ბრუგმანსია,ანგელოზის საყვირი

ამ მცენარეს სხვა, და უფრო პოპულარული სახელით ვიცნობთ „ანგელოზის საყვირი“ ან „ოქროს ლემა“. ასეთი დასახელება მან მიიღო საყვირის, გრამაფონის ფორმის ყვავილების გამო. მცენარის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, სადაც უხვად ხარობს სუბტროპიკულ მთიანეთში. ხოლო, სამეცნიერო დასახელება-ბრუგმანსია, ერგო ჰოლანდიელი ბოტანიკოსის, სებალდ იუსტინუს ბრუგმანსის საპატივსაცემლოდ. ბრუგმანსია აერთიანებს 6 სახეობას, და გვხვდება როგორც კომპაქტური ხე, ან მარადმწვანე ბუჩქი.

მცენარეს თბილი კლიმატი უყვარს. ამის გამო მისი კულტივაცია ჩრდილოეთ და ზომიერ სარტყელებში რთულია. მაგრამ მაინც, ბევრი მებაღე ცდილობს გამოზადროს ლამაზი ფორმებისა და არომატის გამო. საქართველოშიც გვხვდება ეს მცენარე, როგორც ოთახებში, ასევე ვერანდებსა და აივნებზე. თუმცა მისი გამოზამთრებისათვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გვჭირდება. ბრუგმანსიის ზოგიერთი სახეობა საკმაოდ იზრდება სიმაღლეში. ამიტომ, თუ თქვენ გინდათ ეს ლამაზი მცენარე იქონიოთ ოთაში ან აივანზე, მაშინ აზრი აქვს უფრო კომპაქტური ჯიში გამოზარდოთ.

ამ მცენარის თავისებურება ისაა, რომ მისი ფოთლოვანი საფარი ორ იარუსად იზრდება. პირველი იარუსი შედგება უფრო დიდი ზომის, მოგრძო ფორმის სწორპირიანი ფოთლებისაგან, მეორე იარუსზე უფრო მცირე ზომის რელიეფური პირის ფოთლები გვხვდება. არომატულ ყვავილებს საყვირის ფორმა აქვთ და საოცარ ზომებს აღწევენ, ზოგჯერ 0,5 მ. სიგრძეში და დიამეტრი 0,2 მ. ყვავილები შეიძლება ქონდეს როგორც მარტივი ფორმის, ასევე რთული, ხუჭუჭა, ორიარუსიანი. ფერებითაც საკმაოდ მდიდრულადაა ყვავილები წარმოდგენილი: თეთრი, ყვითელი, წითელი, სტაფილოსფერი, კრემისფერი, მწვანე, ატმისფერი, ვარდიფერი. გვხვდება ასევე ორფერიანი ან სამფერიანი შეფერილობა და საინტერესო ისაა, რომ ერთ ბუჩქზე შეიძლება შეგვხვდეს რამოდენიმე შეფერილობის ყვავილი.

გამრავლება: მრავლდება როგოც თესლით, ასევე კალმებით. ითესება გაზაფხულზე, კონტეინერში ან საშუალო სიღრმის ქოთანში და სათბურდება. შემდეგ უნდა დაიდგას თბილ (+20 – 25°) და ნათელ ადგილზე. თესლის აღმოცენებას საშუალოდ ორ თვემდე სჭირდება. ამ პერიოდის მანძილზე საჭიროა გრუნტის პერიოდული დატენიანება და განიავება. პირველი ჩითილების ამოსვლისას სათბურს შეგვიძლია მოვხადოთ თავი. კონტეინერი უნდა რეგულარულად დაინამოს თბილი წყლით. დაუშვებელია გრუნტის ზომაზე მეტად დატენიანება. მცენარეების ცალ-ცალკე გადარგვა ხდება მე-5 ფოთლის ამოსვლის შემდეგ.

ბრუგმანსიის გამრავლება უმჯობესია კალმით, რადგან ასე უფრო დარწმუნებული ვიქნებით, რომ ახალგაზრდა მცენარე შეინარჩუნებს საკოლექციო მონაცემებს. კალმები ეჭრება ერთ წლიან, დაახლოებით 15-25 სმ სიგრძის ტოტებს. აუცილებელია, რომ კალამს ქონდეს ზრდის წერტილი, რაც გარანრტიაა იმისა, რომ მცენარე მალე დაფესვიანდება და დაიწყებს ზრდას. დაკალმებისათვის უმჯობესია ამოვირჩიოთ გვიანი გაზაფხული, როცა ჰაერის ტემპერატურა ჯერ ისევ ზომიერია. კალამს აცლიან ქვედა ფოთლებს, დებენ წყალში, რომელშიც ჩამატებულია სააფთიაქო ნახშირი. აზრი აქვს კალმის დასათბურებას და განათებულ ადგილზე დადგმას. მას შემდეგ, რაც ფესვები მიაღწევენ 50 სმ სიგრძეს, ახდენენ მის გადარგვას სუბსტრატში შემადგენლობით: პერლიტი, ტორფი, ქვიშა 1:2:1.

ადგილის შერჩევა: ბრუგმანსია პრეტენზიულ მცენარედ ითვლება, თუმცა არც ისე რთულია მისი მოვლა, თუ სწორად შევურჩევთ ადგილს. უყვარს სუფთა ჰაერი და მზე, მაგრამ უმჯობესია შევარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მცენარე დაცული იქნება შუადღის მზის სხივების პირდაპირი გავლენისა და ორპირისაგან. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში საჭიროებს წყლის ყველდღიურ შესხურებას და ხშირ მორწყვას, ისე, რომ გრუნტი მუდამ იყოს ტენიანი. ხოლო გაზაფხულ-შემოდგომაზე, განსაკუთრებულად წვიმების სეზონზე, ირწყვება მხოლოდ მაშინ, როცა სუბსრტრატის ზედაპირი კარგად გამოშრება.

საშუალო კლიმატის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, აზრი აქვს მცენარის დიდი ზომის ქოთანში ჩარგვას, რომ მარტივი იყოს თბილ სეზონებზე ღია ცის ქვეშ, ან აივანზე დადგმა. ხოლო ზამთარში უნდა დაიდგას ან შედარებით გრილ ოთახში, ან და საგულდაგულოდ შეიფუთოს, რომ ყინვიანი ამინდების

შემთხვევაში არ მოხდეს მცენარის გაფუჭება. როგორც კი ჰაერის ტემპერატურა ღამით დაეცემა +5–7°, მცენარე უნდა მოვამზადოთ გამოზამთრებისათვის.

თუ მცენარეს მოეწონა ადგილი, შეიძლება არც კი შეაჩეროს ყვავილობა, თუმცა მომავალი სეზონი არ იქნება ისეთი მდიდრული. ამიტომ, მცენარე გადააქვთ უფრო ცივ ადგილზე და ამცირებენ მორწყვას, ისე, რომ იგრძნოს სეზონის ცვლილება და გადავიდეს მოსვენების პერიოდში. ამ დროს ჭნება ყვავილები და მცენარე იწყებს ფოთლების დაყრას. როგორც კი შევამჩნებთ, რომ ტოტებზე გამოჩნდა ახალი ყლორდები, მცნარე უნდა გადაიდგას უფრო ნათელ ადგილზე და ამდაგვარად მოხდეს მისი „გაღვიძების“ სტიმულირება.

კვება: მცენარეს სჭირდება ინტენსიური კვება. უმჯობესია გამოვიყენოთ მინერალური კომპლექსი და ვკვებოთ თითქმის ყოველ კვირა. მას შემდეგ, რაც მოემზადება ყვავილობისათვის, ნიადაგი უნდა გავამდიდროთ ფოსფორითა და კალიუმით.

გასხვლა: მცენარე საჭიროებს ყოველწლიურ გასხვლას და უმჯობესია დამუშვება მოვახდინოთ ადრე გაზაფხულზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ „Y“ ფორმის ტოტები არ უნდა მოეჭრას, რადგან სწორედ ამ ტოტებზე იკეთებს მცენარე ყვავილებს.

ბრუგმანსიას სახეობები: ოქროსფერი ბრუგმანსია (Brugmansia aurea) - ბუნებრივ პირობებში იზრდება 6 მ. სიმაღლეში. ფოთლების ზედაპირი დაფარულია ბუსუსებით, აქვს სხვადასხვა გამის ყვითელი ფერის ყვავილები.

არომატული ბრუგმანსია (Brugmansia suaveolens) - გამოირჩევა დიდი ვარჯით, აქვს თეთრი, მწვანე ძარღვებით დაფარული ყვავილები, თუმცა კვირტები გაშლამდე ვარდისფერი შეფერილობისაა.

თეთრი (ქათქათა) ბრუგმანსია (Brugmansia candida) - ჯუჯა ტანის მცენარეა, დაშვებული, ოვალური ფორმის ფოთლებით, ყვავილები უმეტესად თეთრია, თუმცა გვხვდება მოყვითალო და კრემისფერი.

მეწამული ბრუგმანსია (Brugmansia sanguinea) - საკმაოდ მაღალი მცენარეა 12 მ. სტაფილოსფერ ყვავილებს თან სდევს მწვანე, გამოკვეთილი ძარღვები და ცეცხლოვანი-წითელი არშია. ბრუგმანსიებს შორის, ყველაზე ყინვამედეგია. მაგრამ, ზამთარში ღია ცის ქვეშ არც მისი დატოვებაა რეკომენრიდებული.

ჭრელი ბრუგმანსია (Brugmansia versicolor) - ამ სახეობას აქვს ყველაზე ფრძელი ყვავილები 0,5 მ. ყვავილი კრემისფერია, თუმცა არშიისკენ უფრო ატმისფერში გადადის.ჩვენი გუნდი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით.

17 January 0 1 446
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно