გადმოწერე ჩვენი ანდროიდ აპლიკაცია

სტრატიფიკაცია,მცენარის თესლის დამუშვება

ალბათ ბევრ ჩვენგანს შეხვედრია მცენარის თესლით გამრავლების მეთოდებში ასეთი უცნაური სიტყვა-„სტრატიფიკაცია“. პირველი რეაქცია, სავარაუდოდ, იყო მსუბუქი შოკი, და იმედია არ გამხდარა უიმედობისა და გაუცნობიერბლობის გამო გადაფიქრების მიზეზი. რადგან, იქმნება შთაბეჭდილება, რომ საქმე გვაქვს ნახევრად მეცნიერულ, ნახევრად მაგიურ პროცესთან. სინამდვილეში ამ ტერმინში არის გაერთიანებული მცენარის თესლის დაბალ ტემპერატურაზე დამუშავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.

ურიგო არ იქნება რამოდენიმე სიტყვა ვახსენოთ, თუ როგორ ხდება ბუნებრივ გარემოში მცენარეების თესლის მომზადება შემოდგომა-ზამთრის პირობებში, იმისათვის რომ გაზაფხულზე მოხდეს სრულფასოვანი ნერგის, ჩითილის აღმოცენება. შემოდგომა არის მოსავლიანობის სეზონი, როგორც საკვებად ვარგისი, ასევე ველური მცენარეებისსათვის. დამწიფებული ნაყოფი ცვივა პირდაპირ მიწაზე - ჯერ ისევ თბილა, პერიოდულად წვიმს და ერთი შეხედვით, ძალიან კარგი პირობებია იმისათვის, რომ თესლმა დაიწყოს აღმოცენება. არ არის საჭირო განსაკუთრებული დაკვირვება იმაზე, რომ ბუნებაში ასე არ ხდება. ცივი ზამთარი მოდის და თითქოს მცენრარეებმა „იციან“, რომ შემოდგომას არ უნდა გაღვივდეს თესლი, რადგან აღმოცენებული ჩითილი ვერ მოასწრებს საკმარისი ძალის მოკრეფას და ზამთარში უბრალოდ დაიღუპება. ბუნებამ იზრუნა და ზოგ შემთხვევაში თესლს მყარი გარსი არგო, ზოგ შემთხვევაში სპეციფიკური ნივთიერებები დააგროვა თავად თესლში, რომლებიც არ იძლევიან იმის საშუალებას, რომ მცენარემ დროზე ადრე დაიწყოს გაღვივება. ყველაფერი გამიზნულია იმისათვის, რომ თესლმა გაუძლოს ზამთრის სუსხს, გაყინულ, სველ ნიადაგში ყოფნას და მხოლოდ მას შემდეგ აღმოცენდეს, როცა ხელსაყრელი დრო დადგება. სწორედ ეს არის ბუნებრივი „სტრატიფიკაცია“. იმ კლიმატურ სარტყელში, სადაც მეტ-ნაკლებად ცივი ზამთარი იცის, სხვაგვარად მცენარის თესლი დაიღუპებოდა. ტროპიკული მცენარეების თესლები ასეთ თვისებას არ ფლობენ, და რეალურად არც სჭირდებათ, ბუნებამ განსხვავებულად იზრუნა მათზეც.

სტრატიფიკაცია სახლის პირობებში წარმოადგენს ბუნებრივი პროცესის იმიტაციას, და იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს, საჭიროა გარკვეული წესების დაცვა.

1. გაეცანით კონკრეტული მცენარის თესლის სტრატიფიკაციის თავისებურებას ასე მაგალითად, სჭირდება თუ არა თესლს სტრატიფიკაცია საერთოდ? თუ სჭირდება, მაშინ როგორი ტიპის? რა ხანგრძლივობის? სხვადასხვა კულტურას განსხვავებული პერიოდი სჭირდება, მაგალითად: ხე-ტიტას სჭირდება ნახევარ წელზე მეტი, რაც მოიცავს სრულ ციკლს ზამთარი-ზაფხული-ზამთარი, ლავანდას მხოლოდ ერთი თვე. გაეცანით რეკომენდაციას და ისე იმოქმედეთ.

2. ჩვეულებრივი მცენარეები დაამუშვეთ ღია გრუნტში, ეგზოტიკური ცივ სათავსოში ან მაცივარში

ჩქვენი მხარისათვის დამახასიათებელი მცენარეები თავისუფლად შეიძლება დაითესოს ღია გრუნტში. საკმარისია სპეციალურად მომზადდეს შესაბამისი ნიადაგი და დათესვის ადგილზე გაკეთდეს ნიშნულები.

თუ მცენარე ეგზოტიკურია, მაშინ უმჯობესია სტრატიფიკაცია გაკეთდეს კონტეინერში და განთავსდეს გარემოში, რომელიც ზამთრის იმიტაციას გააკეთებს, ეს შეიძება იყოს ან მაცივარი, ან სარდაფი. ტემპერატურა არ უნდა იყოს +4° მაღალი, უფრო დაბალი და ხანმოკლე ყინვა, დასაშვებია.

3. სუბსტრატის მომზადება

სტრატიფიკაციისათვის უმჯობესია გამოვიყენთ სტერილური გრუნტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაავადებებს და მავნებლებს შეუძლიათ გაგვიფუჭოს სათესლე მასალა. სტერილიზაციისათვის მიმართავენ სუბსტრატის თერმულ დამუშვებას, ან ქურაში გახურებას, ან მაცივარში გაყინვას.

წვრილი თესლისათვის აზრი აქვს გამოვიყენოთ ტორფისა და ქვიშის ნარევი 1:1, ასევე, შესაძლებელია შეურიოთ მიწა. მსხვილი თესლი უმჯობესია გავაღვიოთ სფაგნუმში, ტორფში ან ქვიშანარევ ტორფში. განსაკუთრებით პტაქტიკულია დანამულ სუფთა ხელსახოცზე დავალაგოთ თესლი, შევფუთოთ ცელოფანში და ასეთი ფორმით დავდოთ მაცივარში. სტრატიფიკაციისავის განკუთვნილი დროის გასლის შემდეგ, შესაძლებელია თესლის გადატანა გრუნტში.

4. სუბსტრატისა და ჰაერის ტენიანობი უზრუნველყოფა

დათესვამდე უმჯობესია თესლი 2 დღით დავაყოვნოთ წყალში. როცა ამოვიღებთ წყლიდან, დეზინფექციისათვის დავამუშოთ წყალბადის ზეჟანგით. წყალში შესაძლებელია სტიმულატორების გაზავება, რომ დავაჩქაროთ, ან გავაუმჯობესოთ პროცესი, მთავარია კადგად გავეცნოთ მათი გამოყენების წესს. ასეთი პროცედურა აჩქარებს თესლის შიგნით მიმდინარე ქიმიურ პროცესებს. შემდეგ, როდესაც თესლი განთავსდება სუბსტრატში, საჭიროა მუდმივად შევინარჩუნოთ გრუნტისა და ჰაერის მაღალი ტენიანობა. ამიტომ, კონტეინერი იქნება ეს, თუ ნებისმიერი სხვა ჭურჭელი, ან დანამული ქაღალდი, უმჯობესია მოთავსდეს პოლიეთილენის პარკში. როგორც კი გამოშრება სუბსტრატი, უნდა დავნამოთ რბილი, გაფილტრული ან გამოხდილი წყლით.

5. მუდმივი კონტროლი

სულ ცოტა 2 კვირაში ერთხელ უნდა შეამოწმოთ თესლი, ხომ არ დაიწია ტენიანობამ, ხომ არ გაჩნდა ობი. თუ სუბსტრატი გამოშრა, დანამეთ თბილი წყლით. და თუ გაჩნდა ობი, აჯობებს მსხვილი მარცვალი გარეცხოთ, ხოლო წვრილი დაამუშაოთ ფუნგიციდით (შესაძებელია წყალბადის ზეჟაგის გამოყენება).

6. აღმოცენებული თესლის დროული გადატანა გრუნტში

გაღვივებული თესლი დროულად უნდა გადაირგას მიწაში (ან მცენარისათვის შესაფერის გრუნტში) და განთავსდეს თბილ ადგილზე. თუ სტრატიფიკაციის პროცესში პატარა მცენარე გამოიზარდა, აკურტულად, ლამის პინცეტით უნდა განათავსოთ მიწაში. ჩითილებს სჭირდებათ სითბო და სინათლე. თუ სინათლე საკმარისი არ არის, მოვიშველიოთ ფიტონათურები. 

7. სტრსტრატიფიკაციის ტიპები სხვადასხვა მცენარის თესლს დამუშავების განსხვავებული დრო და წესი სჭირდება. მწარმოებელი საქარხნო შეფუთვაზე, როგორც წესი, აწერს, თუ როგორ არის მიზანშწონილი თესლის დამუშვება. თუმცა არსებობს რამოდენიმე გამოცდილი ხერხიც:

სტანდარტული - ერთი კვირა სითბო + 6 კვირა სიცივე. თესლის მოზადება იწყება იანვრის თვიდან. გამოიყენება მრავალწლიანი მოყვავილე მცენარეებისა და ხეხილის თესლის დამუშვებისათვის (ვაშლი, მსხალი და ა.შ.)

დაჩქარებული - ერთი დღე სითბო + 2 კვირა სიცივე. თელის მომზადება იწყება მარტში. გამოდგება გაზაფხულის მოყვავილე მცენარეებისათვის.

ხანგრძლივი - ერთი თვე სითბო + 3 თვე სიცივე. მომზადება იწყება ნოემბერში. გამოიყენება მხსმოიარე ხელიხილისა და კენკრისათვის. ჩვენი გუნდი facebook-ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოგვიერთდით. 

თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

26 December 0 4 831

лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно