ხამეციპარისი,დეკორატიული კვიპაროსის მოვლის საიდუმლოება


კვიპაროსების დეკორატიული წარმომადგენლების მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია. ხამეციპარისი, ე.წ. ოთახის კვიპაროსი, არ ითვლება პრეტენზიულ მცენარედ, თუმცა, მისი მოვლისას მაინც ვაწყდებით გარკვეულ სირთულეებს. უნდა გვახსოვდეს, რომ კვიპაროსი არის ტყის ბინადარი, ამიტომ წვიმა, სუფთა ჰაერი, მზე და სიცივე მისი განვითარების აუცილებელი პირობებია.

თუ ეს ულამაზესი წიწვოვანი მცენარე სახლში მოვაბრძანეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთ-ორ თვეში ერთხელ მისი შემოტრიალება დაახლოებით 10-15°, ისე, რომ ყველა მხარეს მიადგეს მზე. მოვლის ასეთი პროდეცურა დაგვეხმარება გავზადროთ კვიპაროსის ლამაზი და სიმეტრიული ვარჯი. მაგრამ, მოვლისათვის მხოლოდ შებრუნება არ კმარა, ასევე მნიშვნელოვანია რამოდენიმე წესის გათვალისწინება:

განათება: კვიპაროსს სჭირდება მკვეთრი, გაფანტული განათება, თუმცა მისი პირდაპირი მზის ქვეშ განთავსება სახიფათოა. ამიტომ, ისეთი მდებარეობა უნდა შევარჩოთ, რომ ხამეციპარისს მოხვდეს დილის, ან საღამოს რბილი მზის სხივები. და თუ ამის საშუალება არ გვაქვს, მაშინ ოდნავ მოშორებით უნდა დავდგათ ფანჯრის რაფიდან, ან დავბუროთ ფანჯარა და ხელი შევუშალოთ პირდაპირი მზის სხივებს, რომ დაწვას მცენარის ახალგაზრდა ყლორტები.

კარგი იქნება, თუ განვათავსებთ მცენარეს ღია ცის ქვეშ, რადგან კვიპაროსს ძალიან უყვარს სუფთა ჰაერი. მაგრამ ამ დროს დაგვჭირდება პაპანაქება მზისგან დაჩრდილვა. აღნიშნული რეკომენდაცია არ ეხება კვიპაროსების ყვითელწიწვიან ეგზემპლიარებს, მათ, პირიქით უყვართ პირდაპირი მზე.

ზამთარში მცენარე უნდა მოვადიროთ გამათბობელს. გამოსაზამთრებად გამოდგება სამხრეთის ფანჯარა, ან აზრი აქვს ვიფიქროთ დამატებით განათებაზე. სინათლის ნაკლებობის დროს ხამეციპარისი იწელება სიმაღლეში, ძლიერი მზის შემთხვევაში წიწვები უყვითლდება და სცვივა, და რაც ყველაზე პრობლემატურია მცენარე ვერ იტანს ორპირს.

ტემპერატურა: ხამეციპარისი თბილი და ზომიერი სარტყელის მცენარეა, სახლის პირობებში ურჩევნია ზომიერი ტემპერატურა. ხოლო ზამთარში უმჯობესია დაბალ ტემპერატურაზე ვამყოფოთ, +10° მაქსიმუმ. ხამეციპარისი ვერ იტანს მშრალ ჰაერს, ზამთრის სეზონზეც კი და უნდა ვიზრუნოთ ტენიანობის აწევაზე.

მორწყვა: კვიპაროსებს უყვართ ტენიანი გრუნტი. ზაფხულის ცხელ დღეებში აზრი აქვს ლამის ყოველდღიურ მორწყვას, ხოლო ზამთარში საკმარისია კვირაში ერთხელ. გამოიყენეთ თბილი, ნადგამი წყალი, მორწვისას ტენი თანაბრად გადაანაწილეთ გრუნტში და ნუ დაუშვებთ ზედმეტი წყლის გაჩერებას ქოთანში. ხამეციპარისს, როგორც წვიმის მოყვარულს, უყვარს წყლის შეშხუპება, ამიტომ სეზონის და მიხედვით დაარეგულირეთ ეს პროცედურა. როცა ჰაერის ტემპერატურა +15° მაღლა აიწევს, შეშხუპება ყოველდღიურ პროცედურად უნდა ვაქციოთ.

კვება: კვებას საჭიროებს გაზაფხულიდან შემოდგომამდე 14 დღიანი ინტერვალებით. გამოიყენება წიწვოვანი მცენარეებისათვის განკუთვნილი სპეციალური სასუქი, ოღონდ ხამეციპარისისათვის კონცენტრაცია უმჯობესია შემცირდეს ორჯერ. ზრდის სტიმულატორების გამოყენება რეკომენდირებული არ არის, რადგან ამან შეიძლება მცენარეს დააკარგვინოს დეკორატიული ფორმები.

გადარგვა: კვიპაროსები მალე იზრდებიან და ქოთნის გამოცვლა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ სჭირდებათ. რადგან ფესვთა სისტემა საკმაოდ მძლავრი აქვთ, ქოთანი უნდა იყოს დიდი. მაგრამ! ხამეციპარისს არ უყვარს შეწუხება და გადარგვა ძნელად გადააქვს.

ხამეციპარისი, და კვიპაროსები ზოგადად, უპირატესობას ანიჭებენ ოდნავ მჟავე რეაქციის ნიადაგს (pH 5,5 – 6,5). უმჯობესი იქნება შეიძინოთ წიწვოვნებისათვის სპეციალურად გაზავებული ნიადაგი, ან თავად მოამზადოთ შემდეგი პროპორციით: კორდის მიწა, ფოთლოვანი მიწა, ქვიშა, ტორფი 1:2:1:1. გადარგვისას გაუკეთეთ კარგი სადრენაჟე შრე.

ნუ შეეხებით ფესვთა სისტემას! გადაიტანეთ მცენარე სხვა ჭურჭელში ძველი გრუნტიანად, ღრმად არ ჩაფლათ ღერო და შეავსეთ სიცარიელე. გადარგვის შემდეგ დადგით ხამეციპარისი ჩრდილში, რომ გადალახოს საკმაოდ სერიოზული სტრესი.

გამრავლება: ხამეციპარისის გამრავლება სახლის პირობებში მარტივი თემა არ არის. მხოლოდ გამოცდილი მებაღეები აღწევენ შედეგს, ისიც ძლიერი ზრდის სტიმულატორების გამოყენებით. ამრავლებენ როგორც კალმით, ასევე თესლით, მაგრამ შედეგის მიღწევა ნამდვილად არ არის გარანტირებული. თესლს დათესვამდე სჭირდება სტრატიფიკაცია (გამოზამთრება).

გასხვლა: ლამაზი ფორმების შესანარჩუნებლად მცენარე უნდა გავსხლათ, მოვაცალოთ მომხმარი და გამოზრდილი ტოტები. ზედმეტი ტოტები იჭრება მთლიანად, ძირში. იმისათვის, რომ კვიპაროსი ძალიან არ გაიზარდოს სიმაღლეში, ზამთარში ახდენენ მის ფორმირებას (შეიძლება მოეჭრას წვერო).

დაავადებები და მავნებლები: კვიპაროსები დაავადებების მიმართ კარგი ამტანობით გამოირჩევიან. მხოლოდ არასწორი მოვლის გამო შეიძლება განუვითარდეს ფესვების ლპობა. ამ შემთხვევაში უნდა მოეჭრას მომპალი ნაწილი, გადაირგას სხვა ქოთანში და დაკორექტირდეს მოვლის პირობები.

მავნებლებიდან კვიპაროსზე ყველაზე ხშირად გვხვდება ფარიანა და აბლაბუდა ტკიპა. სამკურნალოდ გამოიყენება ინსექციდები და აქვს აზრი ხელით გავასუფთავდეს მცენარე.

ხამეციპარისის ხშირი პრობლემები: სიმაღლეში გაწელვა - სინათლის ნაკლებობის ნიშანი; წიწვების გაყვითლება და ცვენა - მაღალი ტემპერატურის, პირდაპირი მზის გავლენა; მცირე უბნის ხმობა - დაზიანების ადგილზე სითბოს, ან სინათლის სიჭარბე; წიწვების გამუქება - მორწყვისა და ჰაერის ტენინანობის ნაკლებობა; მცენარის მოწყენა - ფესვთა სისტემის დაზიანება, ლპობა.
ჩვენი გუნდი facebook-ზე შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

26 December 0 1 000
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно