პეტუნია,როდის და როგორ დავთესოთ

აივნების, ორანჟერეებისა და ბაღების მშვენება და სიამაყე, პეტუნია, ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად. ამ მცენარის მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა შევქმნათ დღესასწაული მთელი წლის მანძლზე ყველგან, ღია გრუნტში, აივნებზე, ტერასებზე, ვაზონებში.

მაშ ასე, გთავაზოვთ რეკომენდაციებს თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ პეტუნია სახლის პირობებში.

გრუნტი: ფერადი წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია პეტუნიას ჩითილებისათვის სწორი გრუნტის შერჩევა. თუ ჩვენ ვიყენებთ ნაყიდ გრუნტს, მაშინ სასურველია გავურიოთ კარგად გარეცხილი ქვიშა 1:5 პროპორციით (ქვიშა:მიწა). ასევე შეგვიძია გრუნტი გავაზავოთ ჩვენ თვითონ: ან ნეშომპალა, თიხამიწა, ქვიშა 2:1:1 ან ტორფი, ბაღის მიწა, ქვიშა 2:1:1. გრუნტი უნდა გაიცრას და ერთი საათის მანძლზე დამუშვდეს თერმულად - გატარდეს ორთქლში, რომ მოვახდინოთ დეზინფექცია.

როდის დავთესოთ პეტუნია: თესლი ითესება მაშინ, როცა ჰაერის ტემპერატურა უკვე მაღალია და განათებული დღის ხანგრძლივობაც დიდი. თუ ეს პირობები არ დაგვიდგა, მაშინ ჩითილების გამოყვანა მოგვიწევს ოთახისა და ხელოვნური განათების პირობებში. თუ სურვილი გვაქვს, რომ აპრილის თვეში მივიღოთ ყვავილობისათვის მზა ჩთილი, მაშინ თესლი უნდა დავთესოთ უკვე თებერვლის თვეში, მაგრამ შემდეგი აუცილებელი პირობების დაცვით: საშუალო ტემპერატურა +25° და 7-8 საათი განათება. თესლით ჩითილების გამოყვანა რთული პროცესი არაა, თუმცა გარკვეულ მოთმინებას მაინც მოითხოვს.

ნაბიჯი 1. სათესლე მასალის შერჩევაის, რომ სათესლე მასალა უნდა იყოს ხარისხიანი, გასაგები წინაპირობაა, მაგრამ არის სხვა, ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელიც სასურველია გავითვალისწინოთ.

ამპელური ჯიშები: თუ სურვილი გვაქვს პეტუნიები გავზარდოთ ჩამოსაკიდ ქოთნებში, მაშინ აზრი აქვს გავზარდოთ ამპელური ჯიშები. ასეთი პეტუნიების თავისებურება ისაა, რომ უმჯობესია მათი გამოყვანა მოვახდინოთ პიკირების გარეშე, ჯგუფურად.

ბუჩქოვანი ჯიშები: თუ პეტუნიები გვინდა გავზადოთ ღია გრუნტში, მაშინ აზრი აქვს ბუჩქოვანი ჯიშები გამოვიყვანოთ. რადგან ისინი უფრო მარტივი მოსავლელია და უფრო ფუშფუშაც იზრდება.

დროჟირებული თესლი: უფრო მატივი დასათესი და გამოსაყვანია, თუმცა ასეთი ტიპის დამუშავებული თესლი უფრო მკაცრ შენახვის პირობებს ითვალისწინებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დრჟორებულის გამოყვანა მარტივია, თუ ხარისხი დაცულია, ხოლო ჩვეულებრივის უფრო გარანტირებული, მაგრამ მეტ დროსა და მოთმინებას მოითხოვს.

მიქსირებული ნაკრები: ნაკლებად ამართლებს ასეთი ნაზავები. უმჯობესია შეიძინოთ კონკრეტული სახეობის თესლი, თუნდაც რამოდენიმე ფერი და მერე ერთად დაირგას გრუნტში.
ნაბიჯი 2. დათესვის რეკომენდირებული წესი: 

პეტუნიები ითესება გრუნტის ზედაპირზე, ისე, რომ ზემოდან არ საჭიროებს მიწის დაყრას. წინააღმდეგ შემთხვევაში თესლი არ ამოვა. მაგრამ თესლი არის უწვრილესი ფრაქციის და მისი აკურატულად დათესვა არც ისე მარტივია. ამიტომ დაგვჭირდება ასანთის ღერი, ან უმჯობესია კბილის ჰიგიენის ჯოხი.

უმჯობესია ავიღოთ გამჭვირვალე საკვები კონტეინერი, რომელსაც ასევე ეფარება გამჭვირვალე თავსახური. მასში იყრება წინასწარ მომზადებული, თერმულად დამუშავებული გრუნტი. მიწა ინამება და შემდეგ, აკურატულად ზედაპირზე ჯოხის გამოყენებით თავსდება თესლი. დათესვის პროცედურის დასრულებისას გრუნტი ისევ უნდა დაინამოს. თესლს ზემოდან არ ეყრება მიწა, მაგრამ საჭიროა კონტინერის დაფარება გამჭვირვალე თავსახურით. ან

შესაძლებელია ცელოფნის ან შუშის დაფარება და ისე დასათბურება, რომ საკმარისად მიეწოდოს სინათლე. სასურველია კონტეინერზე ჩაინიშნოს თარიღი, მცენარის სახეობა ან ჯიში.
ნაბიჯი 3. ნათესის მოვლა:  თესლის აღმოცენებისათვის საშუალოს საჭიროა ორი კვირა. კონტეინერი თავსდება თბილ + 25 ° და განათებულ ადგილას (7-8 სთ სინათლის პირობებში). პერიოდულად საჭიროა კონტეინერის განიავება და გრუნტის დატენიანება.

თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ჩითილები ან არ ამოვიდა, ან აღმოცენდა გვიან, მაშინ აზრი აღარ აქვს წვალებას, რადგან ასეთი მცენარე სუსტი იქნება და ვეღარ განვითარდება. პატარა ჩითილების აღმოცენებისას განიავების პროცედურები უნდა გავამრავლოთ და გადარგვამდე ნელ-ნელა შევაჩვიოთ მცენარეები ღია პირობებს, რადგან გარემოს მნიშვნელოვანმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს პატარა მცენარეების გაფუჭება.
ნაბიჯი 4. ჩითილების პიკირება (გადარგვა)

საშუალოდ 2 თვის შემდეგ, კარგად ამოსული ჩითილები, მაშინ როცა ღერო გაუმსხვილდება და 5 ფოთოლი გამოუვა, საჭიროა გადაირგას ცალკე ქოთანში. პეტუნიებს საკმაოდ დატოტვილი ფესვთა სისტემა აქვს და ჩითილების განვითარებისათვის ასე თუ ისე საკმარისი სივრცეა საჭირო. აქ შეგვიძლია წავიდეთ ორი გზით:

1. პირდაპირ საბოლოო განთავსების ადგილზე, ქოთანში ან ღია გრუნტში გადარგვა. ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ქოთანში გადატანა ამ შემთხვევაში უფრო რეალურია, რადგან ქოთნის დადგმა შეიძლება სახლშც, და ღია ცის ქვეშ, როცა შესაბამისი ამინდი დადგება,

2. ჯერ გადარგვა პატარა კონტეინერებში/ქოთნებში და ასე დაახლოებით ერთი თვს შემდეგ საბოლოო განთავსების ადგილზე გადატანა. ამ შემთვევაში ვღებულობთ მძლავრ და ჯანმრთელ მცენარეს, თუმცა გასაგებია, რომ ეს უფრო გრძელი და შრომატევადი პროცესია.

ნაბიჯი 5. მოვლის თავისებურებები: პეტუნია სინათლისმოყვარული მცენარეა. ამიტომ უნდა ვიზრუნოთ საკმარისი განათების შესახებ. პეტუნიას უყვარს მზე. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ საშუალო ტემპერატურა უნდა იყოს +25°. გადარგვის შემდეგ რეკომენდირებულია ტემპერატურის რეალურ რეჟიმთან ნელ-ნელა შეგუება, ანუ, იდეალური ვარიანტია, როცა დღისით ტემპერატურა იქნება +20° და ღამით +15°. ასეთ პირობებში, თუ განათება საკმარისად კარგია და მორწყვაც ადეკვატური, მივიღებთ ძლიერ მცენარეს. გრუნტი უნდა იყოს ტენიანი, არ გამოშრეს, მაგრამ ზედმეტი სისველე ძალიან ცუდია. მორწყვისას ვერიდებით ფოთლების დასველებას.

პეტუნიასაც, როგორ სწრაფად მზარდ მცენარეს სჭირდება კვება ნებისმიერი სასუქით, რომელიც განკუთვნილია მოყვავილე მცენარეებისათვის. ფუშფუშა ბუჩქის მისაღებად, პერუნიებს აჭრიან წვეროებს, რომ ასე მოხდეს გვერდითა ნაზადრდების განვითარების პროვოცირება.

ამინდების გაუმჯობესებასთან ერთად, საორიენტაციოდ მარტის ბოლოდან, უკვე შესაძებელია მცენარეების ღია ცის ქვეშ, აივანზე, ვერანდაზე განთავსება.

დაავადებები და მავნებლები ყველაზე სახიფათო დაავდება, რომელიც პეტუნიას ჩითილებს შეიძლება დაემართოთ არის სოკოვანი დაავადება, შავი ფეხი, რომლის განკურნების ალბათობა დიდი არაა და აუცილებელი ხდება ფუნგიციდის გამოყებება. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ემართება პეტუნიას, არის ქლოროზი, რაც ნიადაგში რკინის უკმარისობის ნიშანია.

მავნებლებიდან ჩითილებს ძალიან ერჩის აბლაბუდა ტკიპა, რაც ჰაერის ზედმეტი სიმშრალით შეიძლება იყოს განპირობებული.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი



18 February 0 4 743
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно