებელი არაა.

გარავლება: მრავლდება თესლით და დაკალმებით. დაკალმება ყველაზე მარტივი მეთოდია. უნდა გამოვიყენოთ კალამი, რომელზეც 3-4 მუხლი მაინც არის. დაფესვიანება შესაძლებელია პირდაპირ გრუნტში.

მავნებლები: ყველაზე ხშირად ამ მცენარეს უჩნდება ფრთათეთრა და ბუგრი. თუ პელიონიას სისტემატურად მივაღებინებთ დუშს, ქიმიური საშუალებების გამოყენება აღარ იქნება საჭირო.

შესაძლო პრობლემები: ფთლის ბოლოების ხმობა-ჰაერის დაბალი ტენიანობის მაჩვენებელი;

ფესვთა სისტემისა და ღეროების ლპობა-ზედმეტი წყალი გრუნტში;

ფოთლების სიმკრთალე-ზედმეტი სინათლის ნიშანია;

მცენარის დაგრძელება-სინათლის ნაკლებობის ნიშანი.

პელიონიას სახეობები: პელიონია დავო(Pellionia daveauana) - აქვს მსვილი მოყავისფრო, მონაცრისფრო ღერო, რომელზეც ასიმეტრიულად არის განლაგებული მწვანე, ლანცეტისებური, თითქმის გულის ფორმის, დაახლოებით 4-6 სმ ფოთლები. ფოთლებს საკმაოდ ლამაზი შეფერილობა აქვთ. შუაში დასდევს მსხვილი ნაცრისფერ-მწვანე

ზოლი, ხოლო კიდეები შეფერილია თითქმის შავი, მეწამულში გარდამავალი არშიით. ფოთლის უკანა მხარე მომწვანო-ნაცრისფერია. ღეროების მუხლებზე მცენარე იკეთებს ფესვებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ოდნავ მაინც ეხება მიწას. ამიტომ ამ მცენარის გამრავლება კალმებით საკმაოდ მარტივია.

მშვენიერი პელიონია(Pellionia pulchra) - სრულიად განსხვავებული შეფერილობა აქვს, ვიდრე დავოს. ფოთლები ზომებში უფრო მცირეა - 4 სმ და ნაცრისფერ-მომწვანო ზედაპირით, ძარღვების ადგილას დაფარულია მუქი მქვანე ზოლებით. ფოთლის უკანა მხარე მოვარდისფრო-მწვანეა.
ჩვენი ჯგუფი facebook - ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

10 March 0 431

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно