გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

დენდრობიუმ ფალენოფსისი (Dendrobium phalaenopsis)

ორმაგი დასახელება ამ ულამაზესმა ეპიფიტურმა ორქიდეამ მისი ვიზუალის გამო მიიღო-ღერო დენდრობიუმის აქვს, მაღალი, მორიგეობით განლაგებული ფოთლებით, ხოლო ყვავილის ფორმა თითქმის ფალენოფსისის. ამ მცენარის აღმოჩენის ისტორია საკმაოდ საინტერესოა, 1852 წელს მაშინდელ ფლორისტულ სამყაროში გავრცელდა სენსაციური ამბავი, რომ თურმე ახალ გვინეაში აღმოჩენილი იქნა საოცარი მცენარე, რომელიც თურმე ხეზე იზრდება და ულამაზესი და არომატული ყვავილები აქვს. ეს ის დროა, როდესაც ორქიდეების შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. მაშინ მცენარეს მისცეს დასახელება Dendrobium bigibbum. მაგრამ, 30 წლის შემდეგ, 1880 წელს, მეორე ბიოლოგმა, რომლმაც არც არაფერი იცოდა რა ამ ამბის შესახებ, თავი პირველაღმომჩენად გამოაცხადა და ამ მცენარეს შეარქვა Dendrobium phalaenopsis და საბოლოოდ, ორქიდეამ სწორედ ეს სახელი დაიმკვიდრა ფლორისტებში.

მცენარის ბუნებრივი გავრცელების არეალი სამხრეთ ავსტრალია, ინდონეზიის კუნძულები, ზონდის არქიპელაგი, ახალი გვინეა და სინგაპურია. დენდროფალენოფსისს ურჩევნია მუსონური, სუბეკვატორული კლიმატი, 80-90% ტენიანობით, +26° ტემპერატურითა და მშრალი და წვიმიანი სეზონების მონაცვლეობით, 400-1000მ ზღვის დონიდან.

დენდროფალენოფსისი ეპიფიტია. ეს არის სიმპორდიალური ტიპის ორქიდეა. აქვს მსხვილი ღერო, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 90სმ სიგრძესა და 2სმ დიამერტში. ღეროზე თანმიმდევრობით განლაგებულია ლანცეტისებური, მყარი ფოთლები. ფესვები შედარებით წვრილი, ღრუბლისებური ველამენით დაფარული აქვს, რომლითაც ემაგრება სუბსტრატს. იკეთებს ერთ ან რამოდენიმე ყვავილედს ღეროზე, რომლის სიგრძემ შეიძლება 50სმ მიაღწოს. ყვავილები აქვს საკმაოდ დიდი და არომატული. გვხვდება სხვადასხვა ფერთა გამის ან ერთფეროვანი შეფერილობის. ყვავილობის საშუალო პერიოდი შეადგენს 50-60 დღეს.

მოვლის აუცილებელი პირობები

· მთელი წლის მანძილზე ზომიერი ტემპერატურა;

· მშრალი მოსვენების პერიოდი;

· დღე-ღამის ტემპერატურული სხვაობა 4-6°;

· მკვეთრი განათება, მაგრამ არა პირდაპირი მზე;

· განიავებადი გარემო;

· რეგულარული მორწყვა ზრდის პერიოდში;

· რეგულარული კვება ვეგეტაციის პერიოდში;

· სარისხიანი სუბსტრატი;

· დროული გადარგვა და გასხვლა; ოპტიმალური ტემპერატურა არის +24-26° დღისით, ხოლო ღამით +22°. უფრო მაღალ ტემპერატურაზე მცენარემ შეიძლება ყვავილები მოიჭკნოს. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, შესაძლებელია ტემპერატურა +29° გავზადროთ. ოქტომბრის შემდეგ დენდროფალენოფსისი მოსვენების პერიოდისათვის ემზადება, და ამ დროს ყველაზე ოპტიმალური დიაპაზონი არის +18-20°.

ჰაერის ტენიანობას დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ორქიდეას, მასაც მაღალი ტენიანობა მოსწონს - 60-75%, თუმცა, შესაძლებელია გაძლოს 50-55%. გადამწყვეტი როლი უჭირავს სინათლეს, მათ შორის მზის ზომიერ განათებას. ამიტომ, თუ საჭირო იქნება, უნდა შევაშველოთ ხელოვნური განათებაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მივაღწევთ ყვავილობას.

დენდროფალენოფსის არ უყვარს ზედმეტი წყალი. მორწყვებს შორის გრუნტმა უნდა მოასწროს მთლიანად გამოშრობა. თუ გრუნტი ზომაზე მეტად დატენიანდა, მაშინ ყვავილობის ნაცვლად მივიღებთ კეიკებს. მოსვენების პერიოდში ფოთოლმცვენ დენდროფალენოფსისებს მორწყვა არ სჭირდება. ზამთარში, ყვავილობის დაწყებისას, მორწყვა უნდა იყოს ზომიერი.

სასუქებით კვება პირდაპირ არის დამოკიდებული გრუნტის მდგომარეობაზე. გრუნტში გარდა ქერქისა, ნახშირისა და სფაგნუმისა, ასევე ბინადრობენ სასარგებლო სოკოები და ბაქტერიები, რომელიც ასევე ეხმარებიან ორქიდეებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სიცოცხლისუნარიანობა. დაუფიქრებელმა მოქმედებებმა შეიძლება დაარღვიოს ბალანსი გრუნტში და ცუდ შედეგამდე მგვიყვანოს. ამიტომ, ძველ გრუნტში ორქიდეა უფრო იშვიათად უნდა ვკვებოთ, ვიდრე ახალში (ზაფხულში სულ რაღაც 1-2 ჯერ, მაგალითად) და არ უნდა გამოვკვებოთ ახალგადარგული ორქიდეა, რადგან

სტრესისა და დაზიანებების გამო, მას არ შესწევს უნარი აითვისოს საკვები. კვებისათვის უმჯობესია გამოვიყენოთ დაბალანსებული სასუქი, NPK 20-20-20, იანვრის ბოლოდან ყვავილობის დაწყებამდე-აგვისტოს ბოლომდე.

გაადრგვა დენდრობიუმს საკმაოდ კარგად ეზრდება ფესვთა სისტემა და ამიტომ 2-3 წელიწადში ერთხელ ესაჭიროება გადარგვა. თუმცა, ძალიან მსხვრევადი ფესვთა სისტემის გამო, არის სტრესის მინიჭების რისკი და ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ გრუნტის შეცვლა ნიშნავს გარემოს შეცვლას, მეგობარი ბაქტერიებისა და სოკოების დაკარგვას. ქოთანი არ უნდა იყოს დიდი, დენდროფალენოფსის უყვარს სიმჭიდროვეში ყოფნა. სუბსტრატი სტანდარტული უნდა გავუკეთოთ, ქერქი, ნახშრი, სფაგნუმი. აკურატულად უნდა ამოვიღოთ მცენარე ძველი ქოთნიდან, მოვაშოროთ გაფუჭებული ნაწილები და გრუნდის ის ფენა, რომელიც თავისით ცვივა. ფესვებს უმჯობესია დავუტოვოთ ძველი გრუნტი, რადგან ადვილად მოახერხოს ახალ გარემოსთან ადაპტირება. ფესვებს ეყრება დანაყული ნახშირი და „მშრალად“ ირგვება ახალ ქოთანში და ივსება ახალი გრუნტით. მენარე არ ირწყვება რამოდენიმე დღის მანძილზე.

დაავადებები და მავნებლები მოვლის პირობების დარღვევა იწვევს რიგ დაავადებებს, ლპობას, ფოთლების ნაადრევ ცვენას, ზრდისა და ყვავილობის შეფერხებას. მიკროფლორის აღდგენა წარმოუდგენელია შესაბამისი პრეპარატების გარეშე, თუმცა, ეს არის ხანგრძლივი და არც თუ ისე წარმატებული პროცესი. მავნებლების გაჩენის შემთხვევაში უმჯობესია ჯერ მექანიკური ზემოქმედებით გავასუფთაოთ მცენარე. თუ აღნიშნულმა ქმედებებმა შედეგი არ გამოიღო, ვიყენებთ ინსექციდებს.

პოპულარული სახეობები Sa-nook Anna Green-აქვს მომწვანო, მოყვითალო და მელნისფერი შეფერილობის ოდნავ წაწვეტებულ ფურცლაკებიანი ყვავილები;

Sa-nook Thailand Black-აქვს მუქი ბორდოსფერი და მელნისფერი ყვავილები. მზის სინათლეზე ყვავილი ღებულობს თითქმის შავ ფერს;

Sa-nook Banana chocolate-აქვს ყვითელი ყვავილი ბორდოსფერი გულით;

Berry Oda-კომპაქტურყვავილებიანი. აქვს გაცილებით კარგი ამტანობა მაღალი ტემპერატურისა და დაბალი ტენიანობის მიმართ;

Sa-nook Blue happiness-აქვს უჩვეულოდ ლურჯი, ოდნავ მომელნისფრო ყვავილები. ყვავილები შუაგულისკენ ღიავდება;

Dendrobium Kingianum-ეს ორქიდეა ლიტოფიტია, აქვს მომცრო ზომის, მელნისფერი დახუნძლული ყვავილები.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

02 February 0 3 078

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно