მაკროელემენტები,მცენარეების განვითარებისათვის (ნაწილი 1)

ის, რომ მცენარის ზრდა-განვითარებაზე მთელი რიგი ფაქტორები ახდენენ გავლენას, კარგად ცნობილი ფაქტია: სინათლე, ტემპერატურა, წყალი, ჰაერი, გრუნტი. ვიცით, რომ ეს ფაქტორები კომპლექსურად მოქმედებენ მცენარეზე, რაც განაპირობებს მცენარის სიჯანსაღეს. ვერც ერთ ელემენტს ამ კომბინაციიდან ვერ გამოვაკლებთ. ხოლო ჩვენთვის ყველაზე ხემისაწვდომი ბერკეტი, არის მცენარეული ქიმიური საშუალებების გამოყენება. ისინი წარმოადგენენ გარკვეული ელემენტების ერთობლიობას, ხოლო მათი ზემოქმედებით წყალთან, გრუნტთან, ჰაერთან ვღებულობს სასარგებლო, ან დამაზიანებელ გავლენებს მცენარეული სამყაროსათვის.

ელემენტები, რომლებიც იმთავითვე მოიპოვება გარემოში, მცენარეში, ნიადაგში, წყალში, და შემდეგ უკვე ადამიანის მიერ წარმოებული ქიმიური საშუალებების შემადგენლობაში შედის, რამდენიმე დიდ კლასად იყოფა: მაკროელემენტები (+მეზოელემენტები) და მიკროელემენტები. ჩვენ შემოგთავაზებთ რამოდენიმე სტატიას, სადაც შევეცდებით პოპულარულ ენაზე განვმარტოთ, თუ როგორია ქიმიური ელემენტების როლი და მნიშვნელობა მცენარეების განვითარებაში.

მაკროელემენტები: ქიმიური ელემენტები, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირება. მათ შორის არის ისეთი ელემენტები, რომელიც მცენარეების უმეტესობაში გვხვდება, მაგალითად, აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, გოგირდი, მაგნიუმი, რკინა. ყველა ეს ელემენტი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მცენარეზე, მის ფორმაზე, ყვავილობაზე, მოსავლიანობაზე. მაკროელემენტების ნაკლებობა ყველაზე მეტად ფოთლებზე აისახება, ამიტომ საჭიროა ვიცნობდეთ ნიშნებს, რომლითაც მცენარე გვამცნობს პრობლემის შესახებ.

აზოტი „N” – ელემენტი, რომელიც პასუხს აგებს ფესვების კვებაზე, მონაწილეობას ღებულობს ფოტოსინტეზში, ხელს უწყობს უჯრედებს შორის ნივთიერებების გადადგილებას, პასუხისმგებელია მცენარის ახალი ყლორდების გაჩენაზე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მცენარის ვეგეტაციის სტადიაზე.

უკმარისობა: მცენარის ზრდის ტემპი იკლებს, ღეროებისა და ფოთლების ფერი ფერმკრთალდება და დეგრადირებას იწყებს. ცვლილება იწყება ძველი ფოთლებიდან, ისინი სუსტდებიან და საბოლოოდ ცვივა. თუ არ მოხდა დროული ჩარევა, აზოტის დეფიციტი აისახება უფრო ახალგაზრდა ფოთლებზე.

სიჭარბე: აფერხებს ყვავილების გამოტანას და ნაყოფის მომწიფებას. მსხვილდება მცენარის ღერო და იზრდება ვარჯი, ფოთლების მასა. ვეგეტაციის პეროდი ხანგრძლივდება, ასევე ჩქარდება მცენარის „დაბერების“ პროცესი. მცენარე კარგავს დაავადებების წინააღმდეგ მედეგობას. ძლიერი გადაჭარბება იწვევს ფლორაში წონასწორობის დარღვევას, და საბოლოოდ მცენარის დაღუპვას.

ფოსფორი „P” – ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, აუმჯობესებს ყვავილობის პროცესს, ხელს უწყობს მოსავლიანობას.

უკმარისობა: ნეგატიურად აისახება ყვავილობასა და ნაყოფიერებაზე. ყვავილები დაკნინებულია ზომებში, ხოლო ნაყოფი შეიძლება იყოს დეფექტებიანი. ფოთლებიც კარგავენ სიხასხასეს, ღებულობენ მოყავისფრო-მოწითალო ელფერს, წვეროები უხმება და იპრიხება.

სიჭარბე: იწვევს ნივთიერებათა ცვლაში შეფერხებას, კარგად ვეღარ აითვისება წყალი. მცენარე ვეღარ ღებულობს ისეთ ელემენტებს, როგორიცაა რკინა, ცინკი, კალიუმი. ფოთლები ყვითლდება, ცვივა და მცირდება მცენარის სასიცოცხლო ციკლი.

კალიუმი „K” – ჩართულია სახამებლის, ცილების, ცხიმებისა და სახაროზის სინთეზში. იცავს მცენარეს გაუწყლოვებისაგან, ამაგრებს ბოჭკოებსა და უჯრედებს, ხელს უშლის ყვავილების ნაადრევ ჭკნობას, ზრდის მცენარეების სხვადასხვა დაავადებების მიმართ ბრძოლისუნარიანობას.

უკმარისობა: ფოთლის კიდეები ყავისფერდება, შრება. ფოთლლის ზედაპირზე შეიძლება გაჩნდეს რელიეფული ყავისფერი ლაქები. ფოთლის უჭრედებში ხდება დაშლის შედეგად მიღებული ნივთიერებების დაგროვება. მცენარე ვეღარ ახერხებს მათ გადამუშვებას. ფერხდება ფესვების ზრდა, მცირდება მცენარის სიცივისადმი მედეგობა.

სიჭარბე: ხელს უშლის აზოტის შეთვისებას, ფერხდება მცენარის ზრდა, ფოთლები კარგავენ სიხასხასეს, ვითარდება ქლოროზი, ხელს უშლის სხვა ელემენტენტების ათვისებას (მაგნიუმი, კალცი).

მაგნიუმი „Mg” – მონაწილეობას ღებულობს ქლოროფირის წარმოქმნის პროცესში. ხელს უწყობს სხვადახვა ნივთიერებების სინთეზს, ააქტიურებს ენზიმების მუშაობას, რომლებიც მონაწილეობით ხდება ნახშირწყლების, ცხიმების, ცილების და ორგანული მჟავების წარმოქმნა. მონაწილეობს სასიცოცხლო ელემენტების ტრანსპორტირებაში მცენარის ორგანოებში და ხელს უწყოფს ნაყოფის დამწიფებას, მათ რაოდენობისა და ხარისხის გაზრდას, ასევე კარგი ხარისხის თესლის გამოტანას.

უკმარისობა: ქლოროფილის მოლეკულები იშლება და ყვითლდება ფოთლები. თუ თავის დროზე არ მოხდა მაგნიუმის ნაკლებობის შევსება, მცენარე დაიღუპება.

სიჭარბე: მაგნიუმის სიჭარბის შემთხვევა იშვიათად ხდება, რადგან სასუქებში მისი შემადგენლობა დაბალანსებულია. მაგრამ, მაინც თუ მოხდა გრუნში მაგნიუმის ზედოზირებით შეტანა, მაშინ მცენარე ვეღარ აითვისებს კალცსა და კალიუმს.

გოგირდი „S” – შედის მცენარის ვიტამინების, ცილების, ამინომჟავების შემადგენლობაში. მონაწილეობას ღებულობს ისეთ ბიოლოგიურ პროცესში, როგორიცაა ქლოროფილის წარმოქმნა.

უკმარისობა: იწვევს ქლოროზს, უმეტესად ყვითდება ახალგაზრდა ფოთლები.

სიჭარბე: ყვითლდება არა მთლიანად ფოთოლი, არამედ მისი კიდეები და ფოთლები იწყებენ შიგნით დახვევას. ფოთლის კიდეები საბოლოო ჯამში ყავისფერდება და უჯრედები კვდება. უიშვიათეს შემთხვევაში ფოთლის კიდეებმა შეიძლება მიიღონ იასამნისფერი შეფერილობა.

რკინა „Fe” – მონაწილეობს ქლოროფილის წარმოქმნაში, აზოტისა და გოგირდის ცვლაში უჯრედის ჟანგბადით მომარაგებისას. რკინა მრავალი მცენარეული ფერმენტების აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. რკინის შემცველობაზეა დამოკიდებული ბიოქიმიური პროცესების მიმდინარეობის სისწრაფე და ხარისხი.

უკმარისობა: მცენარე ავადდება ქლოროზით, ირღვევა მცენარის სუნთქვითი ფუნქციები, სუსტდება ფოტოსინთეზის რეაქციები. ფოთლები თანდათან ფერმქრთალდება, ყვითლდება, სუსტება და ცვივა.

სიჭარბე: უკუჩვენებები თიქმის არ არსებობს, იმდენად მნივნელოვანია ეს ელემენრი მცენარისათვის.

ყველა ეს ელემენტი მცენარეში მიკროელემენტებთან ერთად გარკვეული კომბინაციებით გხვდება. ამიტომ მხოლოდ მაკროელემენტების თვისებების ცოდნა საკმარისი არაა, მნიშვნელოვანია მიკროელემენტების თვისებების ცოდნაც. როგორც ვნახეთ ზოგიერთი ელემენტის ნაკლებობა ან სიჭარმე არღვევს მთელს ჯაჭვს და მცენარე ნეგატიურად რეაგირებს ნებისმიერ გადახრაზე დაშვებული ნორმებიდან. ამიტომ, მცენარის სასუქებით, ან სტიმულატორებით დამუშავებისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ მათი შემადგენლობა და მიზნობრიობა. (მომდევნო სტატია იქნება მალე!).

ფოტოსინთეზი: მზის ენერგიის გავლენით მცენარეში მიმდინარე ქიმიური რეაქცია, ორგანული ნივთიერებების წარმოქმნის პროცესი, როდესაც წყლისა და ნახშიროჟანგის შეერთებით მცენარეში გააქტიურებული ელემენტების მონაწილეობით წარმოიქმნება გლუკოზა. ფოტოსინტეზის დროს მცენარისაგან გამოიყოფა ჟანგბადი.

ქლოროფილი: მცენარის მწვანე პიგმენტი, რომელიც მონაწილეობს ფოტოსინთეზში. ქლოროფილი პასუხიმგებელია მცენარის ვიზუალზე, ის აძლევს ფოთლებს მწვანე შეფერილობას. ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

21 February 0 1 137
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно