ვარიეგატული ფიკუსები

ვარიეგატული ფიკუსი თავისი უჩვეულო ვიზუალის გამო ლიდერობს არა მხოლოდ სხვა ოთახის მცენარეებს შორის, არამედ ღირსეულ კონკურენციას უწევს თავად ფიკუსებსაც კი.

ტერმინები ჭრელი, ვარიეგატული სრული სიზუსტით ვერ გადმოცემს ამ ტიპის ფიკუსების ფოთლის შეფერილობას, რადგან ჩვენ არ ვხვდებით მხოლოდ ორ ფერს, ასე მაგალითად თერთ და მწვანეს, არამეც თითოეულ ეგზემპლიარში გვაქვს სულ მცირე ორი ფერი თავისი გარდამავალი ტონალობებით.

მსოფლიოში რამოდენიმე ასეულ ფიკუსის სახეობას შორის გვხვდება რამოდენიმე ათეული ჭრელფოთოლა ეგზემპლიარი. მათგან ყველაზე პოპულარულები არიან:

· ჯუჯა ფიკუსი, პუმილა (Ficus Pumila)-იზრდება 5მ-მდე, ამპელური ტიპის, აქვს მცირე ზომის, გულის ფორმის ფოთლები;

· კაუჩუკის ფიკუსი (Ficus Elastica)-აქვს მსხვილი ღერო და დიდი ზომის, ოვალური ფორმის, მორიგეობით განლაგებული ფოთლები. მცენარე იზრდება 2-2,5 მ. სიმაღლეში;

· ჟანგისფოთოლა ფიკუსი (Ficus rubiginosa)-აქვს ბუჩქის ფორმა. ფოთლები მუქი მწვანე ფერისაა, კრემისფერ-ვარდისფერი არშიით. ფოთლის შიდა მხარე დაფარულია ჟანგისფერი ბუსუსებით;

· ფიკუსი ალი/ამსტელი (Binnendijkii ali,Amstel)-სახლის პირობებში იზრდება 2,5 მ.მდე, თუმცა ბუნებრივ გარემოში აღწევს 20მ. წარმოადგენს დეკორატიულ ხეს დაგრძელებული, ოვალური ფოთლებით;

· ფიკუსი ბენჟამენი (Ficus benjamina)-ჭრელფოთოლა, მცირე ზომის ხე, ლამაზი, მომცრო ოვალური, ბოლოში წაწვეტებული ფოთლებით.

მოვლის თავისებურებები ჭრელფოთოლა ფიკუსები უფრო მომთხოვნები არიან სინათლის მიმართ, ვიდრე მათი ერთფერიანი წარმომადგენლები. ასეთი ტიპის ფიკუსები ვერ იტანენ ადგილის ცვალებადობას, ამიტომ, შეძენამდე უმჯობესია, წინასწარ, კარგად შევარჩიოთ განათებული ადგილი და რაც მთავარია დავიცვათ მცენარე ორპირისაგან.

განათება: იმისათვის, რომ ფოთლებმა შეინარჩუნონ სიჯანსაღე და სიჭრელე, მცენარეს სჭირდება ხანგრძლივი და კარგი განათება. სასურველია მას მოხვდეს ბუნებრივი სინათლე, თუმცა ზაფხულის ცხელ დღეებში უმჯობესია დავიფაროთ პირდაპირი მზის სხივების გავლენისაგან, რომ არ მოხდეს ფოთლების დამწვრობა. ზამთარში, მაშინ, როდესაც განათებული დღის ხანგრძლივობა იკლებს, უნდა ვიზრუნოთ ხელოვნურ განათებაზე, ისე, რომ მინიმუმ 8 საათი მცენარე იდგას კარგი განათების ქვეშ.

ტემპერატურა: ვარიეგატულ ფიკუსებს უყვართ ზომიერი სითბო, ცუდად რეაგირებენ როგორც სიცხეზე ასევე სიცივეზე. მათთვის ოპტიმალურ ტემპერატურას შეადგენს +22-25°. ხოლო ზამთარში ტემპერატურა უნდა შეადგენდეს +16-18°. მოვარიდოთ მცენარე გამათბობელს და კონდენციონერს. ხოლო ცხელ დღეებში რეგულარულად შევასხუროთ წყალი.

მორწყვა: ფიკუსებს სჭირდებათ რეგულარული მორწყვა, ზაფხულში კვირაში 2-3 ჯერ მაინც, ხოლო ზამთარში საორიენტაციოდ 10 დღეში ერთხელ საკმარისი იქნება. დაუშვებელია გრუნტის გამოშრობა, მაგრამ, მაინც თუ გამოგვეპარა ეს შემთხვევა, მაშინ მიწა კარგად უნდა გავუფხვიეროთ. მოსარწყავად რეკომენდირებულია ნადგამი წყლის გამოყენება. ვარიეგატული ფიკუსების ზოგიერთ სახეობას მომატებული ტენიანობა უყვართ, ასე, მაგალითად ბენჟამენის ფიკუსს, ამიტომ აზრი აქვს ფოთლებზე წყლის შესხურებას და ჰაერის დატენიანებას.

გრუნტი: ფიკუსებისათვის სასურველია ნაყოფიერი, მაგრამ ფხვიერი და ჰაერგამტარი გრუნტი. სუბსტრატი უნდა იყოს ან ნეირტალური ან დაბალი მჟავიანობის. აჯობებს შევიძინოთ მზა ნაზავი ფიკუსებისათვის, ან მოვამზადოთ თავად და გავაზავოთ თანაბარი რაოდენობის ქვიშა, ტორფი, ფოთლოვანი მიწა, თიხის გრანულები.

კვება: ამ ტიპის ფიკუსებს აუცილებლად სჭირდებათ კვება, ადრეული გაზაფხულიდან ოქტომბრამდე. რეკომენდირებულია სპეციალურად ფიკუსებისათვის ან დეკორატიული, ფოთლოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სასუქის გამოყენება. დააკვირდით შეფუთვაზე მითითებულ დოზებს, არ გადააჭარბოთ და გამოიყენეთ საშუალოდ ორ კვირაში ერთხელ. სასუქი უნდა შევიტანოთ მორწყვის შემდეგ, რომ გრუნტი ქოთანში იყოს ტენიანი.

გადარგვა და ფორმირება: ფიკუსი გადააქვთ უფრო დიდ ქოთანში იმის და მიხედვით, თუ რამდენად შეავსო არსებული ქოთანი ფესვებით, ან ყოველ წელს, ან ორ წელიწადში ერთხელ. ახალი ჭურჭელი უნდა იყოს 3-5 სმ-ით დიდი დიამეტრში და ქოთანში აუცილებლად უნდა გავაკეთოთ სადრენაჟე შრე. გადარგვა უმჯობესია ადრე გაზაფხულზე. ზრდასრული ფიკუსების გადარგვა რეკომენდირებული არაა, რომ არ მოვახდინოთ ფესვების და მთლიანად მცენარის დაზიანება. ამისათვის იხსნება გრუნტის ზედა ფენა ასე 5 სმ, და იცვლება ახლით.

გასხვლა უმჯობესია გაზაფხულზე. იჭრება ყველა დაზიანებული, დაავადებული ტოტი და სურვილის შემთვევაში შესაძლებელია ფორმის დაკორექტირება.

გამრავლება: ჭრელფოთოლა ფიკუსის გამრავლების ყველაზე რეალური ხერხი არის კალმით გამრავლება. დაკალმება ხდება გაზაფხულ-ზაფხულზე. უნდა ავიღოთ ახალგაზრდა ტოტი, რომელზეც იქნება რამოდენიმე ფოთოლი ან კვირტი. ქვედა მხარეს გადანაჭერი უნდა იყოს ირიბი, ზედა-სწორი. ვდებთ წყალში, რომელშიც შესაძლებელია დამაფესვიანებელი სტიმულატორების დამატება. დაკალმება წყლის ნაცვლად შესაძლებელია ტენიან ქვიშაშიც. ამ დროს ტოტს უნდა დაეფაროს ქილა ზემოდან. კალამი ფესვებს 2-4 კვირაში იკეთებს. მავნებლები და დაავადებები: ჭრელფოთოლა ფიკუსი ყველაზე ხშირად ავადდება აბლაბუდა ტკიპათი. თავიდან აზრი აქვს მცენარის ფოთლების გაწმენდას საპნიანი წყლით და თუ მალევე არ მივიღეთ შედეგი, მაშინ უნდა გამოვიყენოთ პესტიციდი. ტკიპების გაჩენის პროვოცირება ხდება მოვლის პირობების დარღვევისას, რაც გამოიხატება ჰაერის ტემპერატურის აწევასა და ჰაერის ტენიანობის შემცირებაში.

ვარიეგატული ფიკუსები იშვიათად ავადობენ. უმეტეს წილად დაავადების პროვოცირება ხდება სინათლის ნაკლებობის გამო. ფოთლები ცვივა და მცენარე იწელება სიმაღლეში, რომ ამდაგვარად მიწვდეს სინათლეს. პრობლემის გადაწყეტის გზა განათებულ ადგილზე გადადგმაა, ან ხელოვნური განათების დამატება.

ფოთლის სიშავე ფიკუსები ყველა სახეობა, განსაკუთრებით ვარიეგატული ეგზემპლიარები, მიდრეკილია ფოთლების სიშავისაკენ. მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა:

· მორწყვის რეჟიმის დარღვევა;

· ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა;

· შეუსაბამო გრუნტი;

· ჰარის სიმშრალე;

· კვების უკმარისობა. ფიკუსის ფოთლის სიშავის შესახებ იხილეთ სტატია https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/868-ratom-ushavdeba-fotlebi-fikuss.html

ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

18 February 0 778
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно