გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სოლანიუმი,დეკორატიული ძაღლყურძენა

ნაყოფის მსხმოიარე ოთახის მცენარებში ისეთი სიკაშკაშით და ეფექტურობით, ნაკლებად თუ გამოირჩევა რომელიმე მცენარე, როგორც დეკორატიული ძაღლყურძენა. მინიატურული და ფერადი, ერთი შეხედვით ხელოვნურ მცენარესაც კი გავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მწვანე ბუჩქი გადაპენტილია მოსტაფილოსფრო-მოწითალო მძივებით.

დეკორატიული ძაღლყურძენა, სულანიუმი, ცნობილია სხვა დასახელებით, მაგალითად „იერუსალიმის ალუბალი“, „ველური პომიდორი“ ან „ფსევდო კაპსიკუმი“ და მიუხედავად იმისა, რომ მცენარე შხამიანია, მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სოლანიუმს კომპაქტური ფორმა აქვს და თუ დროულად მოვახდენთ ბუჩქის ფორმირებას, საკმაოდ ლამაზ და სიმეტრიულ მცენარეს მივიღებთ. აქვს მუქი მწვანე ფერის, პატარა, მყარი, გლუვი ზედაპირის, დაკბილულპირიანი ფოთლები. მათ ფონზე პრიალა ცეცხლისფერი ნაყოფი მკვეთრ ფერთა გამას ქმნის. მაგრამ, სოლანიუმს არ აქვს მაინცდამაინც ლამაზი ყვავილობა, რომელიც ამასთან ერთად, საკმაოდ ხანმკლეა. სამაგიეროდ, მსხმოიარობის პერიოდი აქვს ხანგრძლივი და მომხიბვლელი. სოლანიუმის ნაყოფის გასინჯვა მკაცრად აკრძალულია, რადგან ორგანიზმში მინიმალური რაოდენობით მოხვედრამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი მოწამვლა.

სოლანიუმებს სახლის პირობებში ერთწლიან მცენარეებად ზრდიან, რაც იმას გულისხმობს, რომ ნაყოფის მომწიფების შემდეგ მცენარე ან იღუპება, ან მისი არც თუ ისე დეკორატიული ფორმების გამო, ცვლიან. მაგრამ, სინამდვილებში, სოლანიუმი მრავალწლიანი კულტურაა და სწორი მოვლის, კვების, გასხვლის პირობებში შესაძლებელია მისგან განმეორებით მივიღოთ ყვავილობა და შესაბამისად ნაყოფით დახუნძლული, ლამაზი ბუჩქი.

განათება: ოთახის დეკორატიულ ძაღლურძენას ძალიან უყვარს მზის სინათლე. თუმცა, რომ ავირიდოთ თავიდან ზაფხულში შუადღის მზით გამოწვეული დამწვრობა, უმჯობესია გავაკეთოთ მზის დაჩრდილვა. ზამთარში სინათლის უკმარისობა სასურველია დავაკომპენსიროთ ხელოვნური განათებით.

ტემპერატურა: თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ სოლანიუმის უხვნაყოფიანობას და დღეგრძელობას, აუცილებლად უნდა მოვუწყოთ გამოზამთრების პირობები. უფრო მეტიც, თუ ჰაერის ტემპერატურა იქნება +18° დაბალი, მაშინ მცენარეზე ნაყოფი უფრო დიდ ხანს გაჩერდება. ნოემბრიდან თებერვლის ბოლომდე, უმჯობესია მცენარე განვათავსოთ გრილ ადგილზე, ისე რომ ოპტიმალური ტემპერატურა იყოს +6-10°.

გამოზამთრების გარეშე სოლანიუმი არ აყვავდება და შესაბამისად, ვერც ლამაზი ნაყოფით დაიხუნძლება. ოთახის პირორბებში (+23-25°) მცენარე უმჯობესია გადმოვიტანოთ თებერვლის ბოლოდან და შევეცადოთ, რომ საგრძნობი იყოს დღისა და ღამის ტემპერატურებს შორის სხვაობა.

სოლანიუმს უყვარს სუფთა ჰაერი, ამიტომ აზრი აქვს მის გატანას ღია ცის ქვეშ, მაგრამ ვერ იტანს ორპირს და მცენარე შეიძლება გაფუჭდეს.

მორწყვა: სოლანიუმს სჭირდება უხვი მორწყვა, მაშინვე, როგორც კი ოდნავ გამოშრება გრუნტის ზედაპირი. ზამთარში, მოსვენების პერიოდშიც კი საჭიროა მცენარის გრუნტი იყოს დატენიანებული.

ჰაერის ტენიანობა: მცენარეს ურჩევნია ჰაერის მაღალი ტენიანობა. ამიტომ, მოგვიწევს წყლის რეგულარული შესხუპება. თუ ტენიანობა 60% დაბალია, აზრი აქვს დამატებითი დატენიანების საშუალებების მოძიებას.

კვება: უხვი ყვავილობისა და ნაყოფისათვის სოლანიუმს სჭირდება მაღალი საკვები ღირებულების მგონე გრუნტი. მცენარე გამოირჩევა კარგი მადით და მალე ფიტავს ნიადაგს, ამიტომ 7-10 დღეში ერთხელ საჭირო იქნება ინტენსიური კვება. ნაყოფის დამწიფების შემდეგ, კვება მცირდება, თვეში ერთჯერადად საკმარისია. ხოლო მოსვენების პერიოდში, კვება უმჯობესია შევწყვიტოთ. კვების განახლება მოგვიწევს გასხვლის და გადარგვის შემდეგ.

გასხვლა და ფორმირება: გასხვლის გარეშე, მცენარე დაკარგავს ფორმას და უფრო მალე დაბერდება.

სოლანიუმს სჭირდება შემდეგი ტიპის გასხვლა:

· საგაზაფხულო - ტარდება მოსვენების პერიოდის ბოლოს, იჭრება ყველა ტოტის 2/3;

· რეგულარული - ფორმის შენარჩუნებისათვის, იკრიჭება ე.წ. ‘ზედმეტი“ და „ურჩი“ ტოტები;

· სანიტარული - მომჭკნარი, მობერებული, დაავადებული ტოტების მოჭრა.

გადარგვა: სხვა მრავალი ოთახის მცენარისაგან განსხვავებით, სოლანიუმს სჭირდება მძიმე, თიხანარევი გრუნტი. ჰარის გამტარუანარიანობის ამაღლებისათვის, კარგია გრუნტში გაერიოს ინერტული მასალები, პერლიტი, ვერმიკულიტი, წვრილი ფრაქციის კერამზიტი, ან მსხვილი ფრაქციის ქვიშა. გრუნტი უნდა იყოს ნეიტრალური მჟავიანობის და მაღალი კვებითი ღირებულების. ქოთანი სასურველია იყოს დამზადებული თიხისაგან, არ იყოს დიდი და ღრმა.

სოლანიუმს სჭირდება ყოველწლიური გადარგვა, საგაზაფხულო გასხვლის შემდეგ. გადარგვის დროს უმჯობესია ფესვებს არ შევეხოთ და მოვაშოროთ მხოლოდ თავისით ჩამოშლადი მიწა. ირგვება იმავე დონეზე, და არ გავვიწყდება კარგი დრენაჟი (ქოთნის 1/3 მაინც)

გამრავლება: ძალიან მარტივია სოლანიუმის გამრავლება თესლით, რომელიც აიღება მომწიფებული ნაყოფისაგან. ითესება გრუნტის ზედაპირზე, ეყრება მიწის თხელი ფენა, ეფარება ან მინა, ან ცელოფანი. ჩითილები უნდა განთავსდეს განათებულ ადგილზე და პიკირება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოიტანს 2 ან 3 ფოთოლს. საბოლოოდ, უმჯობესია გადაირგას მაშინ, როცა მცენარე გაიზრდება 15 სმ. სიმაღლეში.

შესაძლებელია სოლანიუმის გამრავლება კალმებით. გამოიყენება ახალგაზრდა, ჯერ არ აყვავებული ტოტებიდან მოჭრილი კალმები. ირგვება მსუბუქ, ტენიან გრუნტში ქილის ქვეშ.

ხშირი პრობლემები: სოლანიუმი ავადობს იშვიათად. უბრალოდ ღია ცის ქვეშ შეიძლება მოიზიდოს მავნებლები. ეს მცენარე ძალიან უყვართ ფრთათეთრებს, ბუგრებსა და აბლაბუდა ტკიპას. ბრძოლა არ უნდა დავაყოვნოთ და აზრი აქვს პირდაპირ ინსექციდების გამოყენებას.

მოვლის პირობების დარღვევის ყველაზე კარგი ინდიკატორები არიან მცენარის ფოთლები, რომლებიც მეყსეულად რეაგირებენ სინათლისა და მორწყვის რეჟიმების დარღვევაზე. ფოთოლი იხვევა მზის სინათლის სიჭარბის შემთხვევაში, ცვივა სინათლის უკმარისობისას, ყვითლდება და ჭკნება ან ზედმეტი მორწყვის, ან სიმშრალის გამო. ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.

თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

17 January 0 3 905

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно