გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

ზამიოკულკასი, მოვლის 10 წესი

ზამიოკულკასი, მოვლის 10 წესი რაც უფრო ცოტა, მით უკეთესი-ეს არის პრინციპი, რომლის დაცვა აქტუალურია ზამიოკულკასის მოვლის დროს. ამ მცენარეს არ სჭირდება განსაკუთრებული პირობები, თუმცა მიუხედავად მისი დიდი პოპულარობისა, საოფისე და საცხოვრებელ გარემოში მაინც არსებობს გარკვეული სირთულე, რომელსაც აწყდებიან მოყვარულები. როგორც სხვა მრავალი მცენარის შემთხვევაში, უმნიშვნელოვანესია ზამიოკულკასის მორწყვის სწორი რეჟიმის შექმნა და საჭირო დოზით კვება. ამიტომ, გთავაზობთ მოვლის 10 საბაზო წესს. სტატია ზამიკულკასის აღწერილობის შესახებ იხილეთ https://yvavilebismovla.ge/yvavilebi/121-zamiokulkasi.html 
1. მოარიდეთ მზესა და ჩრდილს თუ მცენარეების უმეტესობისათვის საჭიროა ნათელი ადგილის შერჩევა, ზამიოკულკასის თავისებურება ისაა, რომ მისი განთავსებისათვის უნდა მოვიძიოთ რაც შეიძლება ზომიერი განათების ადგილი. მკვეთრი განათების ფანჯრიდან სასურველია დაიდგას მოშორებით, ჩაბნელებული (ჩრდილოეთის) ფანქრის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოვდგათ რაფაზე. მისთვის შესანიშნავი ადგილია ნათელი ოთახის სიღრმე, რადგან ზამიოკულკასი თანაბრად ვერ იტანს ვერც მზეს და ვერც უმზეობას, და როგორც წესი, კარგად გრძნობს თავს ჩვეულებრივი ოთახის/ოფისის ხელოვნური განათების პირობებშიც. თუ მცენარე ოთახის სიღრმეში დგას, მაშინ ზამთარის დადგომასთან ერთად შესაძლებელია ფანჯარასთან უფრო ახლოს თანდათან გადაიდგას, რომ მისთვის ჩვეულ განათებაზე აღმოჩნდეს და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად დაგაჩოჩდეს ისევ ოთახის სიღრმეში.
2. დაიცავით სიცივისაგან ზამიოკულკასის თვისება, რომლითაც იგი განსხვავდება უმეტესი ოთახის მცენარებისაგან, არის ის, რომ მას შეუძლია სიცხის ატანა. გვალვაზე, ტემპერატურის მატებასა და სიმშრალეზე ზამიო რეაგირებს ჯანსაღად. მაგრამ ორპირი, განსაკუთრებით როცა ცივი ჰაერის ნაკადი უბერავს და დაბალი ტემპერატურა მისთვის შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს. +12° მდე ტემპერატურის ვარდნა ატანადია მცენარისათვის, თუმცა ექსპერიმენტები ჯობია არ ვატაროთ და მცენარე გვედგას ოთახის ტემპერატურაზე.

3. ამჯობინეთ ზომიერი კვება ჭარბი საკვები ნივთიერებები გრუნტში და ხანგრძლივი მოქმედების სასუქები ზამიოკულკასს არ უყვარს. ყოველთვის არსებობს ფესვების დაწვის რისკი, ამიტომ უმჯობესია გამოვიყენოთ სპეციალურად კაქტუსებისა და სუკულენტებისათვის განკუთვნილი სასუქი 2-ჯერ ნაკლები დოზირებით, ვიდრე შეფუთვაზეა მითითებული. კვება უნდა მოვახდინოთ მხოლოდ გაზაფხულსა და ზაფხულზე, ისიც არაუმეტეს 2 კვირაში ერთხელ.

4. მორწყეთ ზუნწად მორწყვისას უნდა დავიჭიროთ კაქტუსებისა და სუკულენტების მორწყვის ანალოგიური წესი-უმჯობესია გამოვაშროთ გრუნტი, დაე მცენარეს საკმარისად მოსწყურდეს. სიმშრალეს მცენარე გადაიტანს, ხოლო სინესტეს ვერა. არ უნდა გაჩერდეს ზედმეტი ტენი გრუნტში. განსაკუთრებით საყურადღებოა მორწყვის შეზღუდვა ზამთარში.

5. მცენარე არ უნდა დასველდეს ყურადღება მისაქცევია არა მხოლოდ ის, თუ რამდენჯერ ვრწყავთ, არამედ თუ როგორ ვატარებთ მორწყვის პროცედურას. მცენარე არ უნდა დასველდეს, ანუ, მორწყვისას წყლის ნაკადი უნდა მოვარიდოთ ფესვებსა და ღეროებს. ზამიოკულკასი ირწყვება დინჯი ტემპით, აკურატულად, ლამის ქოთნის კიდეებთან, რომ ამდაგვარად ავარიდოთ მცენარე ფესვებისა და ღეროს ლპობას. რაკი ზამიოკულკასი იტანს ჰაერის სიმშრალეს, მას არ ჭირდება გარემოს დატენიანება, განსაკუთრებით წყლის შესხურება ფოთლებზე. არ სჭირდება ასევე შხაპების მოწყობა.

6. არანაირი მტვერი თუკი რამელიმე მცენარეს ამახინჯებს მტვერი ფოთლებზე, ეს არის ზამიოკულკასი. მტვრისაგან გათავისფლება არა მხოლოს სილამაზის გარანტიაა, არამედ აუცილებელი ჰიგიენაა მცენარისათვის. ფოთლები უნდა გასუფთავდეს წყალში დამბალი და კარგად გაწურული ბამბის, ან პარალონის ტამპონით.

7. მინიმალური კონტაქტი ზამიოკულკასს საკმად მყიფე ფოთლები აქვს, ანუ, მცირედი შეხების დროსაც კი შეიძლება მოტყდეს. ამიტომ, უმჯობესია განვაღავსოთ ნაკლებად „კონტაქტურ“ ადგილზე და ამავე დროს, არ უნდა „მივაყრდნოთ“ კედელს ან თაროს. მცენარის ფოთლები თავისუფლად უნდა გრძნობდნენ თავს სივრცეში.

8. არა ხშირ „მოგზაურობას“ იმდენად რთულად გადააქვს ამ მცენარეს გადარგვა, რომ უმჯობესია ხელი არ ვახლოთ, თუ განსაკუთრებული და კრიტიკული აუცილებლობა არ არის. ფესვები იმდენად მყიფე აქვს, რომ მარტივად ზიანდება. ამიტომ, კარგად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ზომაზე მეტად გაიზარდა მცენარე და ვეღარ ეტევა ქოთანში. ზამიო ანალოგიურად მტკივნეულად რეაგირებს ადგილის გამოცვლაზეც, არა თუ სახლის, ოთახის, ოფისი შეცვლისაგან უნდა შევიკავოთ თავი, არამედ ერთ სივრცეში ადგილის მკვეთრი ცვლილებისაგან. ამიტომ, საგულდაგულოდ უნდა შევურჩიოთ ადგილი და იქ გვედგას.

9. ნიადაგის გამოცვლა ფრთხილად მცენარის ფოთლებისა და ფესვების მტვრევადობის გამო, უმჯობესია იშვიათად გადავრგათ მცენარე და თუ მაინც აუცილებელი გახდება ეს პროცედურა, გვახსოვდეს, რომ ჯერ ერთი, გადარგვას ერთი ადამიანი არ ყოფნის, ისევ და ისევ ფოთლების სიმყიფის გამო, საჭიროა მცენარის „ჰაერში დაჭერა“. და მეორე, არ ვეხებით ძველ გრუნტს. მცენარე თავის მიწიანად ამოგვაქვს ძველი ქოთნიდან და გადაგვაქვს ახალში.

გრუნტად გამოიყენება მსუბუქი სუბსტრატი, დაახლოებით ისეთი, როგორც სუკულენტებს სჭირდებათ. ახალ ქოთანში ივსება სიცარიელეები ისე, რომ არ არის საჭირო გრუნრტის დატკეპვნა. თუ მცენარე ვერ ინარჩუნებს წინასწორობას, ვიზრუნოთ საყრდენზე. ახლადგადარგული ზამიოკულკასი არ ირწყვება. მორწყვა შესაძლებელია მომდევნო დღეს, თუ გრუნტი მშრალია, მაგრამ თუ სუბსტრატი ტენიანია, მაშინ 3 დღის შემდეგ.

გადარგვა სასურველია განვახორციელოდ გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვე ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია. ახალი ქოთანი ოდნავ დიდი, 2-3სმ მეტი უნდა იყოს. ქოთანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს სადრენაჯე ნასვრეტები. არ გვავიწყდება გვარიანი სადრენაჯე ფენის გაკეთება, რომლის სიმაღლე ქოთნის სიმაღლის 1/3, მინიმუმ 5სმ-ს უნდა შეადგენდეს.

10. სუფთა ჰაერი ზამიოკულკასი შესანიშნავად გრძნობს თავს იქ, სადაც ჰაერი თავისულაცდ ცირკულირებს ფოთლების გარშემო. ოთახი უნდა განიავდეს ხშირად, მაგრამ დავიცვათ ზამიოკულკასი ორპირისა და ტემპერატურის ვარდნისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში მცენარე ფერხდება ზრდაში, ფოთლები კარგავენ სიმყარეს და სიკაშკაშეს. თუ შესაძლებლობა გვაქვს, უმჯბესია თბილ სეზონზე მცენარე დაიდგას დაჩრდილულ ადგილზე, სუფთა ჰაერზე და მაშინ ნამდვილად გაგვაოცებს თავისი სილამაზით.

თარგმანი: ხ.კალატოზიშვილი

01 February 0 11 163

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно