ბუგენვილია არ ყვავილობს მიზეზები და რეკომენდაციები

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ბუგენვილია იზიდავს ყურადღებას, არის მისი საოცარი ყვავილები. თუმცა, ყოველთვის ვერ ხერხდება მდიდრული ყვავილობის მიღება. იმისათვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს, საჭირო იქნება ამ მცენარისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. 

1. „გამოზამთრების“ გარეშე ბუგენვილია ვერ აყვავილდება აღმოჩნდა, რომ ამ მცენარეს ყვავილობისავის გამოზამთრება სჭირდება და ზამთარში +10 გრადუსზე მაინც უნდა ვამყოფოთ (ოპტიმალური დიაპაზონი - +5-16 გრადუსი). ყვავილობას ბუგენვილია ასრულებს ზამთრის დადგომასთან ერთად, თუმცა ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში მეტ ხანს ყვავის. მოსვენების პერიოდის დაწყებისთანავე სასურველია მცენარე გადაიდგას უფრო გრილ ადგილზე.

2. ფორმირება, გასხვლა საყვავილე ყლორტებს ბუგენვილია ახალ, და თან ჯანმრთელ ამონაყარზე იკეთებს. ამონაყრის პროვოცირება შესაძლებელია მცენარის გასხვლით, თუმცა ტოტები შერჩევით უნდა მოვაჭრათ:

· უმჯობესია ხელი არ ვახლოთ შედარებით ახალგაზრდა, 3 წლამდე ტოტებს;

· იჭრება 1/3 სიგრძეზე უკვე დაყვავილებული ტოტები ან უშუალოდ ყვავილობის შემდეგ, ან ადრე გაზაფხულზე;

· მცენარე ისხვლება ყოველი ყვავილობის შემდეგ.

3. მზის ნაკლებობა ბუნებრივ გარემოში ზრდისა და განვითარებისათვის ბუგენვილიას სითბოზე მეტად მზის სინათლე სჭირდება წელიწადის ნებისმიერ დროს. ყვავილობისათვის აუცილებელია ორი რამ:

· პირდაპირი მზის სინათლე სულ ცოტა 5 საათი მაინც;

· 12 საათზე მეტი განათებული დღის ხანგრძლივობა.

შეურჩიეთ მცენარეს ყველაზე მზიანი ფანჯარა. ზამთრის პერიოდში კი, შესაძლებლობის ფარგლებში შეაშველეთ ხელოვნური განათება, რომ ამდაგვარად გავაგრძელოთ განათებული დღის ხანგრძლივობა. 

4. სუფთა ჰაერის უკმარისობა ბუგენვილიას ურჩევნია სტაბილურობა. კვირტების გამოტანისა და ყვავილობის პერიოდში მცენარის გადაადგილება სახიფათოა. დასუფთავების დროსაც კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ საგრძნობლად არ შევუცვალოთ მდებარეობა. თუმცა, თუ მისთვის ხელსაყრელ პირობებში გადავიტანთ, სადაც იქნება ბევრი მზე, და საკმარისი სუფთა ჰაერი, ნამდვილად შევამჩნევთ ცვლილებას უკეთესობისაკენ. ბუგენვილიას იმდენად მოსწონს სუფთა ჰაერზე ყოფნა, რომ ზამთარშიც აქვს აზრი ფანჯრის გამოღებას და ოთახის ხშირად განიავებას. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მცენარე ორპირში უნდა ვამყოფოთ.

5. მორწყვის უკმარისობა ზედმეტად მშრალი ჰაერი კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია ბუგენვილიას ყვავილობისათვის. ამიტომ, გამათბობელთან და კონდენციონერთან ახლოს გაუჭირდება. კარგი იქნება, თუ პერიოდულად შევასხურებთ წყალს, ან გამათბობელთან, ან მცენარესთან ახლოს დავდგავთ წყლიან ჭურჭელს, რომ ასე დავატენიანოთ ჰაერი.

ბუგენვილია საშინლად ვერ იტანს გრუნტის სრულად გამოშრობას. თუ დიდი ხნის მანძილზე მორწყვა არ მოხდა, ყვავილობის პროცესი არასრულფასოვანი იქნება. რაც შეხება ხშირ მორწყვას, ამ შემთხვევაში შეიძლება მცენარე დაიფოთლოს, მაგრამ ყვავილობას უკვე აღარ უნდა ველოდოთ. ბუგენვილია უნდა მოირწყას მაშინ, როდესაც გამოშრება გრუნტის ზედა ფენა. უმჯობესია ქოთანი სრულიად დაიწუროს და გამონაჟღენთი წყალი გადაიღვაროს.

ზამთარშიც კი გრუნტი სრულიად არ უნდა გამოშრეს. მოსარწყავად უმჯობესია გამოვიყენოთ ოთახის ტემპერატურაზე გამთბარი და ნადგამი წყალი.

6. კვება ბუგენვილია აუცილებლად უნდა გამოიკვებოს მაშინ, როდესაც იწყებს ზრდას, ყვავილობამდე. მოსწონს უნივერსალური, კომპლექსური, მინერალური სასუქი. კვირტების გამოტანის შემდეგ მცენარე შეგვიძლია გადავიყვანოთ ყვავილობისათვის განკუთვილ სპეციალურ სასუქზე, სადაც მეტი იქნება ფოსფორისა და კალიუმის შემადგენლობა. კვება რეკომენდირებულია მინიმუმ 2 კვირაში ერთხელ.

7. შეუსაბამო ქოთანი და ნიადაგი ბუგენვილიას არ უყვარს დიდი ქოთანი. ჭურჭელი უნდა შევარჩიოთ ისეთი ზომის, რომ კარგად ჩაეტიოს ფესვები. ნიადაგი უნდა შეირჩეს მსუბუქი და ფხვიერი. მცენარეებისათვის შემქნილი სტანდარტული სუბსტრატიც კი საჭიროებს რაიმე გამაფხვირიებლის დამატებას - პერლიტი, ვერმიკულიტი, სფაგნუმი, ქოქოსი და მსგავსი დანამატები, რომელიც არა მხოლოდ სიმსუბუქეს, არამედ ტენსაც შეუნარჩუნებს გრუნტს. ბუგენვილია არ ყვავის მჟავე ნიადაგში.

ეს მცენარე ვერ ეგუება ხშირ შეწუხებას. ამიტომ, თუ არ იქნება მძაფრი აუცილებლობა, ნუ გადავრგავთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შევამჩნევთ, რომ ბუგენვილიას ფესვები გამოდიან ქოთნის ზედაპირისა და სადრენაჟე ნასვრეტებიდან, მაშინ შესაძლებელია გადარგვა. მაგრამ, არ ვეხებით ფესვებს და გადარგვის შემდეგ უმჯობესია დროებით განვათავსოთ ტენიან და ზომიერად განათებულ გარემოში. სტანდარტულად ითვლება, რომ ბუგენვილიას გადარგვა სჭირდება 2-3 წელიწადში ერთხელ. 

8. მავნებლები ბუგენვილიას ყვავილობას ზოგჯერ შეუმჩნეველი მავნებლები აფერხებენ. ამიტომ, ხშირად უნდა დავათვალიეროთ მცენარე და მავნებლების აღმოჩენისთანავე გავასუფთაოთ, მოვარიდოთ სხვა მცენარეებს და ავწიოთ ჰაერის ტენიანობა.

ბუგენვილიასათვის განსაკუთრებით საშიშია წითელი აბლაბუდა ტკიპა, ფქვილისებრი მუხლუხო, ბუგრი, ფრთათეთრა და ფარიანები. თუ მცენარემ შეაჩერა ზრდა, ფოთლების ქვედა მხრიდან გაჩნდა წვრილი აბლაბუდა, მოთეთრო, ან წებოვანი ნადები, ან ვამჩნევთ, რომ ფოთლებმა დაიწყეს დახვევა, ამ შემთხვევაში ლოდინი მიზანშეწონილი არაა. მცენარეს სასწრაფოდ სჭირდება გასუფთავება და მკურნალობა - ვმოქმედებთ კომბინირებულად, ვაშორებთ დაზიანებულ ნაწილებს, ვწმენდთ ფოთლებსა და ღეროებს საპნიანი წლით ან სააფთიაქო ზეჟანგით, და შემდეგ ვამუშავებთ ინსექციდებით, სულ ცოტა 3-ჯერ მაინც. ხალხური საშუალებების გამოყენებას ბუგენვილიებზე აზრი არ აქვს. ჩვები გუნდი facebook_შემოგვიერთდით ყვავილები და მათი მოვლის მეთოდები

თარგმანი: ხ. კალატოზიშვილი

20 December 0 437
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 11.2 бесплатно