რატომ უშავდება ფოთლები ფიკუსს?

ეს არის ოთახის მცენარეების მოყვარულებს შორის ყველაზე გავრცელებული შეკითხვა, რადგან იშვიათია ადამიანი, ვისაც არ უცდია ფიკუსის მოთვინიერება. თუ საქმე არ გვაქვს განსაკუთრებულ სახეობასთან, ფიკუსს არ სჭირდება სპეციფიკური მოვლა, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს.

დაავადების პროფილაქიკა და მკურნალობა იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ფიკუსის ფოთლების გაშავება, უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:

· დაიცავით მორწყვის რეჟიმი. ზედმეტი ტენის გამო ფოთლის კიდეები შავდება და საბოლოოდ, ფოთოლი ცვივა. ტენი ხელს უშლის ფესვებს აითვისონ გრუნტიდან სასარგებლო ნივთიერებები, ფოთლები იწყებენ შიმშილს და შრებიან. ფიკუსის მორწყვის ინტენსივობა დამოკიდებულია განათების ინტენსივობასა და წელიწადის დროზე. მორწყვებს შორის გრუნტის ზედა ფენა აუცილებლად უნდა გამოშრეს.

· დაარეგულირეთ ტემპერატურული რეჟიმი. მაღალი ტემპერატურა იწვევს ფოთლების კიდეების გაშავებას. სახიფათოა ფიკუსების განთავსება გამათბობელთან, სადაც არა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, არამედ ზომაზე მეტად მშრალი ჰაერია. ტემპერატურა სეზონის მიხედვით უნდა მოექცეს +10 – 30 ° დიაპაზონში.

· შეირჩეს სწორი ადგილი, ნათელი, პირდაპირი მზის სხივებისაგან დაცული, გამათბობლისა და კინდენციონერისაგან მოშორებით. უმჯობესია მცენარე განათავსოთ აღმოსავლეთ ფანჯარაზე, რომ საკმარისად ქონდეს მზის სხივები და თავი ავარიდოთ ზაფხულში პირდაპირი მზით გამოწვეულ დამწვრობას.

· დაიცავით ფიკუსები ორპირისაგან.

· ზაფხულის ცხელ დღეებში ჩაატარეთ წყლის შესხურების ყოველდღიური პროცედურა. ურიგო არ იქნება ფოთლების გაწმენდა მტვრისა და ჭუჭყისაგან სველი ბამბის, ან პარალონის ტამპონით.

· სწორად შეურჩიეთ გრუნტი. ან შეიძინეთ ფიკუსებისათვის განკუთვნილი მზა ნაზავი, ან მოამზადეთ თავად თანაბარი პროპორციებით ქვიშა, ფოთლოვანი მიწა და ტორფი. ფიკუსებს უყვართ ნეიტრალური ან ოდნავ მჟავე რეაქციის მქონე ნიადაგი.

· გრუნტი გავამდიდროთ მხოლოდ სპეციალურად განკუთვნილი სასუქებით. აზოტის მაღალი შემცველობა იწვევს მცენარეში ნივთიერებათა ცვლის შეფერხებას. ამ შემთხვევაში ფოთოლი მთლიანად შავდება. გამოსავალი არის გრუნტის მთლიანად გამოცვლა.

· მცენარის ქოთანში აუცილებლად უნდა იყოს სადრენაჟე ფენა.

· უმჯობესია არ გამოვიყენოთ თიხისაგან დამზადებული ქოთანი.

ფოთლების სიშავე შეიძება უკვე დაგვიანებული რაქცია აღმოჩნდეს ფესვების ლპობაზე. თუ მოვლის ყველა პირობა დაცულია და ფოთლები მაინც შავდება, მაშინ აზრი აქვს ამოვიღოთ მცენარე და დავუთვალიეროთ ფესვები. თუ აღმოჩნდა, რომ ძირი დაავადებულია, ჩამორეცხეთ ფესვები წყლით, მოაშორეთ ყველა დაზიანებული უბანი და დაამუშვეთ ფუნგიციდით. იმ შემთხვევაში, თუ ფესვი სრულიად დაზიანებულია, მაშინ უმჯობესია ფიკუსს მოეჭრას ძირი და დარჩენილი ჯანსაღი კალამი დააფესვიანოთ.

შესაძლებელია ფოთლებმა დაიწყონ გაშავება მავნებლების გამო, რომლებიც აზიანებენ ფოთლებისა და ღეროს მთლიანობას და შემდეგ მცენარე ჭრილობებიდან ავადდება სოკოვანი დაავადებით. ფიკუსი უნდა გასუფთავდეს-გაირეცხოს და დამუშავდეს შესაბამისი პრეპარატებით (ფუნგიციდით, აუცილებლობის შემთხვევაში ინსექციდით). ჩვენი ჯგუფი facebook_ზე ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

თარგმანი: ხ კალატოზიშვილი

26 December 0 2 796
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно