ფურისულა (პრიმულა),პოპულარული სახეობები

პრიმულა, იგივე ფურისულა, გაზაფხულის მახარობელი, წარმოშობით ევროპიდან და აზიიდან არის, საქართველოს მდელოებსა და ტყეებშიც გვხვდება 22 სახეობა და მათგან 10 კავკასიის ენდემია. საერთო ჯამში, პრიმულების დაახლოებით 500 სახეობა არსებობს და ეს რიხცხვი ყოველ წელს იზრდება სელექციონერების დამსახურებით. პრიმულების სახეობების უმრავლესობა მრავალწლიანია, თუმცა გხვდება ერთწლიანი და ორ წლიანი ეგზემპლიარებიც. ყვავილობის პერიოდი განსხვავებულია სახეობის მიხედვით, ყვავილობა იწყება ადრე გაზაფხულზე და მთავრდება ზამთრის დადგომამდე (მოვლის შესახებ სტატია იხილეთ https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/196-furisula.html

პოპულარული სახეობები ხუჭუჭა პრიმულა: ეს სახეობა სელექციონერების მუშაობის დამსახურებაა. სადღეისოდ გამოყვანილია 120-მდე ჰიბრიდი. ხუჭუჭა პრიმულების ზოგიერთი სახეობის გაზრდა შეიძლება ბაღში, ზოგიერთის მხოლოდ ქოთანში, ოთახის პირობებში. ამ პრიმულის ფოთოლი დანაოჭებულია და აღჭურვილია ბუსუსებით, ხოლო ყვავილები ფორმით პატარა ვარდებს გვანან. ხუჭუჭა პრიმულები ყვავილობას იწყებენ მარტში და ყვავიან 2-3 თვე. შემოდგომით მცენარე განმეორებით იწყებს ყვავილობას. ეს მცენარე უმჯობესია ვამყოფოთ დაჩრდილულ გარემოში, რადგან ვერ ეგუება პირდაპირი მზის სხივებს. ეს ფურისულები პოპულარულია იმითაც, რომ შეუძლიათ გაუძლონ დიდ ყინვებს, -28°.

გაზაფხულის პრიმულა(Primula veris): ფურისულებს შორის ყველაზე მოკრძალებული ფორმისაა და მრავლად შევხვედრილვათ ტყეებში, განსაკუთრებით მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებზე. ფოთლები დანაოჭებული, ოდნავ წაგრძელებული, ხასხასა მწვანე ფერის და მიწაზე მიჭრით მიკრული აქვს. ყვავილედი ამოდის როზეტის ცენტრიდან, ერთ ღეროზე, რომლის სიგრძემ შეიძლება 15სმ მიაღწიოს. ყვავილედს მომრგვალებული ქოლგისებური ფორმა აქვს, არის უმეტესად ყვითელი, მოსალათისფრო ფერის, ვარსკვლავისებური ყვავილებით აღჭურვილი. ეს ფურისულა ფართოდ გამოიყენება ხალხურ მედიცინასა და სამზარეულოში, მისი ფოთლები და ღეროები გამოსადეგარია საკვებად, სალათის სახით.
დაკბილული პრიმულა (Primula dennticulata): ამ ფურისულას ფოთლები წაგრძელებული ფორმისაა, დანაოჭებული და კიდეებზე დაკბილული. ყვავილედის ღერო მსხვილია, დაფარული მოყვითალო ფქვილისებური ნადების თხელი ფენით. გაზაფხულის დადგომისთანავე მცენარეს ფოთლებთან ერთად ამოაქვს საყვავილე როზეტის ცენტრიდან, და იკეთებს ბურთის ფორმის ყვავილედს, თეთრს, ყვითელს, ვარდისფერს და ა.შ. ყვავის უმეტესად აპრილის თვეში. ამ პრიმულას უფრო გაშლილი და ღია ადგილი სჭირდება. მცენარე უხვად იკეთებს ამონაყარს და ამიტომ აზრი აქვს სეზონზე ბუჩქის გაახალგაზრდავებას-დაყოფას.
ორქიდეასებრი პრიმულა (Primula vialii): ესაა ორიგინალური ფორმის მცენარე. უყვარს ნესტიანი, ღია, დაჩრდილული ადგილები. პირდაპირი მზე დამღუპველად მოქმედებს პრიმულაზე. აქვს წვრილი, მუქი მწვანე, დანაოჭებული და ზემოთ მიმართული ფოთლები. საყვავილე ეზრდება როზეტის შუადან, სიმაღლეში და იკეთებს პირამიდის ფორმის ყვავილს, რომელიც ძალიან წააგავს ველურ ორქიდეას. ყვავილის შეფერილობა მერყეობს ღია ვარდისფერიდან მუქ მელნისფრამდე. ყვავილები დინჯი ტემპით იშლება და ყვავის 4-5 კვირა. გამრავლება რეკომენდირებულია თესლით.
პრიმულა ობკონიკა (Primula obconica): წარმოდგენილია მდიდარი ფერთა გამის ყავილებით. ყვავილების შეფერილობა შეიძლება იყოს ერთი ფერის, ან ჭრელი. ფოთლები მომცრო, მუქი მწვანე, გულის ფორმის აქვს. მისი გატანა ღია გრუნტში შესაძლებელია წელიწადის თბილ სეზონებზე, ამიტომ ხშირად ვცვდებით ოთახებში. იქ სადაც ზომიერი და თბილი კლიმატია, შესაძლებელია მისი ღია გრუნტში გაზრდა, იმ პირობით, რომ ზამთარში ნარგავებს გადაეფარება მულჩა ან სხვა ალტერნატიული საშუალება. მრავლდება როგორც თესლით, ასევე ბუჩქის დაყოფით.
ჭრელი პრიმულა (Primula Polyanthus): ჰიბრიდული, მსხვილყვავილა, ძალიან ლამაზი და ფერადი პრიმულები ბაღის ფერადი ხალიჩების მოყვარულებისათვის დიდი ცდუნებაა. აქვს ხასხასა მწვანე, გოფრირებული ფოთლები.

ყვავილობას იწყებენ აპრილი-მაისიდან და ყვავიან მთელი ზაფხულის მანძილზე. შესაძლებელია მათი მოვლა როგორც სახლის, ასევე ბაღის პირობებში. ზამთარში ეს პრიმულები საჭიროებენ მულჩირებას, ან უნდა გადაეფაროთ სპეციალური საფარი, რადგან ისინი ვერ უძლებენ სიცივეებს.
მოვლის პირობები: პრიმულები ირგვება დაჩრდულულ, ღია ადგილებზე, მსუბუქ გრუნტში. სასურველია გაკეთდეს ოდნავი შემაღლება და ისე დაირგას ფურისულა, რომ ამდაგვარად გამოირიცხოს ფესვებში წლის დაგუბება. თუ ნიადაგი არაა შესაბამისი, მაშინ რეკომენდირებულია მიწის არევა ქვიშაში, პერლიტში ან ვერმიკულიტში, რომ გაკეთდეს მსუბუქი, წყალგამტარი გრუნტი. მცენარეები ირგვება ახლო-ახლო 10-15სმ დაშორებით. გრუნტი უნდა იყოს მუდმივად ნოტიო, მაგრამ არა სველი. ყვავილობის დასრულების შემდეგ რეკომენდირებულია ბუჩქების „განახლება“- გაზრდილი ბუჩქების დაყოფა, გრუნტის დამატება, მოძველებული მცენარეების მოშორება. მორწყვა უმჯობესია კვირაში ერთხელ, ხოლო ცხელ ამინდებში 2-ჯერ, ან უკიდურესად 3-ჯერ. ზამთარში ღია გრუნტში ჩარგული პრიმულები მორწყვას არ საჭიროებენ.

სახლის პირობებში უნდა ვეცადოთ განვათავსოთ მცენარეები განათებულ ადგილზე. ქოთანი უნდა იყოს ფართო, კარგად დრენაჟირებული, წყალგამტარი გრუნტით. მიუხედავად იმისა, რომ პრიმულებს უყვართ ტენი, ფოთლებზე შესხურება რეკომენდირებული არააა, რადგან ფოთლებზე ჩნდება ლაქები და არსებობს დაავადებების განვითარების რისკი.

შესაძებელია პრიმულების გამრავლება თესლიდან, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ჩითილების გამოყვანის გზით წასვლა. თან უნდა გვახსოვდეს, რომ შეიძლება ნათესი პირველ წელს არ ამოვიდეს. პრიმულების კვება რეკომენდირებულია ფოსფორისა და კალიუმის მაღალი შემცველობის სასუქებით, რომ მივიღოდ უფრო ჯანმრთელი და ლამაზი ყვავილობა. თუმცა, უფრო მცირე დოზებით, ვიდრე შეფუთვებზეა მითითებული (2-3-ჯერ ნაკლები). სასუქები შესაძლებელია მივცეთ მორწყვისას. სასურველია არ შევეხოთ პრიმულების ფოთლებს, რადგან ფოთლებზე განლაგებულ ბუსუსებს შეუძლიათ გამოიწვინ ალერგიული რეაქცია კანზე. ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით. 

თარგმანი: ხ.კალატოზიშვლი

28 February 0 4 347

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно