მონსტერას ფოთლებთან დაკავშირებული პრობლემები
გვხვდება შემთხვევები, და არც თუ ისე იშვიათად, როდესაც დაბნეულობამდე მივყავართ მონსტერას ფოთლების მდგომარეობას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჩვენი აზრით, მოვლის შესაბამისი პირობები აქვს შექმნილი. ერთი რამ ნამდვილად უნდა გვახსოვდეს, რომ მონსტერას ფოთლების მგომარეობის გაუარესება არის იმის ნიშანი, რომ სინამდვილეში გარემო, რომელშიც ეს მცენარე იმყოფება არც თუ ისე ხელსაყრელია.
განვიხილოთ რამოდენიმე, ყველაზე გავრცელებული შემთხვევა: მონსტერას ფოთლების სიყვითლე მონსტერას ფოთლების გაყვითლება, უპირველეს ყოვლისა, გამოწვეულია სინათლის ნაკლებობით: ან სუსტი განათებაა, ან სინათლე სანმოკლეა. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა შევუცვალოთ მონსტერას ადგილი, გადავიტანოთ იქ, სადაც უფრო მეტი სინათლეა, ან ვიფიქროთ დამატებით ხელოვნურ განათებაზე. მაგრამ, გვახსოვდეს, რომ ეს მცენარე უნდა მოვარიდოთ პირდაპირი მზის სხივებს.
ფოთლების სიყვითლის კიდევ ერთი მიზეზი არის მშრალი ჰაერი, დაბალი ტენიანობა. ცხელი დღეების კომპენსირება ხშირი მორწყევებით უარყოფითად მოქმედებს მცენარეზე. ზედმეტი ტენი გრუნტში იწვევს ფესვების დაავადებას. დავატენიანოთ ჰაერი, ან წყლიან ჭურჭელზე ქოთნის დადგმით, ისე, რომ ქოთნის ძირი არ შეეხოს წყალს (დავდგათ კერამზიტზე მაალითად), ან შევიძინოთ ჰაერის დამატენიანებელი. უმჯობესია მონსტერას შევასხუროთ წყალი და პერიოდულად გავუწმინდოთ ფოთლები სველი ბამბის ტამპონით. ხშირი მორწყვა, განსაკუთრებით ზამთარში, ორპირი წელიწადის ნებისმიერ სეზონზე და გამკვრივებული გრუნტი, ასევე შეიძლება ფოთლების გაყვითლების მიზეზებად მოგვევლინონ.
სიშავე მონსტერას ფოთლებზე ფოთლების შიშავე შეიძლება გამოიწვიოს ტემპერატურის დაბლა დაწევამ-მინიმალური ზღვარი მონსტერასათვის არის +16°. მაგრამ, უფრო ხშირად ფოთლების სიშავე გამოწვეულია ზედმეტი მორწყვით: გრუნტის ზომაზე მეტად დატენიანებით, ქოთნის ძირზე წყლის დატოვებით, ქოთანში სადრენაჟე ფენის არ ქონით. ზედმეტი ტენი ახდენს ფესვების ბლოკირებას, ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები ვეღარ აითვისება და ფესვი იწყებს ლპობას. საკმაოდ მოკლე დროის მანძილზე უკვე ფოთლები დაიწყებენ რაგირებას და გაშავებას.
მეორეს მხრივ, გრუნტის ზედმეტი გამოშრობაც ნეგატიურად აისახება ფოთოლზე, შრება ფოთოლი და წვერო და კიდეები უშავდება. იგივე რექცია შეიძლება ქონდეს მცენარეს ორპირის დროს, ან შავდება ფოთლოს კიდეები, ან ზედაპირზე ჩნდება შავი ლაქები.
არასწორად შერჩეული გრუნტი, ასევე იწვევს ფოთლების სიშავეს, მონსტერას სჭირდება მსუბუქი და ფხვიერი მიწა.
მნიშვნელოვან მიზეზად გვევლინება ჰაერის სიმშრალე. დაბალი ტენიანობა, თავისთავად ნეგატიურად მოქმედებს მცენარეზე, ფოთლები შრებიან და ისევ და ისევ იწყება წვეროებისა და კიდეების გადაშავება. უფრო მეტი, ჰაერის დაბალი ტენიანობა ბუგრის, ტრიფსებისა და აბლაბიუდა ტკიპის გაჩენის პროვოცირებას იწვევს.
ხელსაყრელი მოვლის პირობებში, მაშინ, როდესაც გარემო აბსოლუტურად სწორად არის ორგანიზებული და ფოთლები მაინც შავდება, ეჭვი უნდა მივიტანოთ მავნებლებზე. ფარიანები, ცრუფარიანები და ტკიპები, სახლდებიან რა მცენარეზე და იკვებებიან წვენით, არღვევენ ფოთლებისა და ღეროს მთლიანობას, სადაც შემდგომში სახლდება სოკო. გულდასხმით უნდა დათვალიერდეს მცენარე, განსაკუთრებით ფოთლის უკანა მხარე, მონსტერა საგულდაგულოდ გაიწმინდოს ფოთლიან-ღეროიანად და შემდეგ დამუშვდეს ინსექციდით.
მონსტერას ფოთლების ხმობა ყველაზე ხშირად ფოთლების ხმობა ტენის უკმარისობის ბრალია. მონსტერას არ უნდა გამოუშრეს გრუნტი, არც ერთ სეზონზე. მიწა უნდა იყოს ოდნავ ნესტიანი, მაგრამ არა სველი. მორწყვისას კარგად უნდა ჩამოიწუროს გრუნტი, ზედმეტი წყალი კი გადაიღვაროს. კარგად უნდა დააკვირდეთ გარემოს, სადაც დგას მონსტერა, როგორია ტემპერატურა, განათება, ტენიაბობა და თავად დაადგინოთ მორწყვებისა და წყლის შესხურების გრაფიკი.
თუ ქვედა ფოთლები ხმება, მცენარე აყოვნებს ზრდას და ახალი ფოთლები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზომებში, ეს საკვები ნივთიერებების ნაკლებობის ნიშანია. გამოსავალი რამოდენიმეა: თუ მცენარე უკვე დიდია, აზრი აქვს გრუნტის მთლიანად გამოცვლას, თუ ეს შესაძლებელია ზომებიდან და მაშტაბებიადან გამომდინარე, მაგრამ ისე, რომ მინიმალურად შევაწუხოთ ფესვები. თუ გადარგვა არ გამოგვდის, მაშინ უმჯობესია ყოველ სეზონზე შეცვალოთ გრუნტის ზედაპირის 1/3 - უბრალოდ აიღეთ ძველი მიწა და შეცვალეთ ახლით. შემდეგი გამოსავალი არის სპეციალურად მონსტერებისათვის, ან დეკორატიული ფოთლოვანი მენარეებისათვის განკუთვნილი სასუქის გამოყენება.მონატერას ფოთლების დახვევა ფოთლების ასეთი რეაქცია გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით. ყველაზე ხშირად აღნიშნული პრობლემა გვხვდება ზამთარში, როცა ირთვება გათბობის სისტემები. ოთახში იზრდება ტემპერატურა და შრება ჰაერი. უმჯობესია შევზღუდოთ მცენარისაკენ მიმავალი ცხელი ჰაერის ნაკადები. ამ შემთვევაში გამათბობელს ეფარება სველ პირსახოცი, რომ ერთდოულად შეიზღუდოს ცხელი ჰაერი და დატენიანდეს ოთახი.
როგორ უნდა მოვიქცეთ
· შევქმნათ მცენარისათვის ხელსაყრელი პირობები;
· ვუზრუნველყოთ მინიმუმ 10-12 საათიანი, ძლიერი, მაგრამ გაფანტული განათება;
· დავიცვათ მცენარე პირაპირი მზის სხივების გავლენისაგან;
· გარემო პირობებიდან გამომდინარე შევქმნათ სეზონური მორწყვის გრაფიკი;
· მოვრწყათ მცენარე ნადგამი, ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი წყლით;
· მოვარიდოთ მონსტერა ორპირს;
· ავწიოთ ოთახში ჰაერის ტენიანობა.
· დავიცვათ ტემპერატურული რეჟიმი;
· გავაუმჯობესოთ გრუნტი, გავაფხვიეროთ, გავამდიდროთ საკვები ნივთირებებით, ან გამოვცვალოთ.
ჩვენი გუნდი facebook_ზე შემოგვიერტდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები
თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი