ნაძვის ხე ქოთანში - რთული გამოწვევა

თუ გადავწყვიტავთ, რომ გვინდა დეკორატიული ნაძვი ვიქონიოთ ჩვენს კოლექციაში, მაშინ უნდა წინასწარ მოვემზადოთ ამ არც თუ ისე მარტივი გამოწვევისათვის და შეძენამდე მოვამზადოთ გარემოც და საგულდაგულოდ შევარჩიოთ მცენარე. უმჯობესია შევიძინოთ ნაძვი ქოთნით. ხოლო, თუ შევიძინეთ მცენარე შეფუთული ფესვებით, გვახსოვდეს, რომ ნაძვი სასურველია ჩაირგას პირდაპირ ღია გრუნტში და არა ქოთანში. სათბურშივე დავათვალიეროთ მცენარე, გრუნტი ქოთანში არ უნდა იყოს გამომშრალი და ნაძვს არ უნდა ტყდებოდეს ტოტები. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპაში გამოყვანილი დეკორატიული ნაძვები ძნელად ეგუებიან ახალ გარემოს და საქართველოში ადაპტაციის შედარებით ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვენ.

განსაკუთრებულ პოპულარობას ქოთნის ნაძვები წინასაახალწლოდ იძენენ. ნამდვილად მომხიბვლელი სანახავია ცოცხალი ნაძვი სადღესასწაულოდ და საუცხოოთ მორთულ-მოკაზმული. მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ საჭირო გახდება მისი ღია გრუნტში გადატანა, რაც თავისთავად დამატებითი სტრესია მცენარისათვის და ჩვენგან გარკვეულ ცოდნებს მოითხოვს.

· მცენარის შეძენამდე შეეცადეთ სახლში არსებული გარემო მაქსიმალურად მიუახლოვოთ ნაძვის ბუნებრივ პირობებს. წინასწარ უნდა იზრუნოთ ჰაერის დატენიანებაზე. მოარიდეთ ნაძვი ნებისმიერი ტიპის გამათბობელს. დადგით გამათბობელთან წყლიანი ჭურჭელი, რომ წყალი აორთქლდეს და ბუნებრივად გაჯერდეს ჰაერი ტენით.

· სანამ სახლში შეაბრძანებდეთ მცენარეს, დადგით რამოდენიმე დღით (3-4 დღე) გარდამავალ გარემოში, სადაც შედარებით სიგრილეა. ეს შეიძლება იყოს ლოჟია, აივანი, თუნდაც ეზო. თუ კარანტინის მოწყობას ღია ცის ქვეშ გადაწყვიტავთ, მაშინ ზამთარში აზრი აქვს იზრუნოთ ფესვების ოდნავ დათბობაზე. ძეგიძლიათ ქოთანს ზემოდან მოაფინოთ მულჩა: ბალახი, ნახერხი, ან მსგავსი რამ, ან უბრალოდ მცირე ხნით შეფუთოთ ქოთანი, რომ ყინვიანი ამინდების დადგომის შემთხვევაში არ გაიყინოს ფესვები.

· ქოთნის ნაძვსაც, ისევე სჭირდება მოვლა, როგორც ნებისმიერ ოთახის მცენარეს, საჭიროა მისი პერიოდული მორწყვა და წყლის შესხურება. ნაძვი ირწყვება მაშინ, როცა შრება გრუნტის ზედა ფენა, საშუალოდ კვირაში 2 ჯერ. ზაფხულში მცენარეს დასჭირდება უფრო ინტენსიური მორწყვა, ამიტომ აუცილებელია გრუნტის ტენიანობის ყოველდღიური შემოწმება. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ რბილ წყალს, ან უკიდურეს შემთვევაში ნადგამ წყალს.

· გამოიყენეთ წიწვოვანი მცენარეებისათვის სპეციალურად განკუთვნილი სასუქი. აზრი არ აქვს ნაძვის ზრდის ტემპის დაჩქარებისათვის სასუქის დოზების გაზრდას. ზედოზირება პირიქით, გამოიწვევს ნაძვის დაავადებას.

· ნაძვს უყვარს სუსფთა ჰაერი. ამიტომ, სანამ ოთახში იქნება განთავსებული, ხშირად გაანიავეთ. ხოლო, როდესაც მცენარე საახალწლო ნაძვის ხის როლს წარმატებით შეასრულებს, უმჯობესია შესაძლებლობის ფარგლებში, გაიდგას უფრო გრილ სათავსოში. ოთახის პირობებში ნაძვს შეუძლია გაძლოს 3 კვირიდან ერთ თვემდე. შემდეგ უკვე დაიწყებს კაპრიზებს, ამიტომ ვიზრუნოთ მის გადარგვაზე.

· ქოთანში ნაძვს სჭრდება შემოტრიალება, რომ სინათლის ნაკადები ზომიერად ხვდებოდეს მის ყველა მხარეს.

· გადარგვამდე ნაძვი ნელ-ნელა უნდა შევაჩვიოთ ახალ გარემოს. ჯერ გავდგათ გარდამავალ ტემპერატურაზე, ანალოგიურად, როგორც სახლში მოტანამდე ვიქცეოდით, შემდეგ კიდევ უფრო ახლოს ღია გარემოსთან და საბოლოოდ შევუდგეთ ნაძვის დაბინავებას.

· გადარგვის, უფრო სწორედ „გადატანის“ დროს მინიმალურად უნდა შეწუხდეს ნაძვის ფესვები. მცენარე თავის მიწიანად უნდა „ჩავსვათ“ მუდვიმი განთავსების ადგილზე.

· ნაძვს საკმაოდ მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ სჭირდება მაღალი ქოთანი. მიჩნეულია, რომ ქოთანში შესაძლებელია მაქსიმუმ 1.5მ. სიმაღლის ნაძვის გაზრდა. შემდეგ უკვე მცენარე უნდა გადაირგას ღია გრუნტში. დიდ ქოთანში გადატანას აზრი არ აქვს, მცენარე შეიძება დაიღუპოს.

· ლამაზი ფორმების მიღებისათვის, ნაძვი შეგვიძლია გავსხვლათ ადრე გაზაფხულზე, ან შემოდგომაზე. ისხვლება ეტაპობრივად, მაგალითად, პირველად ისხვლება ჯერ ქვედა ტოტები, მომდევნო კვირაში შუა ნაწილი და ბოლოს ნაძვის ზედა ნაწილი.

ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

01 January 0 634
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно